პლატიფილინი – PLATYPHYLLINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პლატიფილინი წარმოადგენს მ-ქოლინომაბლოკირებელ საშუალებას, რომელიც იწვევს მუსკარინომგრძნობიარე ქოლინორეცეპტორების ბლოკადას. მისი თვისებები წააგავს ატროპინის მოქმედებას, თუმცა ნაკლებად ტოქსიურია და ახასიათებს კარგი ამტანიანობა. მას გააჩნია სედატიური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით ვაზომოტორულ ცენტრზე. ატროპინთან შედარებით იგი ნაკლებად მოქმედებს სეკრეციაზე და აკომოდაციაზე.
ჩვენებები
ბრონქული ასთმა;
ანგიოსპაზმი (ჰიპერტონული დაავადება, სტენოკარდია, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი);
ღვიძლის, თირკმლის ნაწლავების ჭვალი;
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება კანქვეშ.
კუჭის წყლულის დროს არსებული მწვავე ტკივილების და ჭვალის კუპირებისათვის მოზრდილებში ინიშნება 0.2% ხსნარის 1-2 მლ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15-20 დღეს.
უმაღლესი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს: ერთჯერადად – 0.01 გ, დღეღამური დოზა – 0.03 გ.
გვერდითი მოვლენები
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი (აკომოდაციის დარღვევა), ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება, თავბრუსხვევა, შარდვის გაძნელება.
უკუჩვენებები
* გლაუკომა;
* ღვიძლის და თირკმლების ორგანული დაავადებები;
* ზოგადი გამოფიტვა;
* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.
განსაკუთრებული მითითებები
მოწამვლის მკურნალობა:
პლატფილინით მოწამვლისას ინიშნება ფიზოსტიგმინის სალიცილატი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (ინტრავენურად ყოველ 5 წუთში ერთხელ), პროზერინი;
ჰიპოტენზიის დროს ფიზოსტიგმინის გამოყენება დაუშვებელია. ინიშნება პრედნიზოლონი, ფორსირებული დიურეზი, სისხლის ტუტიანობის მოსამატებელი ღონისძიებები,  შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. მოსალოდნელი ტაქიკარდიის დროს – ქინიდინის სულფატი, ანაპრილინი, ჟანგბადის  გამოყენება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook