პერიციაზინი – PERICIAZINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პერიციაზინი წარმოადგენს ფენოთიაზინის პიპერიდინულ წარმოებულს. მას გააჩნია ანტიფსიქოზური, სედაციური, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ასევე იწვევს ადრენორეცეპტორების და ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას, ჰიპოტენზიას, აგრეთვე აბლოკირებს პოსტსინაფსურ დოფამინერგულ რეცეპტორებს თავის ტვინის მეზოლიმბურ სტრუქტურებში, თრგუნავს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფას, ზრდის პროლაქტინის პროდუქციას.
ფარმაკოკინეტიკა
კლინიკური მონაცემები ფარმაკოკინეტის შესახებ მწირია. პრეპარატი უკავშირდება პლაზმის ცილებს, გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლის მეშვეობით.
ჩვენებები
ფსიქოპათიები (ისტერიული, აგზნებითი);
პარანოიდული მდგომარეობა – ორგანული, სისხლძარღვოვანი და სენილური პათოლოგიის დროს;
ფსიქოპათიური მდგომარეობა შიზოფრენიის დროს.
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა 5-10 მგ. საშუალო დღიური დოზაა 30-50 მგ. სასურველია პრეპარატის მიღება საღამოს საათებში. დოზა ნაწილდება 3-4 მიღებაზე.
ბავშვებში და ხანდაზმულებში რეკომენდებულია საწყისი დღიური დოზა 5 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-30 მგ.
მოზრდილებში მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 60 მგ.
გვერდითი მოვლენები
აღინიშნება: უძილობა, აჟიტირება, მხედველობის გაუარესება, არითმია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ქოლესტაზი, სუნთქვის დათრგუნვა, იმპოტენცია, გალაქტორეა, აგრანულოციტოზი, პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა.
უკუჩვენებები
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
* ცნს-ის გამოხატული დათრგუნვა;
* გლაუკომა;
* პორფირია;
* წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები;
* ორსულობა, ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პერიციაზინი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, დასუსტებულ პირებში და ფენოთიაზინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;
♦ ასევე ღვიძლის დაზიანებისას, რეის სინდრომის, სარძევე ჯირკვლის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პარკინსონის დაავადების და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას.
♦ ჰიპერთერმიის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– პერიციაზინის ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ცნს დეპრესია ძლიერდება და ადგილი აქვს სუნთქვის დათრგუნვას;
– პერიციაზინი აქვეითებს ამფეტამინის, ლევოდოპას, კლონიდინის, გუანეტიდინის, ადრენალინის მოქმედებას.
– მისი ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად დანიშვნა იწვევს ორთოსტატულ ჰიპოტენზიას.
– არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღებისას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook