რეგულაქსი – REGULAX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება):  სინამაქი/SENNOISIDE A+B

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 6, 12 და 18. ც.
1 ტაბ.
სინამაქის ფოთლების ფხვნილი………..        710 მგ
სინამაქსის ნაყოფის ფხვნილი …………        300 მგ
დამხმარე საშუალებები:
პროპილენგლიკოლი, სქელი პარაფინი, გლიცეროლმონოსტეარატი, გამკვრივებული ცხიმი, სორბინის მჟავა, ინვერტული შაქარი, სორბიტოლი, ქლიავის მუსი, ლეღვის პასტა, არომატული ნივთიერება.
ჩვენებები:
ხანმოკლე გამოყენებისათვის ყაბზობის დროს (ობსტიპაცია).
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება საღამოს, ძილის წინ, აუცილებელია მისი კარგად დაღეჭვა. ეფექტი ვითარდება 8 საათის შემდეგ.
მაქსიმალური დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს, რაც შეესაბამება 1 ტაბლეტს.
დოზის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ.
მოზრდილებში ინიშნება მაქსიმუმ 1 ტაბლეტი დღეში;
ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით – 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში.
ინდივიდუალურად სწორად შერჩეულ დოზას წარმომადგენს ის დოზა, რომელიც იწვევს რბილი განავალის ფორმირებას.
რეგულაქსი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენებისათვის.
საფაღარათო საშუალებების მიღება შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 კვირას.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაწლავების ატონიას.
პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა რეგულაქსის მიღების გაგრძელება დანიშნულების მიხედვით, დოზის გაზრდის გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური ხასიათის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა მცირდება.
*  პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე ალბუმინურია და ჰემატურია;
* ამასთან ერთად, ადგილი აქვს ნაწლავების ლორწოვან გარსში პიგმენტის ჩალაგებას (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პრეპარატის მიღების შემდეგ ქრება;
*  კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
უკუჩვენებები:
ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უეცრად განვითარებული მწვავე ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, აპენდიციტი);
უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცელში;
სითხის ნაკლებობა ორგანიზმში წყლის და მარილების თანხმლები დაკარგვით;
10 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ კვების შეცვლა არ იძლევა თერაპიულ ეფექტს.
*მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ განავალის შეუკავებლობა, უნდა ერიდონ ამ უკანასკნელის შეხებას კანთან. ამისათვის საჭიროა საფენის ხშირი შეცვლა.
*
გაფრთხილება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის: 1 ოთხკუთხა ფორმის ტაბლეტს გააჩნია ფიზიოლოგიური კალორიულობა დაახლოებით 63კჯ=15.4 კკალ ან 0.31 პურის ერთეული.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან დიდი რაოდენობით მიღების დროს კალიუმის უკმარისობის გამო შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება, აგრეთვე ანტიარითმიული საშუალებების ეფექტის შეცვლა. კალიუმის უკმარისობა შეიძლება გაძლიერდეს მისი კომბინაციის დროს თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან და ძირტკბილას ფესვებისაგან დამზადებულ საშუალებებთან.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეიძლება ეხებოდეს სხვა სამკურნალო საშუალებებსაც, რომლებსაც იღებს პაციენტი.
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება ძლიერი დიარეა, რომელსაც თან ახლავს ნაწლავების ძლიერი ანთება და წყლის და მინერალების მნიშვნელოვანი დაკარგვა, რაც მოითხოვს მათ შევსებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: KREWEL MEUSELBACH, გერმანია

გაფრთხილება