პლექსერალი

პლექსერალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პლექსერალი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, მუკოლიზური

შემადგენლობა:
პლექსერალის 1 კაფსულა შეიცავს 48 000 IU სერატიოპეპტიდაზას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სერატიოპეპტიდაზა- პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიღებულია არაპათოგენური Serratia E- 15 ენტერობაქტერიიდან. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სერაპეპტაზა- ფიბრინოლიტიკია. ასევე აქვს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. აღმოფხვრის ანთების პროცესს და ბლოკავს ანთბით ქსოვილებში ტკივილის მედიატორების გადმოსროლას. ამით ახდენს ტკივილის ლიკვიდირებას. სერატიოპეპტიდაზა – 1:1 უკავშირდება სისხლის ალფა მაკროალბუმინს, რომელიც ამცირებს მის ანტიგენურ თვისებებს. თუმცა უნარჩუნებს ფერმენტაციულ აქტივობას. ბრადიკინინის, ჰისტამინის და სეროტონინის ჰიდროლიზის შედეგად სერატიოპეპტიდაზა ამცირებს კაპილარების განვლადობას და დილატაციას, პლაზმინის ინჰიბიტორების ბლოკირებით აძლიერებს მის ფიბრინოლიზურ ეფექტს.სერატიოპეპტიდაზა ამცირებს შეშუპებებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად მოცილებას ბრონქებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე.

ფარმაკოკინიტიკა:  პლექსერალი შეუცვლელი სახით გაივლის კუჭის კედელს და აბსორბირდება ნაწლავებში.

ჩვენებები:
–  ზედა სასუნთქი გზების დაავადებები: მწვავე რინიტი, ქრონიკული სინუსიტი, ლარინგიტი, ტრაქეტი, ფარინგოტონზილიტი, ოტიტი, პოსტოპერაციული პერიოდი კომპლექსურ თერაპიაში.
–  ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი,ბრონქოექტაზია, ბრონქიალური ასთმა.
–  ორთოპედია ტრავმატოლოგია: პოსტტრავმული ანთებითი პროცესები, ჰემატომა, კანტუზია, სპორტული ტრავმები.
–   ქირურგია – პოსტქირურგიული ანთებითი პროცესები და შეშუპება. პოსტოპერაციული ნაწიბურების პრევენცია.(გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია)
–  გინეკოლოგია: ადნექსიტი, ენდომეტრიტი, კოლპიტი,ცერვიციტი, კისტების კომპლექსური მკურნალობა.
–  უროლოგია: ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი.
–  მამოლოგია: ლაქტოსტაზი, მასტიტი, მასტოპათია,მასტექტომიის შემდგომი პერიოდი
–  ანგიოლოგია: ლიმფოსტაზი, ფლებიტი, თრომბოზი
–  ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიო- რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი
–  დერმატოლოგია: ატიპური დერმატიტი, დერმატოზი
–  რევმატოლოგია: ართრიტი,ბურსიტი,ოსტეოქონდროზი

მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის კურსი 7-10 დღიდან 1 თვემდე. დოზის კორექცია შესაძლებელია დაავადების სიმძიმის მიხედვით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სერატიოპეპტიდაზის მიმართ, მწვავე ჰეპატიტი, მწვავე თირკმლის უკმარისობა, მწვავე სისხლდენა.

განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება სისხლის კოაგულაციის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

ურთიერთობა სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მათი ერთდროული მიღებისას საჭიროა კოაგულოგრამის პერიოდული კონტროლი.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

შენახვის წესი: ინახება ბნელ, მშრალ  არაუმეტეს 25ºC, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals, ბულგარეთი

გაფრთხილება

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian