პრეგნიოფოლი

პრეგნიოფოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრეგნიოფოლი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები, იოდის შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ფოლიუმის მჟავა 400 მკგ.,

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა+კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: ფოლიუმის მჟავა ესაა წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. მას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლწარმოქმნის პროცესში; ასტიმულირებს ერითროგენეზს, მეგალობლასტების სრულ მომწიფებასა და ნორმობლასტების წარმოქმნას. ფოლიუმის დეფიციტს მოზრდილებში მივყავართ მეგალობლასტური ანემიის განვითარებამდე, ხოლო ორსულობისას მისი ნაკლებობა იწვევს ნერვული მილის ჩამოყალიბების დარღვევას ნაყოფში. ფოლიუმის მჟავა არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაგრებს ნერვულ სისტემას. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ.

ჩვენებები
– ორსულობის დაგეგმვა (ორსულობისწინა პერიოდი);  – ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ფოლის მჟავას დეფიციტით განვითარებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ჩამოყალიბების დარღვევათა პრენატალური პროფილაქტიკა;
– ორგანიზმის ზრდა-განვითარების დარღვევათა პროფილაქტიკა მოზარდ ასაკში;

– ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება;
– პერიფერიული ნეიროპათია;

წინააღმდეგჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა

დოზირება: პრეგნიოფოლის 1 ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ჭამის დროს ან შემდეგ. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია.

წამალთა ურთიერთქმედება: პრეგნიოფოლი არ ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა: ანალგეტიკები, ანტიკონვულსანტები, ანტაციდები, ქოლესტირამინი, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ციტოსტატიკები. აღნიშნული მედიკამენტები აფერხებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვას. პრეგნიოფოლისა და კალიუმშემნახველი დიურეტიკების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია.

შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #90
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian