პრევენიტ ინტენსივი / PREWENIT INTENSIV

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პირიდოქსინი, ციანკობალამინი, ფოლიუმის მჟავა/ pyridoxine, cyanocobalamin, folic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
1 ტაბ.
ფოლიუმის მჟავა…………. 800 µგ
ვიტამინი В6…………….. 3 მგ
ვიტამინი В12…………… 500 µგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლიუმის მჟავა აქტიურად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, ნუკლეინის მჟავას და ზოგიერთი ამინომჟავას (ჰომოცისტეინის)სინთეზში, კერძოდ ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, შესაბამისად ხელს უშლის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებას, სისხლძარღვების შევიწროვებას, სისხლის შედედების გაზრდას, რაც ახდენს ათეროსკლეროზის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პრევენციას. ვიტამინი В6 – მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აქტიურად მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვას, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმაში გადასვლას.
ვიტამინი В12– აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე ტრანსმეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინინის სინთეზს. ვიტამინი
В12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის.
ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.Aაუცილებელია უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციისათვის.
ჩვენებები
• გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შემცირება (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოზი, ინსულტი),
• ათეროსკლეროზის განვითარების პროფილაქტიკა
• არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკის შემცირება
• В12, В6 და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი
მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი დღეში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ადისონ-ბირმერის სინდრომი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიოფარმი, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook