პირანტელი (ტაბლეტი) – PYRANTEL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პირანტელი/PYRANTEL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.
1 ტაბ.
პირანტელი……………    250 მგ
(პირანტელის ებონატი – 720 მგ)
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილცელულოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნარინჯის არომატი, კარტოფილის სახამებელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პირანტელი წარმოადგენს ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მოქმედებს ნემატოდებზე. იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე ჰელმინთების ნერვ-კუნთოვან ბლოკადას, რაც აადვილებს მათ გამოდევნას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან საფაღარათო საშუალებების დამატებითი გამოყენების გარეშეც.
პრეპარატი პარაზიტებზე მოქმედებს განვითარების ადრეულ ფაზაში და მათ მომწიფებულ ფორმებზე, არ მოქმედებს მათ მატლებზე ქსოვილებში მათი მიგრაციის დროს.
პირანტელი მოქმედებს შემდეგ ნემატოდებზე:
Enterobius vermicularis, Ascaris lumbricoides, Ancylostoma duodenale და Necator americanus, Trichostrongulus colubriformis, Trichostrongulus orientalis.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პირანტელი ძალიან ძნელად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია ერთჯერადი დოზის – სხეულის წონის 10 მგ/კგ, პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს 0.005-0.13 მკგ/მლ 1-3 საათის განმავლობაში.
განაწილება: მონაცემები პრეპარატის პლაცენტაში და დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. ისევე როგორც ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეში პრეპარატის განაწილების შესახებ (თეორიულად პრეპარატის რეზორბცია მინიმალურია).
მეტაბოლიზმი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რეზორბირებული პრეპარატის მინიმალური რაოდენობა ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება ღვიძლში N-მეთილ-1.3-პროპანდიამინამდე.
გამოყოფა: პრეპარატის პერორალური დოზის დაახლოებით 50% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად და არა უმეტეს 7% უცვლელი სახით შარდთან ერთად, ან მეტაბოლიტის N-მეთილ -1.3-პროპანდიამინის ფორმით.
ჩვენებები:
ასკარიდოზი;
ეტერობიოზი;
ანკილოსტომიდოზი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ტაბლეტის დაღეჭვით, 1 ჭიქა წყალის მიყოლებით.
ავადმყოფის ასაკისა და წონის მიხედვით რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

პაციენტის ასაკი ტაბლეტები

250 მგ

მგ
6 თვე-2 წელი 1/2 125
2-6 წელი 1 250
6-12 წელი 2 500
12 წელზე უფროსები და

უფროსები წონით 75 კგ-მდე

3 75
უფროსები წონით 75 კგ ზევით 4 1000

იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება  ადამიანის მხოლოდ  ნემატოდით დაავადება, პირანტელის გამოყენება შეიძლება უმცირესი დოზით, ე.ი. ერთ მიღებაზე 5 მგ მოქმედი ნივთიერება სხეულის წონის 1 კგ-ზე.
ასკარიდოზისა და ენტერობიოზის შემთხვევაში, ასევე ამ პარაზიტებით შერეული ინვაზიებისას, დოზა, განკუთვნილი მთელი კურსისათვის (სხეულის წონის 10 მგ/კგ) ერთჯერადად გამოიყენება. ანკილოსტომიდოზის დროს დღე-ღამის დოზას (სხეულის წონის 10 მგ/კგ) იღებენ 3 დღის განმავლობაში.
Necator americanus მასიური ინვაზიებისას რეკომენდებულია დოზა სხეულის წონის 20 მგ/კგ 2 დღის განმავლობაში.
შენიშვნა:
– ენტერობიოზის მკურნალობისას მთელი ოჯახი ერთდროულად უნდა მკურნალობდეს;
– ჰიგიენის დაცვა აუცილებელია;
– პრეპარატით, პირანტელი, მკურნალობიდან 14 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს საკონტროლო პარაზიტოლოგიური გამოკვლევები.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, ისინი ხანმოკლეა და მკურნალობის დასრულების შემდეგ ქრება.
არასასურველ მოქმედებათა უმრავლესობა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ვლინდება:ღებინება, გულისრევა, უმადობა, დიარეა, კუჭის ტკივილები და სპაზმები.
იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, სისუსტე, გამონაყარი, მაღალი სიცხე და ამინოტრასფერაზების აქტიურობის გარდამავალი მატება.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, მიასთენია (მკურნალობის პერიოდი).
* სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმლის უკმარისობა, ბავშვთა ასაკი 6 თვემდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე კვლევების დროს ნაყოფზე პირანტელის მავნე ზემოქმედება არ გამოვლინდა.
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ პრეპარატი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.
ლაქტაცია: მონაცემები პრეპარატის მეძუძურ დედებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს. ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის. ჭარბი დოზის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პირანტელის გამოყენება პიპერაზინთან ერთად არ შეიძლება. ეს საშუალებები ანტაგონისტურად მოქმედებენ.
პირანტელი ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას პლაზმაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

გაფრთხილება