პროსტამედი

პროსტამედი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროსტამედი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალებები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს.

ათქ კოდი: G04CX02

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გოგრის თესლის ფხვნილი, ცხიმგაცლილი 200 მგ;  გოგრის თესლის ფხვნილი გასუფთავებული ექსტრაქტი, ცხიმგაცლილი, (5 – 10:1), ექსტრაგენტი: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი/სუფრის მარილი (გაწმენდილი) მარილი/გასუფთავებული წყალი (3/6,1/90,9) – 100 მგ; ოქროსწკეპლას მშრალი ექსტრაქტი (5 – 8:1) ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 მოც. % – 2,6 მგ; ვერხვის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (5 – 8:1), ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 მოც.% – 6,3მგ;
სხვა ინგრიდიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, კაკაოს ფხვნილი, საქაროზა, ჟელატინი, გლიცერინი 85%, პოვიდონი К25, სილიციუმის მაღალდისპერსული ოქსიდი, ტალკი.

გამოშვების ფორმა: დასაღეჭი ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ყავისფერი, მრგვალი ტაბლეტები ამოზნექილი ფორმით.

ჩვენებები
შარდვის დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) I-II სტადიის დროს; შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, მათ შორის, ღამე, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, (ნარჩენი შარდის არსებობა), მოშარდვის დაუძლეველი სურვილი. მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი (კომპლექსური თერაპიიის შემადგენლობაში).

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პროსტამედის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება ამ მომენტისთვის არ არის შესწავლილი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ამიტომ პროსტამედის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის და მეძუძური დედებისთვის.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სპეციალურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების ხერხი
მოზრდილებში გამოიყენება 2-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს, უნდა დააყოლოთ სითხის საკმარისი რაოდენობა (სასმელი წყლის  დაახლოებით ¼ ლ).
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა 4 კვირაა.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ 3 თვეა.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვა
შეინახეთ არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი №60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Dr.GustavKlein GmbH & Co.KG, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook