პმს-მემანტინი

პმს-მემანტინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პმს-მემანტინი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მემანტინი/memantine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა
პრეპარატი პმს-მემანტინი (pms-MEMANTINE) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მემანტინის ჰიდროქლორიდს.

წამლი ფორმა: ტაბლეტები: 10მგ.

ჩვენებები
pms-მემანტინი ინიშნება ექიმის მიერ ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომების მოსახსნელად.

მიღების წესები და დოზები
• მნიშვნელოვანია პმს-მემანტინი მიიღოთ ექიმის ზუსტი დანიშნულების მიხედვით.
• საწყისი სადღეღაღამისო დოზაა 5 მგ, შემანარჩუნებელი დოზაა 10-20მგ დღეში, გაყოფილი ორ მიღებად. იმისათვის, რომ შემცირდეს გვერდითი ეფექტების რისკი აღნიშნული დოზის მიღწევა უნდა მოხდეს ნელნელა მოცემული სქემის მიხედვით, რომელიც იწყება 5 მგ დღეში:

  დილით საღამოს
კვირა 1 1X5მგ ტაბლეტი არ მიიღება
კვირა 2 1X5მგ ტაბლეტი 1X5მგ ტაბლეტი
კვირა 3 1X10მგ ტაბლეტი 1X5მგ ტაბლეტი
კვირა 4 და მეტი 1X10მგ ტაბლეტი 1X10მგ ტაბლეტი

• თვითნებურად არ შეცვალოთ ექიმის მიერ დანიშნული პმს-მემანტინის დოზა.
• მთლიანდა გადაყლაპეთ ტაბლეტი წყალთან ერთად. არ ჩაღეჭოთ. პმს-მემანტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
• პმს-მემანტინის მიღება გააგრძლეთ ექიმის მიერ დანიშნული ვადით თუ არ გამოვლინდა რომელიმე არასასურველი გვერდითი ეფექტი.
• ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები
ზოგადად გვერდითი ეფექტები ზომიერი და საშუალო სირთულისაა. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება, ან გაწუხებთ, ან არ წყდება მიმართეთ ექიმს.
გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):
თავისტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, დაღლილობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ღებინება, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები, აღელლვება, მაღალი არტერიული წნევა, შარდვის სიხშირის შეცვლა
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): სოკოვანი ინფექციები, მხედველობის ცვლილება, რადგან პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები.
ალცჰეიმერის დაავადებას უკავშირდება დეპრესია, თვითმკვლელობაზე ფიქრები და თვითმკვლელობა. ასეთი მოვლენები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პმს-მემანტინით.
თუ მანამდე გქონდათ ეპილეფსიური შეტევები შესაძლებელია პმს-მემანტინმა ხელი შეუწყოს მსგავსი შემთხვევების განმეორებას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მემანტინის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
pms-მემანტინის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
• გაქვთ/გქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები, უკონტროლო ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა, ანამნეზში კრუნჩხვები ან თირკმლის დაავადებები;
• ღებულობთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიგიღიათ სხვა პრეპარატები (რეცეპტით ან ურეცეპტოთ გაცემული);
• როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პრეპარატის მიმართ;
• ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ან ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი;
• ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს პმს-მემანტინის დოზის დაკორექტირება თუ:
აპირებთ ან ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალეთ დიეტა (მაგ: ნორმალური დიეტიდან გადახვედით მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე)
გაწუხებთ თირკმლის ტუბულარული აციდოზი (მჟავის წარმომქმნელი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა სისხლში, რაც განპირობებულია თირკმლის დისფუნქციით (თირკმლის პრობლემები)
გაქვთ საშარდე ტრაქტის ინფექციები

ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით pms-მემანტინის ჭარბ დოზას მიიღებთ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას ან დაუკავშირდით თქვენს ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ცუდად არ გრძნობთ თავს. შესაძლებელია საჭირო იყოს სამედიცინო მეთველყურეობა.
გამოტოვებული დოზა
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ ინერვიულოთ. ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძეთ მკურნალობა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატები, რომლებმაც შესაზლებელია გავლენა მოახდინოს pms-მემანტინზე: N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორების ანტაგონისტები (მაგ:ამანტადინი), ციმეტიდინი, რანიტიდინი, ქინიდინი, ქინინი, პროკაინამიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდი), ანტიქოლინერგიული საშუალებები (ჩვეულებრივ გამოიყენება მოძრაობასთან დაკავშირებული დარღვევების ან ნაწლავთა სპაზმების დროს), L-დოპა და დოპამინერგული აგონისტები (როგორიცაა ბრომოკრიპტინი, როპინიროლი, პრამიპექსოლი), კეტამინი, დექსტრომეტორფანი, პერორალურად მისაღები ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო) საშუალებები

შენახვის პირობები და ვადები
• ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30ºC),სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი #100
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Pharma science, კანადა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook