რაველი SR

რაველი SR. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რაველი SR  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ინდაპამიდი/indapamide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  არათიაზიდური დიურეტიკები

ათქ კოდი: C03BA11

წამლის ფორმა
პროლონგირებული მოქმედების აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, 1,5 მგ.

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება – ინდაპამიდი 1,5 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ცელულოზა (75% ალფალაქტოზები და 25% ცელულოზას ფხვნილი), პოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი,
აპკისებრი გარსი: Opadry  Y-1-7000 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171))

აღწერა
მრგვალი ფორმის, სუსტად ორმხრივამობურცული ზედაპირის, აპკისებრი გარსით დაფარული, თეთრი ფერის ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ინდაპამიდის ფრაქცია სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება მცირედ აფერხებს აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არ ახდენს გავლენას აბსორბირებული პრეპარატის რაოდენობაზე. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ, სისხლის შრატში კონცენტრაციების ცვლილება ორ დოზას შორის პერიოდში ქვეითდება.
განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ინდაპამიდის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 79%. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 14-დან 24 საათამდე (საშუალოდ 18 საათს). წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 7 დღის შემდეგ. განმეორებითი მიღება არ იწვევს ინდაპამიდის დაგროვებას.
ინდაპამიდი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ინდაპამიდის 70% გამოიყოფა თირკმლებით, უპირატესად არაარქტიური მეტაბოლიტების სახით (უცვლელი პრეპარატის ფრაქცია შეადგენს 5%). პრეპარატის 22% გამოიყოფა განავლით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

ფარმაკოდინამიკა
რაველი CP – სულფანილამიდის წარმოებულია, თიაზიდური დიურეტიკების ჯგუფიდან. პრეპარატი აინჰიბირებს ნატრიუმის აბსორბციას თირკმლის მილაკების კორტიკალურ სეგმენტში, რაც იწვევს ნატრიუმის და ქლორის იონების გამოყოფის გაზრდას შარდით და დიურეზის გაძლიერებას. პრეპარატი ნაკლებად ზრდის კალიუმის და მაგნიუმის იონების გამოყოფას. დიურეზული ეფექტის გარდა, ინდაპამიდს ასევე აქვს სისხლძარღვოვანი ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია არტერიული და საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის დაქვეითებასთან. მონოთერაპიისას აქვს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება 24 საათის განმავლობაში.
ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. თიაზიდისმაგვარი დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, ინდაპამიდის ჩათვლით, უფრო მაღალი დოზებისას არ ძლიერდება, ხოლო არასასურველი გვერდითი მოვლენები – იზრდება. ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მკურნალობის კვლევებმა აჩვენა, რომ ინდაპამიდი სხვა დიურეტიკებისაგან განსხვავებით, ხელს არ უშლის ლიპიდების (საერთო ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები დსლპ ქს და მსლპ ქს) და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით.

მიღების ჩვენებები
• არტერიული ჰიპერტენზია (შემანარჩუნებელი თერაპია)

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
მიიღება შიგნით, 1 ტაბლეტი (1,5 მგ) ერთხელ დღეში, სასურველია დილით. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. მკურნალობის კურსი შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. შედარებით მაღალი დოზებისას, ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არ იზრდება, მაგრამ იზრდება მარილების გამოყოფა (სალურეტული ეფექტი).
ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია შესაძლოა შეიცვალოს ასაკის, წონის და სქესის მიხედით. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, ან თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დაქვეითებით, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ), მკურნალობა წინააღმდეგნაჩვენებია.
თიაზიდური და თიაზიდისმაგვარი დიურეტიკები მაქსიმალურად ეფქტურია მხოლოდ თირკმლის ნორმალური ფუნქციისას, ან მისი მსუბუქი დაქვეითებისას.
თირკმლის მძიმე უკმარისობისას, მკურნალობა წინააღმდეგნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები
ხშირი (>1/100 – <1/10)
• მაკულოპაპულოზური გამონაყარი
• ჰიპოკალიემია
არახშირი (>1/1,000 – <1/100)
• გულისრევა, ღებინება
• პურპურა (პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციებისადმი წინასწარი განწყობით)
იშვიათი (>1/10,000 – <1/1,000)
• თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესთეზიები
• ნევროზულობა
• ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი
• გულისრევა, შეკრულობა ან დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე
• ასთენია
ძალიან იშვიათი (<1/10,000)
• თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია
• არითმია, არტერიული ჰიპოტენზია
• პანკრეატიტი
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პანკრეატიტი
• თირკმლის უკმარისობა, შარდის გამომტანი გზების ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია
• ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ჰემორაგიული ვასკულიტი
• ფოტომგრძნობელობის რეაქციები
• ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია.
უცნობია დაკავშირებულია თუ არა პრეპარატის მიღებასთან (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია):
• ღვიძლის უკმარისობისას ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შესაძლებლობა
• ელექტროკარდიოგრამაზე Qთ ინტერვალის გახანგრძლივება
• მკურნალობის პერიოდში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას და გლუკოზის დონის მომატება: პაციენტებში პოდაგრით, ან შაქრიანი დიაბეტით, გლუკოზურიით, ძალიან გულდასმით უნდა შეფასდეს ასეთი დიურეზული საშუალებების მიზანშეწონილობა
• შესაძლებელია უკვე არსებული დისემინირებული წითელი მგლურას გამწვავება
• ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რომელიც იწვევს დეჰიდრატაციას და ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას.
ერთდროულად ქლორის იონების დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორადი კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი (მოცემული ეფექტის სიხშირე და ხარისხი დაბალია).

წინააღმდეგჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდის მიმართ, სხვა სულფანილამიდების, ან პრეპარატის კომპონენების მიმართ
• თირკმლის მძიმე უკმარისობა
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
• ჰიპოკალიემია
• ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი)
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არარეკომენდებული კომბინაციები
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება დოზის გადაჭარბების ნიშნებით, როგორც უნატრიუმო დიეტისას (ლითიუმის გამოყოფის შემცირება). თუმცა დიურეტიკების მიღების აუცილებლობისას, საჭიროა სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის სისტემატური კონტროლი და დოზის კორექცია.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს
ა) პრეპარატები, რომლებიც იწვევენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას:
• ანტიარითმული პრეპარატების Iა კლასი (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი)
• ანტიარითმული პრეპარატების III კლასი (ამიოდარონი,სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)
• ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი)
• ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი)
• ბუთილოფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი)
• სხვა: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანია, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტემიდინი, სლარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ვინკამინი IV.
ინდაპამიდის ერთდოული გამოყენება ნებისმიერ ამ პრეპარატთან, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას, ზრდის “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკს. მოცემული კომბინაციის გამოყენებამდე, აუცილებელია ჰიპოკალიემიის კონტროლი. აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების დონის  და ეკგ კონტროლი. გამოიყენეთ ნივთიერებები, რომლებიც არ იწვევენ პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკს ჰიპოკალიემიის არსებობისას.
ბ) არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (სისტემურად), სელექტიური ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, სალიცილის მჟავას მაღალი დოზები (≥3 გ/დღე-ღამეში):
შესაძლებელია ინდაპამდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი პაციენტებში გაუწყლოვნებით (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება). მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი, პაციენტისთვის წყლის მიცემა
ვ) ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ): აგფ ინჰიბიტორებმა მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოიწვიონ უეცარი ჰიპოტენზია და/ან თირმკლის მწვავე უკმარისობა პაციენტებში უკვე არსებული ნატრიუმის დეფიციტით (განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის არტერიის სტენოზით).
ჰიპერტენზიისას, თუ დიურეტიკებით მკურნალობა იყო ნატრიუმის დეფიციტის მიზეზი, რეკომენდებულია დიურეტიკების მიღების შეწყვეტა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე და აუცილებლობისას მიღების ხელახალი დაწყება კალიუმის შემნახველი დიურეტიკების გარეშე, ან შესაძლებელია დაინიშნოს მკურნალობა აგფ ინჰიბიტორის დაბალი საწყისი დოზით და დოზის თანდათან გაზრდა.
პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, მკურნალობა უნდა დაიწყოს აგფ ინჰიბიტორის ძალიან დაბალი დოზით, სასურველია დოზის შემცირების შემდეგ, კალიუმის შემნახველი დიურეტიკების გარეშე.
ყველა პაციენტს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია ჩაუტარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი (სისლის პლაზმაში კრეატინინის დონე).
სხვა პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემიას:
• ამფოტერიცინი B (IV)
• გლუკო და მინერალოკორტიკოიდები (სისტემური)
• ტეტრაკოზაქტიდი
• მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები
იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი), რის გამოც აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის გულმოდგინე კონტროლი და მისი რეგულირება. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სათითურას, პრეპარატის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით. ასეთი პაციენტები მას უნდა იღებდნენ მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების გარეშე.
ბაკლოფენი ზრდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. აუცილებელია წყლის დიდი რაოდენობის მიღება; მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის სისტემატური კონტროლი.
ჰიპოკალიემია ზრდის სათითურას ტოქსიური მოქმედების განვითარების რისკს; ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი და რეგულირება და ეკგ-ს ჩატარება, აუცილებლობისას – მკურნალობის შეცვლა.

გასათვალისწინებელი კომბინაციები
კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (ამილორიდი, სპირონოლაქტოი, ტრიამტერენი). ეს კომბინაციები სასარგებლოა ზოგიერთი პაციენტისათვის, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია, ან ჰიპერკალიემია პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ან შაქრიანი დიაბეტით. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და ეკგ-ს კონტროლი, საჭიროებისას – მკურნალობის შეცვლა.
მეტფორმინი ზრდის ლაქტაციდოზის განვითარების რისკს თირკმლის უკმარისობის განვითარების შედეგად, რომელიც დაკავშირებულია დიურეზული საშუალებების მიღებასთან და კერძოდ მარყოჟოვან დიურეტიკებთან, არ არის რეკომენდებული მეტფორმინის მიღება, თუ სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონე აღემატება 15 მგ/ლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) – ქალებში.
პაციენტებში დიჰიდრატაციით,რომელიც გამოწვეულია დიურეტიკებით, განსაკუთრებით იოდისშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების მაღალი დოზების მიღებისას, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი; იოდკონტრასტული საშუალებების დანიშვნამდე აუცილებელია წყლის ბალანსის აღდგენა.
იმიპრამინის მსგავსი ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები ზრდიან ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამოხატულებას და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკს (ადიტიური ეფექტი).
კალციუმის მარილები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს შარდით კალციუმის გამოყოფის დაქვეითების შედეგად.
ციკლოსპორინმა, ტაკროლიმუსმა შესაძლოა გაზარდონ კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში მოცირკულირე ციკლოსპორინის უცვლელი კონცენტრაციისას, წყლის არარსებობის და/ან ნატრიუმის დეფიციტის დროსაც კი.
კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდები (სისტემური მოქმედების) იწვევენ ჰიპოტენზიური მოქმედების დაქვეითებას (ნატრიუმის და წყლის შეკავება).

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, განსაკუთრებით ელექტროლიტური დისბალანსისას. ასეთ შემთხვევაში დიურეზული საშუალებების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ფოტომგრძნობელობა
თიაზიდების და თიაზიდისმაგვარი დიურეტიკების მიღებისას რეგისტრირებული იყო ფოტომგრძნობელობის რეაქციები. თუ მკურნალობის პერიოდში ვითარდება ფოტომგრძნობელობის რეაქცია, რეკომენდებულია თერაპიის შეწყვეტა. ინდაპამიდის განმეორებითი გამოყენების აუცილებლობისას, რეკომენდებულია კანის ღია ნაწილების დაცვა მზისაგან, ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტულოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებით – გალაქტოზის აუტანლობით, ლაპას ლაქტაზის დეფიციტით, ან გლუკოზის და გალაქტოზის შეწოვის დარღვევით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები
სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონე
დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპონატრიემია, ზოგჯერ სერიოზული შედეგებით. სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონე იზომება მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ რეგულარულად დროის მკაცრად განაზღვრული ინტერვალებით. საწყის სტადიაზე ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლის პლაზმაში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამიტომ რეგულარულ კონტროლს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ხანდაზმულებში და ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში, კონტროლი უნდა იყოს უფრო ხშირი.
სისხლის პლაზმაში კალიუმის დონე
თიაზიდური და თიაზიდისმაგვარი დიურეტიკებით მკურნალობის ძირითადი რისკი – კალიუმის დონის დაქვეითება და ჰიპოკალიემიის განვითარება. ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (<3,4 მმოლ/ლ) უნდა იქნას თავიდან აცილებული განსაზღვრულ ჯგუფში მაღალი რისკით, კერძოდ: პაციენტებში, რომლებიც ცუდად იკვებებიან და/ან იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ რამოდენიმე პრეპარატს, ხანდაზმულებში, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში შეშუპებებით და ასციტით, პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და გულის უკმარისობით. ასეთ პაციენტებში ჰიპოკალიემია ზრდის სათითურას პრეპარატების ტოქსიურობას და არითმიის განვითარების რისკს. პაციენტები გახანგრძლივებული QT ინტერვალით ასევე მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, მიზეზის მიუხედავად – თანდაყოლილი თუ პრეპარატებით ინდუცირებული.
ჰიპოკალიემია (როგორც ბრადიკარდია) წარმოადგენს მძიმე არითმიების, კერძოდ სიცოცხლისთვის საშიში “პირუეტის” ტიპის გულის რითმის დარღვევის, განვითარების განმაპირობებელ ფაქტორს.
ასეთ პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის შეძლებისდაგვარად ხშირად განსაზღვრა. სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის პირველი განსაზღვრა უნდა ჩატრდეს მკურნალობის პირველ კვირას.
კალიუმის დაბალი დონის გამოვლენისას, საჭიროა მისი კორექცია.
სისხლის პლაზმაში კალციუმის დონე
თიაზიდებმა და თიაზიდისმაგვარმა დიურეტიკებმა შესაძლოა დააქვეითონ კალციუმის გამოყოფა შარდით და გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის დროებითი უმნიშვნელო მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ადრე გამოუვლენელი ჰიპერპარათირეოზის შედეგი. დიურეტიკებით მკურნალობა უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის დაგეგმილი კვლევის ჩატარებამდე.
სისხლში გლუკოზის დონე
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას, აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
შარდმჟავას დონე
პაციენტებში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაციით, შესაძლებელია პოდაგრის შეტევა.
თირკმლის ფუნქცია და დიურეტიკები
თიაზიდები და თიაზიდისმაგვარი დიურეტიკები მაქსიმალურად ეფექტურია მხოლოდ თირკმლის ნორმალური ფუნქციისას, ან მისი მინიმალური დაქვეითებისას (კრეატინინის კლირენსი სისხლის პლაზმაში <25 მგ/ლ, ანუ 220 მკმოლ/ლ მოზრდილებში), ხანდაზმულ პაციენტებში კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში შეიძლება შეიცვალოს ასაკის, წონის და სქესის მიხედვით.
მეორადი ჰიპოვოლემია, რომელიც გამოწვეულია დიურეტიკებით მკურნალობისას წყლის და ნატრიუმის დაკარგვით, იწვევს მკურნალობის დასაწყისში გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითებას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, ასეთი დროებითი თირკმლის უკმარისობა ჩვეულებრივ არ იწვევს სერიოზულ შედეგებს, ამის მიუხედავად, მისი მნიშვნელოვანი ხარისხით განვითარებამ შესაძლოა გააძლიეროს არსებული თირკმლის უკმარისობა.
სპორტსმენები
სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ ტესტებზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულ ქალებში ორსულობის პერიოდში ფიზიოლოგიური შეშუპებებისას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიურეზული პრეპარატების მიღება. დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია, რომელიც საშიშია ნაყოფის ზრდისთვის.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული, რადგან ინდაპამიდი აღწევს ქალის რძეში.
სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
ინდაპამიდი არ ახდენს გავლენას ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებული რეაქციის განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატებისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარის დარღვევა.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალციემია), რომლებიც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, არტერიული ჰიპოტენზიით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, ცნობიერების არევით, პოლიურიით, ან ოლიგურიით, შესაძლებელია გამწვავებული ანურია (ჰიპოვოლემიის შედეგად).
მკურნალობა: მიღებული ნივთიერების სწრაფი ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის გზით და/ან აქტივირებული ნახშირის შეყვანა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შემდგომი აღდგენით სტაციონარულ პირობებში. სპეციალური ანტიდოტი არ არის.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 1,5 მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook