პირაცეტამი საინექციო ხსნარი

პირაცეტამი საინექციო ხსნარი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პირაცეტამი საინექციო ხსნარი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პირაცეტამი /piracetam

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატები

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება – პირაცეტამი 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის აცეტატი, ტრიჰიდრატი, ძმარმჟავა განზავებული, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს პირაცეტამი, გამა-ამინოერბოს მჟავას ციკლური წარმოებული (გაემ). პირაცეტამი არის ნოოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს თავის ტვინზე და აუმჯობესებს მის კოგნიტურ (შემეცნებით) პროცესებს, როგორიც არის შესწავლის უნარი, მეხსიერება, ყურადღება, ასევე ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას. ცვლის აგზნების გავრცელების სიჩქარეს თავის ტვინში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ნერვულ უჯრედში, ასევე მიკროცირკულაციას, ახდენს ზემოქმედებას სისხლის რეოლოგიურ მახასიათებლებზე და არ იწვევს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას. აუმჯობესებს თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის ურთიერთკავშირს და სინაფსურ გამტარობას ნეოკორტიკალურ სტრუქტურებში, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. პირაცეტამი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და აღადგენს ერითროციტების მემბრანის ელასტიურობას, ამცირებს ერითროციტების ადჰეზიას. დოზით 9.6 გ ამცირებს ფიბრინოგენის დონეს და ვილებრანდის ფაქტორებს 30-40%, ახანგრძლივებს სისხლდენის დროს.
პირაცეტამი ზრდის თავის ტვინის ქსოვილის მდგრადობას ჰიპოქსიისა და ინტოქსიკაციის მიმართ, აუმჯობესებს რეპარაციულ პროცესებს თავის ტვინში. პირაცეტამი ამცირებს ვესტიბულური ნისტაგმის გამოხატულებას და ხანგრძლივობას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 4-5სთ-ს, ზურგის ტვინის სითხიდან – 8.5სთ-ს. თირკმლის უკმარისობა ზრდის ნახევარგამოყოფის პერიოდს. პირაცეტამის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ავადმყოფებში ღვიძლის უკმარისობით. პირაცეტამი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მემბრანებს, რომლებიც გამოიყენება ჰემოდიალიზის დროს. ცხოველებზე გამოკვლევისას პირაცეტამი არჩევითად გროვდება თავის ტვინის ქერქის ფრონტალურ, პარიეტალურ და კეფის წილებში, ნათხემში და ბაზალურ განგლიებში. არ უკავშირედება სისხლის პლაზმის ცილებს, მეტაბოლიზმს არ განიცდის ორგანიზმში. პირაცეტამის 80-100% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით ფილტრაციის გზით. პირაცეტამის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 86 მლ/წთ-ში.

ჩვენებები
სიმპტომური მკურნალობა ფსიქოორგანული სინდრომის დროს, კერძოდ ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომლებიც უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, თავბრუსხვევას, ყურადღების კონცენტრაციისა და ზოგადი აქტივობის შემცირებას, განწყობის ცვალებადობას, ქცევის მოშლას, სიარულის დარღვევას, ასევე პაციენტებში ალცჰეიმერის დაავადებით და ალცჰეიმერის ტიპის სენილური დემენციით. ინსულტის შედეგების მკურნალობა (იშემიური ინსულტის ქრონიკული სტადია), ისეთების როგორიც არის მეტყველების დარღვევა, ემოციური, მოძრაობითი და ფსიქიკური აქტივობის დარღვევები.
ქრონიკული ალკოჰოლიზმი – ფსიქოორგანული და აბსტინენციური სინდრომების მკურნალობა.
კომატოზური მდგომარეობები (აღდგენითი პერიოდი), მათ შორის თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომ.
სისხლძარღვოვანი გენეზის მქონე თავბრუსხვევის მკურნალობა.
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობა, მონო- და კომპლექსური თერაპია.
ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესები და დოზები
შეჰყავთ ინტრავენურად და კუნთში.
ქრონიკული ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობის დროს, სიმპტომების გამოხატულების მიხედვით ინიშნება 2-4გ, დოზის შემდგომი გაზრდით 4-6გ-მდე დღეში, მკურნალობის კურსია 10-15 დღე.
ინსულტის შედეგების მკურნალობისას (ქრონიკული სტადია) ინიშნება 4-8 გ/დღეში. მკურნალობის კურსია 10-15 დღე, აუცილებლობის შემთხვევაში განმეორებითი კურსი ტარდება 6-8 კვირის შემდეგ.
კომატოზური მდგომარეობების მკურნალობის დროს და ასევე აღქმის სიძნელეების მქონე პირებში თავის ტვინის ტრავმით საწყისი დოზა შეადგენს 9-12 გ/დღეში, შემანარჩუნებელი დოზაა – 2,4 გ/დღეში. მკურნალობა გრძელდება არა ნაკლებ 3 კვირა.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს – 12 გ/დღეში. შემანარჩუნებელი დოზაა 2,4 გ/დღეში.
თავბრუსხვევის და მასთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობისას 2,4-4,8 გ/დღეში, მკურნალობის კურსია 10-15 დღე.
ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემიის დროს დღიური პროფილაქტიკური დოზა შეადგენს 160 მგ/კგ წონაზე, დაყოფილი ოთხ თანაბარ დოზაზე. კრიზისულ პერიოდში – 300 მგ/კგ ინტრავენურად

დოზირება ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
ვინაიდან პირაცეტამი გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით, ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა მოცემული დოზირების სქემის შესაბამისად.

თირკმლის უკმარისობა კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) დოზირება
ნორმა > 80 ჩვეულებრივი დოზა
მსუბუქი 50-79 ჩვეულებრივი დოზის 2/3 გაყოფილი 4 მიღებაზე
საშუალო 30-49 ჩვეულებრივი დოზის 1/3 დაყოფილი 2 მიღებაზე
მძიმე < 30 ჩვეულებრივი დოზის 1/6 ერთჯერადად
ბოლო სტადია უკუნაჩვენებია

ასაკოვან პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა დოზის კორექცია, ხანგრძლივი თერაპიის დროს აუცილებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.

დოზირება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ავადმყოფებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დოზირება ხორციელდება მოცემული სქემით (იხილეთ “დოზირება ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით”).

გვერდითი მოვლენები

სიმპტომი გავრცელებული (1%-დან 10%-მდე) იშვიათი (0.1%-დან 1%-მდე)
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მოშლილობა ჰიპერკინეზია – 1.72%
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სხეულის მასის მომატება – 1.29%
ფსიქიკური მოშლილობები ნევროზული აშლილობა – 1.13% ძილიანობა – 0.96%
დეპრესია – 0.83%
ზოგადი დარღვევები ასთენია – 0.23%

გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად უვითარდებათ ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ 2,4 გ-ზე მეტ დოზას დღეში. ამგვარი სიმპტომების რეგრესი უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა, პრეპარატის დოზის შემცირებით. არსებობს გვერდითი მოვლენების ერთეული შემთხვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან, როგორიც არის გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის და კუჭის ტკივილი; ნერვული სისტემა – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატაქსია, წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის გართულებები, უძილობა; ფსიქიკის მხრიდან – აშლილობა, აგზნებადობა, მღელვარება, ჰალუცინაციები, სექსუალობის მომატება; კანის მხრიდან – დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება.
უკუჩვენება
პირაცეტამის და პიროლიდონის წარმოებულების და ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადია. თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია (კრეატინინის კლირენსი არა ნაკლები 20 მლ/წთ). 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პირაცეტამის თრომბოციტებზე ზემოქმედების გამო, რეკომენდებულია, პრეპარატი სიფრთხილით დაინიშნოს ავადმყოფებში ჰემოსტაზის დარღვევით, ქირურგიული ოპერაციების დროს ან ავადმყოფებში მძიმე სისხლდენის სიმპტომებით. პაციენტებში კორტიკალური მიოკლონიით თავი უნდა ავარიდოთ მკურნალობის უეცარ შეწყვეტას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეტევების განახლება. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი, აუცილებლობისას ატარებენ დოზის კორექციას კრეატინინის კლირენსის კვლევების შედეგების მიხედვით.
აღწევს ჰემოდიალიზის ფილტრაციის აპარატის მემბრანაში.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პირაცეტამის გავლენის შესახებ მონაცემები არ არის, შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით ასეთი გავლენა არ არის გამორიცხული, ამიტომ შეზღუდვის დონე ან აკრძალვა უნდა იყოს განსაზღვრული ექიმის მიერ.

ჭარბი დოზირება
პირაცეტამი არ არის ტოქსიური ძალიან მაღალ დოზებშიც კი. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პირაცეტამის ექსკრეციის მიზნით ჰემოდიალიზის ეფექტურობა შეადგენს 50-60%-ს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ურთიერთქმედება კლონაზეპამთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, ნატრიუმის ვალპროატთან არ აღინიშნება.
პირაცეტამის მაღალი დოზები (9,6 გ/დღეში) ზრდის აცენოკუმაროლის ეფექტურობას ავადმყოფებში ვენური თრომბოზით, აღინიშნება თრომბოციტების აგრეგაციისა და ფიბრინოგენის დონის, ვილებრანდის ფაქტორების, სისხლისა და პლაზმის სიბლანტის შემცირების მომატება, ვიდრე მხოლოდ აცენოკუმაროლის დანიშვნისას.
პირაცეტამის ფარმაკოდინამიკის ცვალებადობა დაბალია სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებისას, ვინაიდან პრეპარატის 90% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. In vitro პარაცეტამი არ იწვევს ციტოქრომი P450 იზოფერმენტების CYP1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 4A9/11 კონცენტრაციით 142, 426 და 1422 მკგ/მლ დათრგუნვას. კონცენტრაციისას 1422 მკგ/მლ-ზე, აღინიშნება CYP2A6 და 3A4/5 (11%)- ის უმნიშვნელო დათრგუნვა. თუმცა ამ ორი CYP იზომერის კლირენსი საკმარისია, როდესაც კონცენტრაცია აღემატება 1422 მკგ/მლ. ამიტომ პირაცეტამის მეტაბოლური ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ნაკლებად შესაძლებელია.
ავადმყოფებში ეპილეფსიით, რომლებიც იღებენ მუდმივ დოზას, პირაცეტამის მიღება დოზით 20 მგ/დღეში არ ცვლის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების კონცენტრაციის დონეს სისხლის შრატში.
ალკოჰოლთან ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას პირაცეტამის კონცენტრაციაზე შრატში და არც ალკოჰოლის კონცენტრაცია იცვლება სისხლის შრატში 1,6 გ პირაცეტამის მიღების შემდეგ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 10ºC -დან 25ºC ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 20% 5 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ევრომედიკალი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook