პროსტაკაფსი

პროსტაკაფსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროსტაკაფსი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

საკვები დანამატი
1 კაფსულის შემადგენლობა:
პალმის ხის ექსტრაქტი – 300 მგ. ლიკოპინი – 500 მკგ. ჭინჭრის ფესვების ექსტრაქტი – 62.5 მგ. ბარბარისის ექსტრაქტი – 12.5 მგ. გოგრის თესლის ზეთი – 300 მგ. თუთია – 10.3 მგ. სელენი – 103 მკგ.

დამატებითი კომპონენტები: ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, მცენარეული ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, წყალი, ტიტანიუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პალმის ხის ექსტრაქტი ხელს უწყობს საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას. აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. ასევე, ანორმალიზებს რეპროდუქციულ ფუნქციას. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ოქსიდაციური სტრესის მიმართ. ხელს უწყობს პროსტატის კიბოს პრევენციას. ლიკოპინი აქტიურად მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე. მას აქვს პროსტატის ქსოვილზე დაგროვების უნარი, შედეგად, ხელს უშლის პროსტატის კიბოს განვითარებას. ის ძლიერი კაროტინოიდია-აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ჭინჭრის ფესვების ექსტრაქტი-ხელს უშლის პროსტატის ჰიპერპლაზიის სტიმულაციას. ბარბარისი მისი ფესვების ექსტრაქტია ბერბერინი, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. გოგრის თესლის ზეთს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას. თუთია მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. თუთია შედის გონადოტროპული ჰორმონების შემადგენლობაში. ასტიმულირებს სომატოტროპინებისა და გონადოტროპინების გამომუშავებას. მამაკაცებში ხელს უწყობს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას, რაც ააქტიურებს სპერმატოზოიდების წარმოქმნას სათესლე არხებში. აუმჯობესებს მეხსიერებისა და კოორდინაციის უნარს. სელენი – შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და ხელს უწყობენ ორგანიზმის დაცვას ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვითი რეაქციებით გამოწვეული დაზიანებისგან. სელენი იცავს ორგანიზმს მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისგან მათთან შეერთებისა და ნეიტრალიზაციის გზით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პროსტაკაფსი ამსუბუქებს შარდის გამოყოფას, ხელს უწყობს საშარდე და სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური მოქმედება. ხელს უწყობს სომატოტროპინებისა და გონადოტროპინების გამომუშავებას. აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას. ლიპიდურ-სტეროიდული კომპლექსი, რომელსაც შეიცავს ჭინჭრის ფესვების ექსტრაქტი, ერთის მხრივ, აბლოკირებს SHBG (სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინი) სისხლში და, მეორე მხრივ, ამუხრუჭებს 5-α-რედუქტაზას აქტივობას, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის დიჰიდროტესტოსტერონად. ეს უკანასკნელი არსებით როლს თამაშობს პროსტატის ჰიპერპლაზიის სტიმულაციაში.

ჩვენებები:

*შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი)
*პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია, როგორც დამხმარე საშუალება შემდეგი სიმპტომების არსებობის დროს: პოლაკიურია, ღამის სპაზმები შარდის გამოყოფისას, შეკავება შარდის გამოყოფის დაწყებისას, შარდის გამოყოფა წვეთებად.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. უკუჩვენება:  ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. დოზირება: 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში მცირეოდენ წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად. რეკომენდებულია ხანგრძლივად გამოყენება.

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ. თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook