პეფრაკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი) / Pefrakehl D4 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Candida parapsilosis D4 HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

ჩვენება
– ნაწლავების ყველა მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,
გენიტალური  მიკოზების სახით
– პირისა და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი,       კბილის გრანულომა
– ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები
– ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმბიოზის აღსადგენად

თვისებები
Pefrakehl-ი მიიღება საფუარა სოკოს Candida parapsilosis-აგან. იზოპათიის პრინციპის მიხედვით, პრეპარატს შეუძლია სიმბიოზის აღდგენა მცენარეულ ორგანიზმებსა (რომლებსაც მიეკუთვნება ეს სფუარა სოკო) და ძუძუმწოვრების ორგანიზმს შორის. წამალს შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები, მაგრამ მათი დათრგუნვა
მიზანშეწონილი არ არის. რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრება და დაავადებასთან დაკავშირებით გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ დავადებას მოვარჩენთ.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1-3 კაფსულა დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად ან უზმოდ, ან საღამოს, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითება
Candida parapsilosis წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატ Exmykehl-ის მოქმედ ნივთიერებას.
გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook