პროსტალიზინა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალური დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შინაგანად მისაღები პასტა: ტუბში 100 გ
100 გ

ჭინჭრის ფესვების შემკვრივებული ექსტრაქტი …………. 83.1 გ
კარაგენი ………………………………………………….. 1.5 გ
გლიცეროლი …………………………………………….. 15.1 გ
ნატრიუმბენზოატი ……………………………………….. 0.1 გ
ფორთოხლის ზეთი ……………………………………… 0.2 გ

ერთი ჩაის კოვზი ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი რაოდენობრივად შეიცავს 6 მგ β-სიტოსტერინის  ექვივალენტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ამსუბუქებს შარდის გამოყოფას, ამცირებს შარდის სტაზის მოცულობას.
პროსტალიზინის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ლიპიდურ-სტეროიდული კომპლექსის არსებობით, რომლის ძირითად კომპონენტს შეადგენს β-სიტოსტერინი.
ლიდიპურ-სტეროიდული კომპლექსი, რომელსაც შეიცავს ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი, ერთის მხრივ აბლოკირებს SHBG-ს (სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინი) სისხლში, და მეორეს მხრივ, ამუხრუჭებს 5-α-რედუქტაზას აქტივობას, რომელიც გარდაქმნის ტესტოსტერონს დიჰიროტესტოსტერონად. დიჰიდროტესტოსტერონის დონის დაწევა ახდენს დადებით მოქმედებას, იმდენად რამდენადაც ის თამაშობს არსებით როლს პროსტატის ჰიპერპლაზიის სტიმულაციაში.
აქტიურ, პროსტატის საწინააღმდეგო კომპონენტებს, რომლებსაც შეიცავს ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი, მიეკუთვნებიან, პოლისაქარიდები და იზოლექტინები (UDA), რომლებიც იწვევენ ლიმფოციტ T-ს აქტიურობას, ამუხრუჭებენ არომატაზის ფუნქციას, რომელიც გარდაქმნის ტესტოსტერონს ესტრადიოლად, უჯრედების ზრდის ინტენსიფიცირებისას, ასუსტებს პროსტაგლანდინების სინთეზს და სისხლის შრატში ამცირებს გლობულინის შემცველობას, რომელიც მას აკავშირებს სასქესო ჰორმონებთან.

ჩვენებები:
როგორც დამხმარე საშუალება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას კეთილთვისებიანი სტადიის შემთხვევაში შემდეგი სიმპტომების დროს:
პოლაკიურია;
ღამის სპაზმები შარდის გამოყოფისას;
შეკავება შარდის გამოყოფის დაწყებისას;
შარდის გამოყოფა წვეთებად.
მიუხედავად სამკურნალო პასტის მიღებისა, პაციენტი სისტემატურად უნდა იმყოფებოდეს უროლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად, 3-ჯერ დღეში თითო ჩაის კოვზი პასტა გახსნილი 1/2-2/3 მდუღარე წყალში.

გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის არეში ტკივილი სუსტი ფორმით.

უკუჩვენებები: უცნობია.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: HERBAPOL, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook