ლეპტუცინ D6 კაფსულები (ნატუროპათი) / Leptucin D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ propionibacterium avidum D6, HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)
ჩვენება – კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები; სისხლძარღვოვანი შაკიკი; ყურებში შუილი
– ცისტიტი
– იმუნომოდულაცია

თვისებები
Propionibacterium მიეკუთვნება უძლიერეს ბაქტერიულ იმუნომოდულატორებს. უჯრედული კედლის განსაკუთრებული სტრუქტურის გამო მას შეუძლია იმუნური სისტემის ძლიერი სტიმულაცია.
ამას ემყარება, მისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაც. პრეპარატი შეიცავს Propionibacterium avidum KP 40 სახეობის უჯრედულ კედელს. ჰომეოპათიური მომზადების უჯრედული კედლის ფრაქციების მიერ არასპეციფიური იმუნური დაცვის სტიმულაციის ტესტირების დროს გამოვლინდა მეათედეული პოტენციების დანიშვნასთან საინტერესო დამოკიდებულება. მაგალითად,
იმუნოსტიმულაცია აშკარა ხდება მხოლოდ D5 პოტენციის დროს. ამას გარდა, Propionibacterium avidum-ი კარგი საშუალებაა სისხლის მიმოქცევის ზოგადი სტიმულაციისათვის, განსაკუთრებით თავის, კიდურების არეში და სხეულის სხვა წარზიდულ ნაწილებში.
მიღების წესი
და დოზირება
მიიღება კვირაში 1-3-ჯერ თითო კაფსულა მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, საუზმის წინ ან საღამოს,
ძილის წინ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმა:
20 კაფსულა
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება