პმს-ვალპროის მჟავა

პმს-ვალპროის მჟავა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პმს-ვალპროის მჟავა  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვალპროის მჟავა/ valproic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები

შემადგენლობა
პრეპარატი Ppms-ვალპროის მჟავა (pms- VALPROIC ACID) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალპროის მჟავას.

ჩვენებები
ეპილეფსიური შეტევები: გენერალიზებული, კეროვანი (ფოკალური, პარციალური) მარტივი და რთული სიმტომატიკით, მცირე. კრუნჩხვითი სინდრომი ტვინის ორგანული დაავადებებისას. ეპილეფსიასთან დაკავშირებული ქცევის დარღვევები. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ბიპოლარული მიმდინარეობით, რომელიც არ ექვემდებარება ლითიუმის პრეპარატებითა და სხვა საშუალებებით მკურნალობას. ფებრილური გულყრა ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
რეკომენდებული საწყისი დოზა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის შეადგენს 15მგ/კგ/დღე-ს, რომელიც ერთკვირიანი შუალედებით უნგა გაიზარდოს 5-10მგ/კგ/დღე-ით სანამ არ მიაღწევს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას 60მგ/კგ/დღე. თუ სრული სადღეღამისო დოზა აღემატება 250მგ-ს, ის უნდა გაიყოს.

გვერდითი მოვლენები
• მტევნის ან ხელის კანკალი, იშვიათად ქცევის, გუნება-განწყობის ან ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევები; დიპლოპია, ნისტაგმი, ლაქები თვალის წინ, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, უჩვეულო აგზნება;
• შესაძლოა სუსტი სპაზმები მუცელში ან კუჭის არეში, მადის დაკარგვა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება, იშვიათად – ყაბზობა, პანკრეატიტი;
• თრომბოციტოპენია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება;
• სხეულის მასის უჩვეულო კლება ან მატება;
• მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
• ალოპეცია
• ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე

უკუჩვენება
ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ჰემორაგიული დიათეზი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, პორფირია, მომატებული მგრძნობელობა ვალპროის მჟავის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სასურველი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის პათოლოგიური ცვლილებებით, ანამნეზში ღვიძლის დაავადებებით, ტვინის ორგანული დაავადებებით, ჰიპოპროტეინემიის, თირკმლის ფინქციის დარღვევების დროს.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, მკურნალობა Pპმს-ვალპროის მჟავით უნდა დაიწყოს თანდათანობით 2 კვირის შემდეგ ეფექტური კლინიკური დოზის მიღწევით. შემდეგ თანდათანობით ხსნიან სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, კლინიკურად ეფექტური დოზა უნდა მიღწეული იქნეს 1 კვირაში.
გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იზრდება კომბინირებული ანტიეპილეფსიური თერაპიის ჩატარებისას. მკურნალობის პროცესში სავალდებულოა ღვიძლის ფუნქციისა, პერიფერიული სისხლის სურათის და სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
ბავშვებში გაზრდილია მძიმე ჰეპატოტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი. 2 წლამდე ასაკის პაციენტებში და ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული თერაპია, რისკი კიდევ უფრო მაღალია, მაგრამ ასაკის ზრდასთან ერთად იგი კლებულობს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და ისეთი საქმიანობის პროცესში, რომელსაც ყურადღების მნიშვნელოვანი კონცენტრირება ესაჭიროება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბენზოდიაზეპინის წარმოებულებთან, ეთანოლთან ერთდროული მიღებისას იზრდება დამთრგუნველი გავლენა ცნს-ზე.
ჰეპატოტოქსიური მოქმედების მქონე საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს ჰეპატოტოქსიური მოქმედება.
ერთდროული მიღებისას ძლიერდება ანტიკოაგულანტებისა და ანტიაგრეგანტების ეფექტები.
ერთდროული მიღებისას იზრდება ზიდოვუდინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი ტოქსიურობის გაძლიერებას.
კარბამაზეპინთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება Pპმს-ვალპროის მჟავის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და ხდება კარბამაზეპინის ტოქსიური მოქმედების პოტენცირება.
ერთდროული მიღებისას ნელდება ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმი.
მეროპენემთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს ვალპროის მჟავის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, სალიცილატებთან – შესაძლოა გაიზარდოს ვალპროის მჟავის ეფექტი.
ციმეტიდინთან, ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ვალპროის მჟავის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°) კარგად დახურულ კონტეინერში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 50მგ/მლ 450მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Pharma science, კანადა

გაფრთხილება

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian