პმს-ლევოფლოქსაცინი

პმს-ლევოფლოქსაცინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პმს-ლევოფლოქსაცინი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი/levofloxacin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული  პრეპარატები

შემადგენლობა
პრეპარატი პმს-ლევოფლოქსაცინი (pms- LEVOFLOXACIN) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს
წამლის ფორმა: ტაბლეტები 500მგ. ატმისფერი, მართკუთხედის ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე დატანილია “P” ხოლო მეორე მხარეზე “500მგ”

ჩვენებები
ინიშნება ექიმის მიერ მოზრდილებში ბაქტერიებით გამოწვეული ფილტვების, მუცლის ღრუს, კანის, რბილი ქსოვილებისა და საშარდე ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
დოზები დგინდება ექიმის მიერ ინფენქციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით. ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთჯერ ან ორჯერ, საკვების მიღებამდე ან კვების დროს.

გვერდითი მოვლენები
pms-ლევოფლოქსაცინი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. მკურნალობისას ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ საშუალო სირთულისაა: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, თავბრუსხვევა, მეტეორიზმი, გამონაყარი, თავისტკივილი, ძილის პრობლემები და ვაგინიტი ქალებში.
თუმცა ალერგიული რეაქციების გამოვლინებისას: (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, სუნთქვის და ყლაპვის გართულება, სახის, ენის ან საყლაპავის შეშუპება ან სხვა სიმპტომები) უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.

მკურნალობის პროცესში სასურველი თავი შევიკავოთ ისეთი სამუშაოს შესრულებაზე რაც საჭიროებს გონებრივ სიფხიზლეს და ყურადღების კოორდინაციას (მაგ. ტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვა).
შესაძლებელია მკურნალობისას აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია, რამაც შესაძლებელია განაპირობოს კანკალი, აღელვება, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, პარანოია, დეპრესია, კოშმარები, უძილობა და იშვიათად სუიციდური ფიქრები და ქმედებები. თუ მიდრეკილება გაქვთ სუიციდთან დაკავშირებული ფიქრების მიმართეთ ექიმს.

მკურნალობისას ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება ნეიროპათია (ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები). თუ გამოვლინდა ნეიროპათიასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე ან შეგრძნების შეცვლა (მათ შორის ვიბრაციის, ტემპერატურის ან შეხების გრძნობები), უნდა შეწყვიტოთ პმს-ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
შესაძლებელია გამოვლინდეს მზის მიმართ მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა). შეძლებიდაგვარად მოერიდოთ მზის სხივების და ულტრაიისფერ სხივების ჭარბი რაოდენობით მიღებას ლევოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში. თუ გამოვლინდა ფოტომგრძნობელობა მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ დიაბეტი და პმს-ლევოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში აღგენიშნათ ჰიპოგლიკემიური რეაქცია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ჰიპერგლიკემიური და ჰიპოგლიკემიური(სისხლში შაქრის მაღალი, დაბალი დონე) რეაქციები აგრეთვე აღინიშნება პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დიაბეტი. ჰიპერგლიკემიის გავრცელებული სიმპტომებია ზედმეტი წყურვილი და ჭარბი შარდვა. ჰიპოგლიკემიის გავცელებული სიმპტომებია თავბრუსხვევა, ძლიერი შიმშილი, კოორდინაციის დაქვეითება, თავისტკივილი, გადაღლილობა ან გულისწასვლა. უნდა აცნობოთ ექიმს თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი შენიშნეთ.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პმს-ლევოფლოქსაცინს აღინიშნა ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ფატალურიც. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების სიმპტომები არასპეციფიკურია და მოიცავს: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ცხელება, სისუსტე, ტკივილი ან დაჭიმულობა მუცლის არეში, მადის დაკარგვა, ქავილი, უჩვეულო და უმიზეზო დაღლილობა, ღია ფერის განავალი და მუქი ფერის შარდი. მწვავე შემთხვევების უმრავლესობაში აღნიშნულ სიმპტომებს მოჰყვება სიყვითლე (კანის გაყვითლება) და/ან სიყვითლე (თვალების გაყვითლება). მიმართეთ ექიმს თუ აღნიშნული სიმპტომებს შეამჩნევთ.
ზოგიერთ ქინოლონს უკავშირდება გულისცემის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე და გულის რითმის დარღვევა. ძალიან იშვიათად აღინიშნა გულისცემის დარღვევა. თუმცა ზოგადად ამ შემთხვევებს ჰქონდათ ამის წინაპირობა ან პაციენტები ღებულობდნენ ისეთ პრეპარატებს, რომლებივ ზრდიან გულისცემის დარღვევის რისკს. თუ აღგენიშნათ გულის აჩქარება ან გულიწასვლა უნდა შეწყვიტოთ pms-ლევოფლოქსაცინის მიღება და მიმართოთ ექიმს.

ფაღარათი, რაც ჩვეულებრივ წყდება მკურნალობის დასრულების შემდეგ წარმოადგენს ჩვეუებრივ პრობლემას, რასაც იწვევენ ანტიბიოტიკები. ეს ეხება ყველა ანტიბიოტიკს მათ შორის პმს-ლევოფლოქსაცინს. თუ შეინშნავთ წყლიან და სისხლიან განავალს რასაც შესაძლებელია თან ახლდეს ან არ ახლდეს მუცლის ტკივილი და ცხელება დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ფტორქინოლონებმა, როგორიც არის pms-ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები შესაძლებელია გამოიწვიოს მიასთენია გრავის სიმპტომების გართულება, მათ შორის კუნთების სისუსტის და სუნთქვის პრობლემების.

უკუჩვენება
პრეპარატი არ მიიღება თუ აღგენიშნებათ ალერგიული რეაქცია ქინოლონების ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკის ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
(ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, გატიფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი). არ მიიღოთ პრეპარატი თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობისას გამოგივლინდათ ტენდინიტი ან მყესების დაზიანება. არ ინიშნება, ორსულობა-ლაქტაციისას, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის სტადიაში. უკუჩვენებაა ეპილეფსია.

განსაკუთრებული მითითებები
• პრეპარატმა ელექტროკარდიოგრამაზე აჩვენა გულისცემის გახანგრძლივება (Qთ ინტერვალის პროლონგაცია).
• მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს კრუნჩხვები. აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა (მაგ: ეპილეფსია). ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის მიღების საჭიროებას.
• შესაძლებელია გაამწვავოს კუნთების სისუსტე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მიასთენია გრავის.
• ფტორქინოლონებს, მათ შორის პმს-ლევოფლოქსაცინს უკავშირდება ტენდინიტის და მყესების დაზიანების რისკის ზრდა ყველა ასაკის პაციენტებში. ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება ხანდაზმულ პირებში, ჩვეულებრივ 60 წელზე ზემოთ. თუ განვითარდა მყესის ტკივილი, შეშუპება ან დაზიანება უნდა შეწყვიტოთ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება და მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°) კარგად დახურულ კონტეინერში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 500მგ ტაბლეტი №100; 500მგ ტაბლეტი №500

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Pharma science, კანადა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook