პოლარაქსი

პოლარაქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პოლარაქსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პაროქსეტინი/paroxetine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

შემადგენლობა
პოლარაქსის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – პაროქსეტინის  20 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მანიტოლი DC, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი
ანტიდეპრესანტი. აინჰიბირებს ცნს-ში სეროტონინის უკუმიტაცებას. ნაკლებად ახდენს გავლენას ნორადრენალინისა და დოფამინის ნეირონალურ მიტაცებაზე. ასევე ახასითებს ანქსიოლიზური და ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული პაროქსეტინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პაროქსეტინის მირებასა და ფარმაკოკინეტიკაზე.
პლაზმის ცილებს უკავშირდება 93-95%. პლაზმაში თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა 7-14 დღეში და შემდგომში ხანგრძლივი თერაპიის ფონზე ფარმაკოკინეტიკა უცვლელი რჩება.
მეტაბოლოზდება ძირითადად ღვიძლში, უპირატესად არაქტიური მეტაბოლიტების სახით.
თ1/2 დაახლოებით 6-71 საათია, საშუალოდ 24 საათი. დაახლოებით 64% ელიმინირდება შარდთან ერთად, ხოლო 36% – ნაწლავის გზით.
სისხლის პლაზმაში პაროქსეტინის კონცენტრაცია იზრდება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, ასევე – ასაკოვან პაციენტებში.

ჩვენება
– სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესია, მათ შორის მდგომარეობები განგაშის და შფოთვის შეგრძნებით;
– ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (აკვიატების სინდრომი);
– პანიკური აშლილობები, მათ შორის ხალხმრავალ ადგილას ყოფნის შიშით (აგორაფობია);
– სოციოფობია;
– გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
– ტრავმისშემდგომი სტრესული დარღვევები.
გამოიყენება ასევე რეციდივების სამკურნალოდ.

უკუჩვენება
– მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება და მათი შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
– ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები (კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო);
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
პაროქსეტინის დანიშვნა თიორიდაზინთან ერთად რეკომენდებული არ არის, რადგან მსგავსად იზოფერმენტ ჩYP2D6-ის სხვა ინჰიბიტორებისა, პაროქსეტინი იწვევს თიორიდაზინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდას. ცალკე თიორიდაზინის დანიშვნამ ეკგ-ზე შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება თანმხლები პარკუჭოვანი არითმიებით (პირუეტული პარკუჭოვანი ტაქიარითმია) და გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევით, ღვიძლის უკმრისობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, ასევე – ასაკოვან პაციენტებში.
პაროქსეტინი სიფრთხილით ინიშნება პაცინეტებში ანამნეზში ეპილეფსიით. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა იმ პაციენტებში, ვისაც გამოუვლინდა მსგავსი დარღვევები.
პაროქსეტინი იწვევს მიდრიაზს, ამიტო საჭიროა მისი სიფრთხილით დანიშვნა გლაუკომის დროს.
პაროქსეტინის ერთდროული მიღება ბენზოდიაზეპინებთან (ოქსაზეპამი), ბარბიტურატებთან, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან არ იწვევს მათი სედატიური (ძილიანობა) ეფექტის გაძლიერებას. თუმცა, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ურთიერთქმედების ნაკლები გამოცდილების გამო, საჭიროა ამ კომბინაციის სიფრთხილით გამოყენება.
ასევე, ნაკლებად არის შესწავლილი ლითიუმის და პაროქსეტინის ან სეროტონინის უკუშებოჭვის სხვა ინჰიბიტორებთან ურთიერქმედება, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული კომბინაციის სიფრთხილით დანიშვნა და სისხლში ლითიუმის დონის მუდმივი კონტროლი.
უსაფრთხოების ზომები
პაროქსეტინის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროულად და მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში მიღება უკუნაჩვენებია. შემდგომშიც, პაროქსეტინის მიღება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, საწყისი მინიმალური დოზის თანდათანობით მატებით სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. პაროქსეტინით მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, 14 დღის განმავლობაში არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორების დანიშვნა.
თუ პაციენტი თერაპიის დაწყებამდე იმყოფებოდა მანიაკალურ მდგომარეობაში, პაროქსეტინის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს რეციდივი (ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტების მიღებისას).
დეპრესიით დაავადებულებზე, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან სუიციდის მცდელობებისკენ და ნარკომანიით დაავადებულებზე აბსტინენციის პერიოდში, მკურნალობის პერიოდში აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა.
ხშირ შემთხვევაში შეინიშნება ჰიპონატრიემია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიურეზულ საშუალებებს. პაროქსეტინის მოხსნის შემდეგ სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალიზდება.
ზოგიერთ შემთხვევებში, პაროქსეტინით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა სისხლდენის გაძლიერება (ძირითადად ეკქიმოზი და პურპურა).
პაროქსეტინით მკურნალობის ფონზე იშვიათად აღინიშნებოდა ჰიპერგლიკემიური მდგომარეობები.
სუიციდი/სუიციდური აზროვნება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური ფიქრების, აუტოაგრესიისა და თვითმკვლელობის რისკის ზრდასთან. რისკი შენარჩუნებული რჩება რემისიის პერიოდის დადგომამდე. ვინაიდან მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება არ გამოვლინდეს, ამიტომ ვიდრე მდგომარეობა არ გაუმჯობესდება პაციენტები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდენენ. არსებული კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე თვითმკვლელობის რისკი შეიძლება გაიზარდოს.
სხვა ფსიქიატრიულ მდგომარეობებსაც, რომელთა დროსაც ინიშნება პოლარაქსი, შესაძლებელია თან სდევდეს  სუიციდური ქმედების  რისკის ზრდა. ამას გარდა, აღნიშნული მდგომარეობები შეიძლება ახასიათებდეს მძიმე დეპრესიულ აშლილობას. პაციენტები, ანამნეზში სუიციდალური ქცევით და ფიქრებით, ან რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე ავლენდნენ სუიციდალური აზროვნების მნიშვნელოვან ხარისხს, მიდრეკილნი არიან სუიციდალური აზროვნებისა და თვითმკვლელობის მცდელობის მაღალი რისკისკენ, ამიტომ მკურნალობის დროს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ. ასეთ პაციენებში, 18-29 წლის ასაკში, არსებობს თვითმკვლელობის რისკის ზრდა, და მკურნალობა განსაკუთრებულ მეთვალყურეობას მოითხოვს.
პაციენტები (და მათი მომვლელებიც) მზად უნდა იყვნენ ექსტრემალურ სიტუაციებში კონტროლის აუცილებლობისთვის – სუიციდური ზრახვის/ქცევა გაჩენა ან ფიქრი აუტოაგრესიაზე, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს მსგავსი სიმპტომების გაჩენისას.
ღვიძლის და თირკმლის (კკ<30 მლ/წთ) უკმარისობისას: იზრდება პაროქსეტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ამიტომ რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 20 მგ. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ სასურველია დოზა შენარჩუნებული იქნას მინიმალურ დონეზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
კონტროლირებადი კვლევებით არ იქნა დადგენილი პრეპარატის უარყოფითი გავლენა ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსის დაწყებისას ინდივიდუალურად დადგენილი დროის განმავლობაში არ შეიძლება ავტომანქანის მართვა ან ისეთი სამუშაოების შესრულება, როელსაც ესაჭიროება სწრაფი რეაქცია. შეზღვუდვების ხარისხის განისაზრვრება ინდივიდუალურად.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პაროქსეტინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში იგი არ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისი გამოყენების აუცილებლობა, აჭარბებს უარყოფითი გავლენის პოტენციურ რისკს.
ქალებში, შვილოსნობის ასაკში, პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კონტრაცეფცია.

დოზის გადაჭარბება
პაროქსეტინის ფართო დიაპაზონით თერაპია უსაფრთხოა. ჭარბი დოზირების ნიშნები ვლინდება ერთდროულად პაროქსეტინის 2000 მგ-ის ან მეტი დოზის კომბინაციისას სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთად. დოზის გადაჭარბების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ტრემორი, გუგების გაფართოება, პირის სიმშრალე, საერთო აგზნება, ოფლიანობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, სახის კანის სიწითლე. არ აღინიშნება კომატოზური მდგომარეობა ან კრუნჩხვა. ფატალური გამოსავალი ვლინდება იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ერთდროულად უკავშირდება პაროქსეტინის და სხვა პრეპარატის დოზის გადაჭარბებას.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, პირველი 24-48 საათის განმავლობაში ყოველ 4-6 საათში 20-30 გ აქტივირებული ნახშირის მიწოდება; სასუნთქი გზების გათავისუფლება,  აუცილებლობისას ოქსიგენაცია. ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და მათი შენარჩუნება. გულისა და სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელი ფუნქციის მუდმივი კონტროლი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია ნაკლებეფექტურია თუ პაროქსეტინის დიდი დოზა სისხლიდან უკვე ქსოვილებშია გადასული.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
საკვები და ანტაციდური პრეპარატები არ მოქმედებენ პრეპარატის შეწოვასა და ფარმაკოკინეტიკაზე.
პაროქსეტინისა და ტრიფტოფანის ერთდროული მიღება იწვევს თავის ტკივილს, ღებინებას, ოფლდენის გაძლიერებას და თავბრუსხვევას, ამიტომ მსგავსი კომბინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მოსალოდნელია პაროქსეტინსა და ვარფარინს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (შეუცვლელი პროთრომბინული დროის ფონზე აღინიშნა სისხლდენის გაძლიერება). ასეთი კომბინაციის დანიშვნა საჭიროებს სიფრთხილეს.
სუმატრიპტანისა და პაროქსეტინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება საერთი სისუსტე, ჰიპერრეფლექსია, დისკოორდინაცია. მათი ერთდროული მიღებისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და სამედიცინო კონტროლი.
პაროქსეტინმა შესაძლოა მოახდინოს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მეტაბოლიზმის ინჰიბირება, ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს და  ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დოზის შემცირებას.
პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ან ამუხრუჭებენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობას შეიძლება გავლენა მოახდინონ პაროქსეტინის მეტაბოლიზმსა და ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ მათი კომბინაციისას საჭიროა პაროქსეტინის უმცირესი ეფექტური დოზის შერჩევა. ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან ერთდროული მიღებისას პაროქსეტინის საწყისი დოზა არ საჭიროებს კორექციას. დოზის შემდგომი ცვლილება დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე.
პაროქსეტინი ამცირებს იზოფერმენტ CYP2D6 აქტივობას, ამიტომ მისი დანიშვნა პრეპარატებთან, რომელთა მეტაბოლიზმშიც მონაწილეობს აღნიშნული იზოფერმენტი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, მათ შორის ანტიდეპრესანტები (ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, დეზიპრამინი, ფლუოქსეტინი), ფენოტიაზინამები (ტიორიდაზინი), ანტიარითმული პრეპარატები 1 C კლასის (პროპაფენონი, ფლეკაინიდი, ენკაინიდი) ან პრეპარატები, რომლებიც მის ბლოკირებას ახდენენ (ქინიდინი, ციმეტიდინი, კოდეინი).
ციმეტიდინი აინჰიბირებს P450 ციტოქრომის ზოგიერთ იზოფერმენტს, რის გამოც  ერთდროულად მიღების დროს იზრდება პრეპარატის კონცენტრაციის სტაბილური დონე სისხლის პლაზმაში.
ფენობარბიტალი ზრდის P450 ციტოქრომის ზოგიერთ იზოფერმენტის აქტივობას, რის გამოც ერთდროული მიღების შემთხვევაში მცირდება პაროქსეტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და მის ნახევარგამოყოფის პერიოდი.
ფენიტოინისა და პაროქსეტინის ერთდროულად მიღებისას მცირდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და შესაძლოა ფენიტოინის გვერდითი ეფექტების გამოვლინების გაძლიერება. იგივე შეიძლება განვითარდეს სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას. პაციენტებში ეპილეფსიით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ კარბამაზეპინით, ფენიტოინით ან ვალპროის მჟავით, დამატებით პაროქსეტინის დანიშვნას არ გამოუწვევია ანტიეპილეფსიური საშუალებების ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური თვისებების ცვლილება; პაროქსიზმული კრუნჩხვითი აქტივობის მზაობის ზრდა არ აღინიშნებოდა.
პაროქსეტინი მნიშვნელოვნად უერთდება პლაზმის ცილებს. ამიტომ იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ასევე უერთდებიან პლაზმის ცილებს, პლაზმაში პაროქსეტინის კონცენტრაციის მატების ფონზე მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
იმის გამო, რომ არ არსებობს კლინიკური კვლევის საკმარისი მონაცემები დიგოქსინისა და პაროქსეტინის ერთდროული მიღების შესახებ, მათი კომბინაციისას საჭიროა სიფრთხილე.
დიაზეპამის კურსობრივი თერაპია პაროქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს.
პაროქსეტინი ზრდის პლაზმაში პროციკლიდინის კონცენტრაციას, ამიტომ ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პროციკლიდინის დოზის შემცირება.
პაროქსეტინი არ მოქმედებს სისხლში პროპრანოლოლის დონეზე.
ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევის შედეგად არ არის დადასტურებული პაროქსეტინისა და თეოფილინის  ურთიერთქმედება, საჭიროა სისხლში თეოფილინის დონის რეგულარული კონტროლი.
მიუხედავად იმისა, რომ პაროქსეტინისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას ეფექტები არ არის დადგენილი, პაროქსეტინით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელების მიღება.

დოზირება და მიღების წესი
პოლარაქსი მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია დილით, საუზმის დროს დაღეჭვის გარეშე.
ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალობიდან 2-3 კვირის შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის დოზის შეცვლა.
დეპრესიის დროს: რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ/დღე-ღამეში. ხშირ შემთხვევაში ეფექტი ვლინდება თანდათანობით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზის მომატება. სადღეღამისო დოზა კვირის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-ის რაოდენობით, თერაპიული ეფექტის მიღწევამდე; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ/დღეში.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (აკვიატების სინდრომი): საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ/დღე-ღამეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია 10 მგ-ის ოდენობით სასურველი თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, შეადგენს 40 მგ-ს, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს.
პანიკური აშლილობის დროს: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის დაწყება საჭიროა მცირე დოზით(10 მგ დღეში), ყოველ კვირას 10 მგ-ის მომატებით სასურველი თერაპიული შედეგის მიღწევამდე. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს. პრეპარატის საწყისი მცირე დოზირება განპირობებულია დაავადების სიმპტომების დროებითი ზრდით თერაპიის დაწყების პროცესში.
სოციოფობიის დროს: თერაპია იწყება დოზით 20 მგ/დღე-ღამეში. თუ ორკვირიანი მკურნალობის შედეგად არ აღინიშნება პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, დოზის გაზრდა შესაძლებელია ყოველკვირეულად 10 მგ-ის ოდენობით, სასურველი თერაპიული შედეგის მიღწევამდე. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 50 მგ-ს. შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ინიშნება პაროქსეტინის 20 მგ/დღე-ღამეში.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 20 მგ/დღე-ღამეში. თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაზრდა თანდათანობით, კვირის განმავლობაში 10 მგ-ის ოდენობით; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 50 მგ.
ტრავმისშემდგომი სტრესული დარღვევები: რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 20 მგ/დღე-ღამეში. თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაზრდა თანდათანობით, კვირის განმავლობაში 10 მგ-ის ოდენობით; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 50 მგ.
პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლო რეციდივების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება. შემანარჩუნებელი თერაპიის კურსი დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ შეადგენს 4-6 თვეს, ხოლო ობსესიური და პანიკური აშლილობების დროს – უფრო მეტს. როგორც ყველა სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მიღების მკვეთრ შეწყვეტას.
დასუსტებულ და ასაკოვან პაციენტებში: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დოზის გაზრდა კვირის განმავლობაში 10 მგ-ის ოდენობით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 40 მგ.
ბავშვებში: პრეპარატი არ ინიშნება კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.
ღვიძლის და თირკმლის (კკ<30 მლ/წთ) უკმარისობისას: იზრდება პაროქსეტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ამიტომ რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 20 მგ. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ სასურველია დოზა შენარჩუნებული იქნას მინიმალურ დონეზე.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა; ზოგჯერ – ყაბზობა, დისრეა, მადის დაქვეითება; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მატება; ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის მიღებასა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცლილებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, ტრემორი, საერთო სისუსტე და მომატებული დაღლილობა, უძილობა; ცალკეულ შემთხვევებში – თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სომნაბულიზმი, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები, ოროფაციალური დისტონია. ექსტრაპირამიდული დარღვევები ძირითადად აღინიშნება, თერაპიის წინა პერიოდში ნეიროლეფსიური საშუალებების ინტენსიური გამოყენების შემთხვევებში.  ეპილეპტიფორმული შეტევები აღინიშნება იშვიათად (რაც დამახასიათებელია სხვა ანტიდეპრესანტებისათვისაც); შიდა ქალის წნევის მომატება.
ვეგეტატიური ნერვული სისტემას მხრივ: ოფლდენის გაძლიერება, პირის სიმშრალე.
მხედველობის ორგანოთა მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – მხედველობის დარღვევა, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია, ეკგ-ის ცვლილება, არტერიული წნევის ლაბილობა, გულისწასვლის მდგომარეობა.
სასქესო სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევა, ცალკეულ შემთხვევებში – ლიბიდოს ცვლილება.
შარდაგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – შარდის გამოყოფის გაძნელება.
ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ჰიპონატრიემია პერიფერიული შეშუპებით, მეხსიერების დაქვეითებით ან ეპილეპტიფორმული სიმპტომატიკით. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლში ნატრიუმის დონე ნორმალიზდება. ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული მდგომარეობა ვითარდებოდა ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერპროდუქციის შედეგად. მსგავსი შემთხვევების უმრავლესობა დაფიქსირებულია ასაკოვან პაციენტებში, რომლებიც პაროქსეტინთან ერთად იღებდნენ შარდმდენებს ან სხვა პრეპარატებს.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ჰიპერემია, კანქვეშა სისხლჩაქცევები, სახისა და კიდურების შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), კანის ქავილი.
სხვადასხვა: ცალკეულ შემთხვევებში – მიოპათია, მიალგია, მიასთენია, მიოკლონია, ჰიპერგლიკემია; იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურას მატება და გრიპოზული მდგომარეობა, გემოს შეცვლა. იშვიათად -თრომბოციტოპენია. პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა მომატებული სისხლდენის შესახებ.
პაროქსეტინი ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს პირის სიმშრალეს, ყაბზობას და ძილიანობას. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (მაგ.: პარესტეზია), შიშის გრძნობა, ძილის დარღვევა, აჟიტირება, ტრემორი, გულისრევა, ოფლდენის გაძლიერება, გონების არევა. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე პრეპარატის მიღების შეწყვეტა საჭიროა დოზის თანდათან შემცირებით ყოველ მეორე დღეს.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა თერაპიის პროცესში მცირდება, ამიტომ მათი გამოვლენის შემთხვევაშიც პრეპარატის მიღება შესაძლებელია გაგრძელდეს.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი 20 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).

გამოშვების ფორმა: 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook