პროსკარი

პროსკარი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროსკარი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფინასტერიდი /FINASTERIDE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.
1 ტაბ.
ფინასტერიდი…………         5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ფერმენტა 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბირებით, რომელსაც გადაჰყავს ტესტოსტერონი უფრო აქტიურ დიჰიდროტესტოსტერონში. იგი ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის შემცველობას სისხლში და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონის მასტიმულირებელ მოქმედებას წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარებაზე.
ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირებას, ხელს უწყობსშარდის გამოყოფის ნორმალიზაციას. 24 სთ-ის განმავლობაში პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ სისხლმიმოქცევის სისტემაში აღინიშნება დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბირების შედეგი.
დაავადების კლინიკური გამოხატულების შემცირებას შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის რამდენიმე კვირა. ადენომის ზრდის კონტროლი შენარჩუნებულია შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რაც მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ პროსკარით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეგრესი.

ჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შეფასებულ იქნას მინიმუმ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა პაციენტების მხრივ.
სასქესო ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება – იმპოტენცია, ლიბიდოს შემცირება, ეაკულაციის მოცულობის შემცირება, გინეკომასტია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატი არ ენიშნებათ ბავშვებსა და ქალებს.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ პაციენტებში ნარჩენი შარდის დიდი მოცულობისა და შარდის ნაკადის მკვეთრი შემცირებისას ნაჩვენებია გულდასმითი კონტროლი ობსტრუქციული უროპათიის განვითარების შესაძლებლობის გამო.
♦ თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზირების რეჟიმის კორექცია არ არის საჭირო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პროსკარის კომბინაცია შესაძლებელია ანგიოტენზინგარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ნიტრატებთან, დიურეზულებთან, ჰისტამინის H2- რეცეპტორების ანტაგონისტებთან, HMG-Co რედუქტაზას ინჰიბიტორებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ქინოლონებთან და ბენზოდიაზეპინებთან.
ამასთან ერთად, არ არის აღმოჩენილი კლინიკურად გამოხატული უარყოფითი რეაქციები მათი კომბინირებისას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME IDEA, ნიდერლანდები

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook