პირიდოსტიგმინის ბრომიდი – PYRIDOSTIGMINE BROMIDE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პირიდოსტიგმინის ბრომიდი წარმოადგენს ანტიქოლინესთერაზულ საშუალებას. ქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბირებით და ენდოგენური აცეტილქოლინის მოქმედების პოტენცირებით იგი ხასიათდება არაპირდაპირი ქოლინომიმეტური ეფექტებით.
პრეპარატი აძლიერებს ნერვ-კუნთოვან გამტარებლობას, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსს და პერისტალტიკას, ზრდის შარდის ბუშტის, ბრონქების ტონუსს და იწვევს ეგზოკრინული ფუნქციის სტიმულაციას, ბრადიკარდიას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი შიგნით მიღებისას ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, ნეოსტიგმინისა და ფიზოსტიგმინისგან განსხვავებით არ ჰიდროლიზდება ქოლინესთერაზად და ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
მიასთენია და მიასთენური სინდრომი;
ოპერაციის შემდგომი ნაწლავების ატონია. ატონიური ყაბზობა; გინეკოლოგიური ოპერაციების და მშობიარობის შემდეგ შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა;
გამოიყენება აგრეთვე არამადეპოლარიზირებელი კურარეს მსგავსი საშუალებების ეფექტის მოსახსნელად.
დოზირების რეჟიმი
– შიგნით მისაღებად პრეპარატი ნიშნება 60-180 მგ 2-4-ჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა.
– პარენტერულად (კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში) შეყავთ 5 მგ პრეპარატი 5-ჯერ დღეში;
მიორელაქსაციის დამთავრების მიზნით – ვენაში ნელა შეჰყავთ 5 მგ დოზით (ზოგჯერ ატროპინთან კომბინაციაში 500 მკგ დოზით). ზოგიერთ შემთხვევებში აღნიშნულ დოზას ყოფენ 2 შეყვანაზე.
გვერდითი მოვლენები
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის არეში სპაზმები, გაძლიერებული სალივაცია.
ცნსის მხრივ: კუნთების თრთოლვა, კუნთების სისუსტე, მიოზი.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ბრონქების ტონუსის და სეკრეციის გაძლიერება.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები
* პირიდოსტიგმინის ბრომიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ნაწლავების ან საშარდე გზების მექანიკური ობსტრუქცია;
* ბრონქული ასთმა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები
♦ კუჭის წყლულოვანი დაავადებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, გულის უკმარისობით დეკომპენსაციის ფაზში და მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში პირიდოსტიგმინის ბრომიდს იყენებენ მხოლოდ გვერდითი მოქმედების განვითარების შესაძლებელი რისკისა და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტის მკაცრი შეფასების შემდეგ.
♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ბრადიკარდიით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების დაავადებით, პარკინსონიზმით, ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ.
♦ რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისათვის ისეთი დროის შერჩევა, რომლის დროსაც პრეპარატის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი ემთხვევა პაციენტის ფიზიკური აქტივობის ციკლს.
♦ პრეპარატით მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს ნებადართული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პირიდოსტიგმინის ბრომიდი წარმოადგენს არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების ანტაგონისტს. იგი აძლიერებს მადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების მოქმედების ეფექტს.
– მ-ქოლინობლოკატორები, განგლიობლოკატორები, ქინიდინი, ნოვოკაინამიდი, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ პირიდოსტიგმინის ბრომიდის მოქმედების ეფექტს.
– ატროპინი იწვევს პირიდოსტიგმინის მ-ქოლინერგული მოქმედების ნეიტრალიზაციას (ჩონჩხის კუნთებზე მოქმედების გარეშე).
პირიდოსტიგმინის ბრომიდი იწვევს მორფინისა და ბარბიტურატების მოქმედების გაძლიერებას.

გაფრთხილება