პიპეკურონიის ბრომიდი – PIPECURONIUM BROMIDE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტი. აბლოკირებს ჩონჩხის კუნთების ნ-ქოლინორეცეპტორებს აცეტილქოლინის მედიატორის საწინააღმდეგო მოქმედებით. მაღალ დოზებში პრეპარატს გააჩნია განგლიომაბლოკირებელი აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა
პიპეკურონიის ბრომიდი უცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ნახევარ გამოყოფის პერიოდი 44 -138  წთ-ია.  უმნიშვნელო რაოდენობით გადის პლაცენტარულ ბარიერს.
ჩვენებები
ფილტვის ხელოვნური ვენტილაციისა და საოპერაციო ანესთეზიის დროს ენდოტრაქეალური ინტუბაციისას ჩონჩხის კუნთების რელაქსაციისათვის.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში: შეყვანის წინ მშრალ ნივთიერებას ხსნიან გამხსნელში. მიღებული ხსნარი შეჰყავთ ი/ვ. სრული რელაქსაციისათვის საკმარისია საშუალოდ 8-9 მკგ/კგ. განმეორებითი შეყვანა ხდება 1-15 მკგ/კგ დოზით. სუკცინილქოლინის ფონზე ჩატარებული ინტუბაციისას საწყისი დოზა შეადგენს 4-5 მკგ/კგ. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 4 მკგ/კგ.
ბავშვები და ახალშობილები: ნარკოზის დროს პრეპარატის დიაზეპამთან, კეტამინთან, ფენტანილთან, აზოტის ოქსიდთან კომბინაციაში მისი დოზა შეადგენს 9-10 მკგ/კგ. განმეორებითი შეყვანისას ინიშნება საწყისი დოზის 1/38. ახალშობილთათვის რეკომენდირებულია 5-6 მკგ/კგ.
გვერდითი მოვლენები
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება.
სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პარციალური თრომბოპლასტინური და პროთრომბინული დროის შემცირება.
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქცია, იშვიათად გვხვდება: კუნთოვანი სისუსტე, ჰიპოპნოე, აპნოე.
მკურნალობა: ნეოსტიგმინი 1-3 მგ ატროპინთან 0.5-1.25 მგ. ან გალანტამინთან 1-3 მგ კომბინაციაში. იმავდროულად საჭიროა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება.
უკუჩვენებები
* მიასთენიის მძიმე ფორმა;
* ზემგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
პიპეკურონიის ბრომიდი გამოიყენება მხოლოდ სტაციონალურ პირობებში ენდოტრაქეალური ინტუბაციისათვის შესაბამისი აპარატურის, ხელოვნური სუნთქვის, ოქსიგენოთერაპიის, ასევე სპეციფიკური ანტიდოტების არსებობის პირობებში. შესაძლო პრეციპიტაციის გამო პრეპარატს არ ურევენ სხვა ხსნარებთან.  გამონაკლისს წარმოადგენს: ფიზიოლოგიური ხსნარი, იზოტონური გლუკოზის ხსნარი, რინგერის ხსნარი, 5%-იანი ნატრიუმის ქლორიდისა და გლუკოზის ხსნარები.
კუნთების ეფექტური რელაქსაცია გრძელდება 5-8 წთ.  ეფექტის შემდგომი გაგრძელებისათვის განმეორებით შეყავთ საწყისი დოზის 15%. პაციენტებს ნეირო-კუნთოვანი გადაცემის დარღვევით, სიმსუქნით, თირკმლის უკმარისობით, ღვიძლისა და სანაღვლე პათოლოგიით, პოლიომიელიტით პრეპარატი ენიშნებათ  ნაკლები დოზით. ზოგიერთმა მდგომარეობამ (ჰიპოკალიემია, დიგიტალიზაცია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპერკაპნია, კახექსია, ჰიპოთერმია) შესაძლოა გააძლიეროს არდუანის ეფექტი.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წყალ-მარილოვანი ცვლის მოწესრიგება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში რომლებიც ტოქსიკოზის სამკურნალოდ იყენებენ მაგნიუმის მარილებს შეუძლიათ ნეიროკუნთოვანი ბლოკადის პოტენცირება, არდუანი ენიშნებათ შემცირებული დოზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– პიპეკურონიის ბრომიდის ეფექტის გაძლიერება და/ან პროლონგირება შეუძლია: ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებს (ჰალოტანი, მეტოოქსიფლურანი, დიეთილის ეთერი), ი/ვ/ სანარკოზო საშუალებებს (კეტამინი, ფენტანილი, პროპანიდიდი, ბარბიტურატები, სუკცინილქლორიდი) და სხვა არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებს.
– ზოგიერთ ანტიბიოტიკს (ამინოგლიკოზიდები, ტეტრაციკლინები), იმიდაზოლს, მეტრონიდაზოლს, დიურეზულ საშუალებებს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, თიამინს, მაო-ს ინჰიბიტორებს, გუანიდინს, პროტამინს, ფენითიონს, ალფა-ადრენობლოკატორებს, კალციუმის ანტაგონისტებს, ლიდოკაინს ი/ვ შეყვანისას.
– ოპერაციამდე C-ების, ნეოსტიგმინის, ნორადრენალინის, თეოფილინის, კალიუმის ქლორიდის, ნატრიუმის ქლორიდის, კალციუმის ქლორიდის შეყვანისას არდუანის ეფექტი მცირდება.
– მადეპოლარიზებელმა მიორელაქსანტებმა შესაძლოა შეასუსტონ ან პირიქით გააძლიერონ პრეპარატის ეფექტი. ეს დამოკიდებულია პრეპარატის შეყვანის დროზე, დოზაზე პრეპარატის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

გაფრთხილება