პიკოქრომი / Chromium Picolinate

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რეკომენდებულია: მოზარდებისა და მოზრდილთათვის გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის, განსაკუთრებით კი დიაბეტის და წონაში კლების დროს.

რას წარმოადგენს ქრომის პიკოლინატი?
ქრომი ბუნებრივ მიკროელემენტს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს. ქრომს წამყვანი როლი აკისრია ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესში, ის ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას. HealthAid-ის ქრომის პიკოლინატი მაღალპოტენციური აბის ფორმა ადვილად იწოვება, რაც სარგებლიანობის ოპტიმიზაციას განაპირობებს.

რისთვის გამოიყენება ქრომის პიკოლინატის აბები?
– გლუკოზის მეტაბოლიზმის და სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის
– წონაში დაკლების პერიოდში ტკბილის სურვილის შესამცირებლად
– დიაბეტის სიმპტომების შემსუბუქებისთვის
– გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის
– კუნთების ზრდისთვის
– არტერიული წნევის შემცირებისთვის
– ნორმალური ზრდის ხელშეწყობისთვის
– ნერვული სისტემის ჯანმრთელობის ხელშეწყობა
– ისეთი ინტენსიური ათლეტური დატვირთვების დროს, როგორიცაა ბოდიბილდინგი

ვისთვის არის სასარგებლო ქრომის პიკოლინატის აბები?
– საუკეთესოა მათთვის, ვისაც დიაბეტი აღენიშნება
– მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს
– მათთვის, ვის საკვებში ქრომის ნაკლებობა აღენიშნება
– გულის პრობლემების მქონე პირებისთვის
– მათთვის, ვისაც ქოლესტერინის და ლიპიდების დონის შემცირება სურს
– მათთვის, ვისაც ნორმალური არტერიული წნევის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება სურს

შემადგენლობა ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ): რდნ % *
ქრომის პიკოლინატი 1800მკგ  
რომელიც უზრუნველყოფს:    
ქრომი 200მკგ 500
რდნრეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად)

მიღების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენება: ცნობილი არ არის

გაფრთხილება:
– გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
– სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
– ორსულობის, ძუძუთი კვების, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
– საკვები დანამატი არ გამოიყენება დაავადებათა პრევენციის ან მკურნალობისთვის
– არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 200მკგ ტაბლეტი #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: HEALTHAID, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook