პერმიქსონი – PERMIXON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ჯუჯა პალმის ხე/SEREOA REPENS

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
წინამდებარე ჯირკვლის გაურთულებელი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) დროს გამოსაყენებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
Sereoa repens-ის ჰექსანური ლიპიდოსტეროლური ექსტრაქტი…….. 80 მგ
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
Sereoa repens -ის ჰექსანური ლიპიდოსტეროლური ექსტრაქტი……. 160 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ექსპერიმენტულმა შრომებმა პროსტატის უჯრედებზე in vitro და in vivo ცხოველებსა და ადამიანებზე დაადასტურა, რომ პერმიქსონი ხასიათდება შემდეგი თვისებებით: ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტით, რომლებიც არჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის დონეზე. აქვე აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში სასქესო ჰორმონების დონეზე, პოტენციასა და ლიბიდოზე და არ ცვლის სისხლის პლაზმაში პროსტატასსპეციფიური ანტიგენის დონეს.
ანტიანდროგენული მოქმედება განპირობებულია შემდეგით: პერმიქსონი უზრუნველყოფს 5-ალფა რედუქტაზის I და II ტიპის უკონკურენტო ინჰიბირებას. ამ ორ იზოენზიმს წინამდებარე ჯირკვალში ტესტოსტერონი გადაჰყავს მის აქტიურ ფორმაში დიჰიდროტესტოსტერონში (დჰტ). დიჰიდროტესტოსტერონ წჯკჰ-ის პათოგენეზის უმთავრესი ფაქტორია. დამტკიცებულია, რომ პერმიქსონი ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციას ადამიანის პროსტატის ქსოვილში წჯკყ-ის დროს.
პერმიქსონი აინჰიბირებს პროსტატის უჯრედების პროლიფერაციას წჯკჰ-ის დროს, რომელიც ინდიცირებულია ფიბრობლასტების ზრდის ძირითადი ფაქტორის (b-FGF)- მიერ.
პერმიქსონი ასევე ამცირებს ეპიდერმალური ზრდის ფაქტორის (FGF) კონცენტრაციას პროსტატის  ქსოვილში წჯკყ-ის დროს.
პერმიქსონი აფერხებს ანთების მედიატორების, არაქიდონის მჟავას, პროსტოგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს – ფოსფორიპლაზა A2 ციკლოოქსიგენაზისა და 5-ლიპოოქსიგენაზის ინჰიბირების გზით.
ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა დაამტკიცეს პერმიქსონ-ის შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ანთებითი პროცესის სისხლძარღვოვან კომპონენტებზე ზემოქმედების გზით (კაპილარების განვლადობის შემცირება).
პერმიქსონის ანტიანდროგენული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დამტკიცებულია in vivoექსპერიმენტით ცხოველებზე (რაბინეტის მოდელი). პერმიქსონის გამოყენება აფერხებს პროსტატის ზომების გაზრდას ექსპერიმენტულ ცხოველებში. ზემოთ აღწერილი ფარმაკოლოგიური თვისებები ხსნიან პერმიქსონის დადებით მოქმედებას წჯკჰ-ის სიმპტომებზე და აგრეთვე უროდინამიკურ მაჩვენებლებზე.
ჩვენებები:
პერმიქსონი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის გაურთულებელი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და პროსტატიტების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პერმიქსონი ინიშნება ჭამის დროს 320 მგ დღეში ერთხელ ან ორ მიღებაზე.
გაფრთხილება: უზმოზე პრეპარატის მიღებას ზოგჯერ შეიძლება გულისრევა მოჰყვეს.
უკუჩვენებები:
არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პერმიქსონის რაიმე ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, რომლებსაც ხშირად იყენებენ წჯკჰ-ით დაავადებულ პაციენტებში (საშარდე სისტემის ინფექციების სამკურნალო საშუალებები, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 5 წელი.
კაფსულები – 3 წელი.
მწარმოებელი: Piere Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook