პრავასტატინი

პრავასტატინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრავასტატინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
პრავასტატინი წარმოადგენს ფერმენტ ჰიდროქსიმეთილგლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზას კონკურენტულ ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში მევალონოლის მჟავას სტადიაზე, რის შედეგადაც კომპენსატორულად იზრდება დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების რეცეპტორების რაოდენობა ღვიძლში, რასაც თან ერთვის დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების შემცველობის შემცირება სისხლის პლაზმაში. გარდა ამისა პრავასტატინი თრგუნავს ძალიან დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების სინთეზს. ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მაჩვენებლებს.

ჩვენებები
IIα და IIβ ტიპის ჰიპერლიპოპროტეინემია, რომლის კორექცია დიეტით და ფიზიკური ვარჯიშით შეუძლებელია.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია. შიგნით მისაღებად ინიშნება 10-40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. ხანდაზმულ, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცის მძიმე დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება პრეპარატის 10 მგ დოზით.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ყაბზობა, კუნთების ტკივილი, რაბდომიოლიზი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტკივილი მკერდის ძვლის არეში. შარდვის გაძნელება, კანზე გამონაყარი, ალერგიული რეაქციები, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება.

უკუჩვენებები
* პრავასტატინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა;
* ორსულობა, ლაქტაცია (ამ დროს საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა).

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, თირკმელების დაავადებების დროს ანამნეზში.
♦ მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია გამოირიცხოს მეორადი ჰიპერქოლესტერინემია, ცუდად კომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, ნეფროზული სინდრომის, დისპროტეინემიის დროს.
♦ მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის ლიპიდური სპექტრის რეგულარული კონტროლი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook