პაროქსეტინი / PAROXETINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პაროქსეტინი/paroxetine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

შემადგენლობა

პრეპარატი პაროქსეტინი ტაბლეტები, USP 10მგ (PAROXETINE TABLETS, USP 10მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პაროქსეტინს.
ჩვენებები
ენდოგენური, ნევროტული და რეაქტიული დეპრესიები.
მიღების წესები და დოზები
საწყისი დოზა შეადგენს 10-20მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 40-60მგ-მდე დღეში. დოზის გაზრდა ხდება თანდათანობით 10მგ-ით 1 კვირიანი ინტერვალით. მიღების სიხშირე ერთჯერ დღეში. მკურნალობა ხანგრძლივია.
თერაპიის ეფექტურობას აფასებენ 6-8 კვირის შემდეგ.
ასაკოვან და დასუსტებულ ავადმყოფებში, ასევე თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს, საწყისი დოზაა 10მგ/დღეში; მაქსიმალური დოზა – 40მგ/დღეში
გვერდითი მოვლენები
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ძილიანობა, ტრემორი, ასთენია, უძილობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, პირის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში – ყაბზობა.
სხვადასხვა: იშვიათად – მომატებული ოფლიანობა, ეაკულაციის დარღვევები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პაროქსეტინის მიმართ.
მაოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ან მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს პაროქსეტინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.
განსაკუთრებული მითითებები
პაროქსეტინის გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი კლებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოხსნის სინდრომი, რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, გულისრევით, ღებინებით, უძილობით, მომატებული ოფლიანობით. პაროქსეტინით მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასთან და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციასთან.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლითიუმის პრეპარატებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 20-25°С ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი №1000
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება