პამბა – PAMBA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ამინომეთილბენზოის მჟავა /AMINOMETHYLBENZOIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტატიკური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ამინომეთილბენზოის მჟავა ……………..  250 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ
ამინომეთილბენზოის მჟავა……………     10 მგ 50 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰემოსტატიკური, ანტიფიბრინოლიტური საშუალება, თრგუნავს ქსოვილოვან აქტივატორებს, რომლებიც პროფიბრინოიზინს (პლაზმინოგენი) გადააქცევენ ფიბრინოლიზინად (პლაზმინად), ნაკლებად ახდენს პირდაპირ მაინჰიბირებელ გავლენას ფიბრინოლიზინზე. უზრუნველყოფს ფიბრინის სტაბილიზაციას, თრომბოციტებისა და ერითროციტების ადჰეზიას.
ჩვენებები:
– სისხლდენა ქირურგიული ჩარევისა და პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომელიც მიმდინარეობს სისხლის მომატებული ფიბრინოლიტური აქტიობით (ნეიროქირურგიული, მუცლის ღრუს, თორაკალური, გინეკოლოგიური და უროლოგიური ოპერაციებისას, მათ შორის, წინამდებარე ჯირკვალზე, ფილტვებზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე; ტონზილექტომიისას, სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ,ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებისას ოპერაციის დროს);
– სამეანო პრაქტიკაში – საშვილოსნოდან სისხლდენა, საშვილოსნოს შენელებული ინვოლუცია, სამედიცინო აბორტი, პლაცენტის ხელით გამოყოფა, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის საშვილოსნოშიგა სიკვდილი, ამნიონური სითხის ემბოლია.
– ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა დამწვრობისას, სხვადსხვა გენეზის შოკის დროს; სეფსისი, ლეიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, კუჭზე მეტასტაზები, ღვიძლის დაავადებები, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
– ჰემორაგიული მდგომარეობა გამოწვეული სხივური დაავადებით; ჰიპოკოაგულაცია (ჰემოფილია, ვერლჰოფის დაავადება, ვილებრანდ–იურგენსის სინდრომი), თრომბოჰემორაგიული სინდრომის ჰიპოკოაგულაციურ ფაზაში სისხლდენა, ჰემორაგიული დიათეზი(თრომბოციტოპენია). ანტიკოაგულანტებისა და ფიბრინოლიტური საშუალებების გადაჭარბებისას (სტრეპტოკინაზა, უროკინაზა), ტრანსფუზიული გართულებები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს ფიბრინოლიზის აქტიობით;
– გრიპის ეთიოტროპული მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
ვენაში ნაკადად – 5–10მლ 1% ხსნარი ან კუნთში 100მგ (მწვავე გენერალიზებული ფიბრინოლიტური სისხლდენისას).
სტრეპტოკინაზით მკურნალობის ფონზე ფიბრინოლიზის აღსაკვეთად 50მგ; კოაგულოპათიის სინდრომის განვითარებისას – 50–100მგ ან კუნთში 100მგ, აუცილებლობისას შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა (არა უადრეს 4 საათისა).
მწვავე ფიბრინოლიზისას დამატებით შეყავთ ფიბრინოგენი, ამ დროს კონტროლდება სისხლის ფიბრინოლიზური აქტიობა და მასში ფიბრინოგენის შემცველობა. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 100მგ (10მლ 15 ხსნარი). ტაბლეტი მიიღება კვების შემდეგ დაუღეჭავად, წყალთან ერთად, 100მგ 3–4–ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა;
თრომბოზისა და თრომბოემბოლიების მიმართ მიდრეკილი დაავადებები, თრომბოემბოლიური სინდრომის ჰიპერკოაგულაციური ფაზა;
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაცია;
გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა ან ტვინის იშემია.
გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის აწევა ან დაწევა, ტაქიკარდია, იშვიათად ორთოსტატული ჰიპოტენზია.
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილზე თრომბოფლებიტი.
სხვა: თავბრუსხვევა, თირკმლის კოლიკა (როცა სისხლის შენადედი წარმოიქმნება შარდგამომყოფ სისტემაში);
ზემო სასუნთქი გზების მხრივ: კატარალური მოვლენები.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობა წარმოებს კოაგულოგრამის კონტროლით. ჰემატურიის სამკურნალოდ აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღბა და დიურეზის კონტროლი.
ურთიერთქმედება:
შეთავსებადია დექსტროზას ხსნართან, ჰიდროლიზატებთან, შოკის საწინააღმდეგო საშუალებებთან.
მწარმოებელი: BYK GULDEN

გაფრთხილება