პრაქსილენი

პრაქსილენი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრაქსილენი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


შემადგენლობა:
ნაფტიდროფულის ოქსალატის მჟავა —200 მგ
დანამატები:
ეუდრაჟიტ ღშ, კომპრიტოლ 888, ლაქტოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ეუდრაჟიტ NE 30D, ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, 415 მგ შემოგარსული ტაბლეტების მოსაზადებლად.
20 ტაბლეტიანი კოლოფი შეიცავს 4 გ ნაფტიდროფურილის ჰიდროგენ ოქსალატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორი.

ჩვენება:
ტკივილი არტერიიტის დროს (ქვედა კიდურების არტერიების დისფუნქცია,   რაც იწვევს მტკივნეულ კრუნჩხვას სიარულის დროს.)
ცერებრო – ვასკულარული დარღვევა.
ასაკთან დაკავშირებული მცირე ნევროლოგიური დარღვევები
რეინოდის სინდრომი (კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.)

უკუჩვენება:
*ნაფტიდროფურილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია;
* შარდში ოქსალატების მომატება;
* თირკმელში კენჭის არსებობა.

სიფრთხილე
სითხის გარეშე   ძილის წინ პრეპარატის მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის დაზიანება, ამიტომ კაფსულას უნდა მიაყოლოთ საკმარისი რაოდენობის წყალი
რეკომენდებულია მკურნალობის პერიოდში სითხით დატვირთვა, რადგან   ყოველი 200 მგ ტაბლეტი შეიცავს 38 მგ ოქსალატს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრაქსილენით მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

დოზირება:
2-3 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს.
ტაბლეტი არ გატეხოთ. დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში
იშვიათად – ღვიძლის ბიოლოგიური ფუნქციის მოშლა, კაფსულის მოძრაობის შეჩერება, რაც იწვევს საყლაპავი მილის ლოკალურ ანთებას (თუ მიიღებთ წყლის გარეშე),   თირკმლის კენჭი (კალციუმის ოქსალატი)

შეფუთვის ფორმა და დოზა 200 მგ №20 ტაბლეტი

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა

მწარმოებელი: Merk Lipha Sante s.a.s- თვის, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook