პანტოგარი / Pantogar

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

1. რა არის პანტოგარი და რისთვის გამოიყენება იგი
პანტოგარის კაფსულებს აქვს დადებითი ეფექტი ყველა ტიპის თმის ცვენის დროს. კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს თმის ცვენას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ღეროს მდგომარეობას, აუმჯობესებს მდგრადობას ქიმიური, მექანიკური დაზიანებისა და მზის სინათლისადმი, ამაგრებს თმას. პანტოგარის კაფსულებით მკურნალობა ასევე აუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას. ზრდის ფრჩხილის ელასტიურობას, ამცირებს მის მსხვრევადობას. წარმოადგენს სამედიცინო პროდუქტს, რომელიც აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ის შეიცავს თმისა და ფრჩხილების ზრდისთვის აუცილებელ ნივთიერებებს – კალციუმის პანტოთენატი, L-ცისტინი და ამინომჟავები. ასევე, შეიცავს ცილა კერატინს, რომელიც თმის მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მედიკამენტი გამოიყენება თმის ცვენისა და ფრჩხილების მსხვრევადობის შესამცირებლად.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტოგარის გამოყენებამდე?
პანტოგარი არ გამოიყენება
– თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

სპეციალური სიფრთხილის ზომები პანტოგარის მიღებისას
პანტოგარის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება ექიმთან ან ფარმაცევტთან. ვინაიდან თმის ფორმირება წარმოადგენს ნელ პროცესს, გარანტირებულად წარმატებული შედეგისათვის პანტოგარის დოზა მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად 3-6 თვის განმავლობაში. თუ თმის ცვენა დაკავშირებულია ნაწიბუროვან პროცესთან, ან ჩვეულებრივ ალოპეციასთან (სიმელოტე მამაკაცებში), პანტოგარის კაფსულების მიღება არ არის ნაჩვენები. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს დარჩენილი თმა. თუ სიმპტომები პერსისტირებს მკურნალობის განმავლობაში ან ვერ იქნა მიღწეული სასურველ შედეგს, უნდა მოხდეს სამედიცინო რჩევისთვის მიმართვა.
პანტოგარი და სხვა მედიკამენტები
უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს, ან იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ან თუ ის დარწმუნებული არ არის ამის შესახებ. უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან წარსულში იღებდა სულფონამიდების შემცველ პრეპარატებს.
პანტოგარის მიღებამდე უნდა მიემართოოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პანტოგარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს კვების დროს მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი ორსულია, ან მეძუძური, ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია იმისთვის, რომ განისაზღვროს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობაზე პრეპარატის გავლენა. ადამიანებისთვის რისკი უცნობია, ამიტომ ორსულებში დოზირება ხდება სიფრთხილით.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
პანტოგარი არ ახდენს გავლენას მანქანისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე.
3. პანტოგარის მიღების წესი
ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. პანტოგარის კაფსულები ინიშნება შიგნით მისაღებად. დოზირება მოზრდილებისთვის შეადგენს 1 კაფსულას სამჯერ დღეში. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს კვების დროს, მცირე ოდენობით სითხის მიყოლებით. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა გახანგრძლივდეს ან კურსი განმეორდეს.
არ არსებობს პანტოგარის კაფსულებით ხანგრძლივ მკურნალობაზე უსაფრთხოების შესახებ მონაცემები. გამოვლინდა ბაზარზე დიდხანს არსებობისას ხანგრძლივი მკურნალობის სპეციფიკური რისკი.
თუ პაციენტს დაავიწყდა პანტოგარის მიღება
არ უნდა მოხდეს გამოტოვებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით პანტოგარი
თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით პანტოგარი შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზირების სიმპტომები.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც, ასევე, იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე განმარტებულია შემდეგნაირად:
• ძალიან ხშირი: ვითარდება 1-ზე მეტ პაციენტში 10-დან
• ხშირი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 100-დან
• არახშირი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 1 000-დან
• იშვიათი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 10 000-დან
• ძალიან იშვიათი: ვითარდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 10 000-დან
• უცნობი: სიხშირის განსაზვღრა ვერ მოხერხდა არსებული მონაცემების საფუძველზე.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

გულის მხრივ დარღვევები:
იშვიათი: ტაქიკარდია, პულსის სიხშირის მომატება.
უცნობი: გულის ფრიალი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები
უცნობი: დიარეა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ურტიკარია, კანზე გამონაყარი და ქავილი
უცნობი: კანის სიწითლე.
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის ცვლილებები
იშვიათი: ოფლიანობა

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:
თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ფორმის შევსებით ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. vvkt.lt, ზირმუნუ გ. 139ა, ლტ 09120, ვილნიუსი, ტელეფონი: 8 800 73568, ფაქსი: 8 800 20131 ან ელექტრონული ფოსტა: NepageidaujamaR@vvkt.lt. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი ეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. პანტოგარის შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ოჩ ტემპერატურაზე.
პანტოგარი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია მუყაოს შეფუთვასა და ბლისტერზე, “EXP” შემდეგ. ვადად ითვლება თვის ბოლო დღემდე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
პანტოგარის შემადგენლობა
– აქტიური ნივთიერებებია თიამინ ნიტრატი, კალციუმის პანტოთენატი, L-ცისტინი, სამედიცინო საფუარი, კერატინი და 4-ამინობენზოის მჟავა. თითოეული კაფსულა შეიცავს: 100 მგ სამედიცინო საფუარს, 60 მგ კალციუმის პანტოთენატს, 60 მგ თიამინის ნიტრატს, 20 მგ L-ცისტინს, 20 მგ კერატინს და 20 მგ 4-ამინობენზოის მჟავას.
– დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კოლოიდალური უწყლო კაჟმიწის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარეატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინა ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგოტინი (E 132).
პანტოგარის ფორმა და შეფუთვა:
მყარი ცილინდრული ჟელატინის კაფსულები ნახევრადსფერული დაბოლოებებით. კაფსულის საცობი – გაუმჭვირვალე, მუქი მწვანე ფერის. კაფსულის გარსი – გაუმჭვირვალე, სპილოს ძვლის ფერი. კაფსულა ამოვსებულია მოყავისფრო-მოყვითალო ან მოყავისფრო ფხვნილით, რომელსაც აქვს საფუარის არომატი.
პანტოგარი ხელმისაწვდომია ბლისტერზე რაოდენობით 15. თითოეული მუყაოს შეფუთვა შეიცავს 30, 90 ან 300 მყარ კაფსულას.
შესაძლებელია ყველა რაოდენობის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Merz Pharma, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook