პროტამინის სულფატი – PROTAMINE SULFATE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პროტამინის სულფატი/
PROTAMINE SULFATE          

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპარინის ანტიდოტი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო სხნარი 1%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 25 ც.
1 მლ 1 ამპ.
პროტამინის სულფატი…. 10 მგ 50 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროტამინის სულფატი წარმოადგენს ჰეპარინის სპეციფიკურ ანტაგონისტს შემდეგი ექვივალენტური დოზით: 1 მგ პროტამინის სულფატი სისხლში ანეიტრალებს 80-დან 120 სე-მდე ჰეპარინს. ეფექტი იწყება დაუყოვნებლივ და გრძელდება დაახლოებით 2 სთ-ს.
ჩვენებები:
ჰეპარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის ნეიტრალიზაცია შემდეგი შემთხვევების დროს:
ჰეპარინის ჭარბი დოზირება;
მასიური სისხლდენა, გამოწვეული ჰეპარინის ჭარბი დოზირებით;
პაციენტებში ოპერაციის წინა პერიოდში, რომლებიც იყენებენ ჰეპარინს თერაპიული მიზნით;
გულსა და სისხლძარღვებზე ექსტრაკორპორული სისხლმიმოქცევით წარმოებული ოპერაციის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:
– პროტამინის სულფატი შეჰყავთ ვენაში ინექციის ან ინფუზიის გზით ნელა. პრეპარატის 50 მგ უნდა შევიყვანოთ 10 წთ-ის განმავლობაში ისე, რომ შეყვანის სიჩქარე არ აჭარბებდეს 5 მგ/წთ-ში. პრეპარატის შედარებით სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქტოიდური რეაქცია. ერთჯერადი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს, საერთო დოზა კი, რომელიც მიიღო პაციენტმა 1 სთ-ის განმავლობაში არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს.
– პროტამინ სულფატის შესაყვანი დოზა დამოკიდებულია ჰეპარინის მიღების წესზე. ჰეპარინის ინექციისას ხდება მისი განუწყვეტელი ელიმინაცია, ამიტომ პროტამინ სულფატის დოზა აუცილებელია შემცირდეს თუ ჰეპარინის ინექციიდან გასულია 15 წუთზე მეტი დრო. 15-30 წთ-ის შემდეგ პროტამინ სულფატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჰეპარინის 0.5-0.75 მგ/100 სე დოზას, ხოლო 2 სთ-ის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს ჰეპარინის 0.25-0.375 მგ/100 სე ჰეპარინს.
ჰეპარინის ინტრავენური ინფუზია: საჭიროა ჰეპარინის ინფუზიის შეჩერება და 25-50 მგ პროტამინის სულფატის მიღება.
ჰეპარინის კანქვეშ ინექცია: თუ კი ჰეპარინის 100 სე-ზე რეკომენდებული 1-1,5 მგ პროტამინის სულფატი, მაშინ თავდაპირველად შეყავთ 25-50მგ პროტამინის სულფატი ვენაში ინექციის გზით ნელა, ხოლო დარჩენილი დოზის ნაწილი კი 8-16 სთ-ის განმავლობვში ვენაში ინფუზიის გზით ნელა.
მიღების სხვა წესი მდგომარეობს იმაში, რომ პროტამინის სულფატი შეჰყავთ ნაწილ-ნაწილ ყოველ 2 სთ-ში იმ დოზით, რომელიც ანეიტრალებს ამ ორ საათში გამონთავისუფლებულ ჰეპარინს. მაგალითად, თუკი ჰეპარინის დოზა, რომელიც შეყვანილია კანქვეშ შეადგენდა 20 000 სე, მაშინ 2 სთ-ის განმავლობაში რეაბსორბირდება 3333 სე, ამიტომ პროტამინის სულფატი შეჰყავთ დოზით 33 მგ. ეს ყველაფერი საჭიროა ვაკონტროლოთ სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგით.
ჰეპარინის გამოყენება ექსტრაკორპორული ცირკულაციის პროცესში: მოცემულ შემთხვევაში პროტამინის სულფატის დოზა შეადგენს ჰეპარინის 1.5 მგ/100 სე, მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ პროტამინის სულფატი რეკომენდებულია მისადაგებულ იქნას ცირკულაციაში გამოყენებულ ტუმბოსთან.
გვერდითი მოვლენები:
♦ ვენაში სწრაფი ინექცია იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, ბრადიკარდიას, სიცხის  შეგრძნებას, კანის ჰიპერემიას. ურტიკარია და სხვა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გვხვდება ძალიან იშვიათად.
♦ შესაძლებელია პროტამინის მიმართ ანაფილაქსიური რეაქცია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით და იყენებდნენ პროტამინ-ცინკ ინსულინს.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პროტამინის მიმართ, რომლის თანმხლებია მძიმე ალერგიული რეაქცია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, თრომბოციტოპენია.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა აღინიშნება შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პროტამინ-ცინკ ინსულინს.
ჭარბი დიზირება:
* ჭარბი დოზირება იწვევს სისხლდენის გაძლიერებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ცეფალოსპორინებთან და პენიცილინთან პრეპარატის შეუთავსებლობის გამო მათი შერევა, ან ერთდროული გამოყენება ინექციის ან ინფუზიის სახით წინააღმდეგნაჩვენებია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: GALENIKA, სერბია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook