რევასიდი

რევასიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რევასიდი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამპიცილინი, სულბაქტამი/ ampicillin, sulbactam

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი; ნახევრად სინთეზური პენიცილინი +β ლაქტამაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
1 ფლ.
ამპიცილინი ………….. 0.5 გ
სულბაქტამი …………. 0.25 გ
+ საინექციო წყალი 2,0 მლ
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
1 ფლ.
ამპიცილინი ………… 1 გ
სუბლაქტამი ………….. 0.5 გ
+ საინექციო წყალი 3,5 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამპიცილინი, 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებული, არის ბაქტერიციდული
ეფექტის მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და
გრამ(-) აერობებსა და ანაერობებზე; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას
ახორციელებს უჯრედოვანი მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის
ინჰიბირებით.
ამპიცილინი არ არის მდგრადი ß ლაქტამაზების მოქმედების მიმართ, ადვილად
იშლება და შესაძლოა უეფექტო იყოს მკურნალობისას.
სულბაქტამი არის პენიცილინის ბირთვის წარმოებული; შეუქცევადად აინჰიბირებს
ß- ლაქტამაზას, რომელიც წარმოადგენს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის
საფუძველს ცეფალოსპორინების და პენიცილინების მიმართ.
ß- ლაქტამაზების ინჰიბირებით, რომლებსაც გამოყოფენ ამპიცილინის მიმართ
მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, სულბაქტამი ავლენს სინერგიულ მოქმედებას.
ამპიცილინი, სულბაქტამი in vitro მოქმედებს ß- ლაქტამაზა მაპროდუცირებელ და
არამაპროდუცირებელ გრამდადებით Staphylococcus aureus, Staphylococcus
 faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus pyogenes
და გრამუარყოფით Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Esherichia coli,
Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoeae, Proteus vulgaris, Providencia rettgeri,
Providencia stuartii, Morganella morganii
მიკრობებზე, ასევე ანაერობულ
მიკროორგანიზმებზე: კლოსტრიდიები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები
და ბაქტეროიდები.
ამპიცილინი/სულბაქტამი ი/ვ და ი/მ შეყვანის შემდეგ ქმნის მაღალ კონცეტრაციას
სისხლის პლაზმაში. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში
შეყვანიდან 8 საათის შემდეგ პრეპარატის 75-80% შეუცვლელად გამოიყოფა შარდთან
ერთად. თირკმელების ფუნქციის მოშლა მოქმედებს პრეპარატის ელიმინაციაზე.
ამპიცილინი უკავშირდება სისხლის ცილებს 28%-ით, სულბაქტამი – 38%-ით.
ამპიცილინი/სულბაქტამი მაღალ კონცენტრაციას ქმნის ორგანიზმის სხვადასხვა
ორგანოებსა და  სითხეებში; ინტრავენურადშეყვანის შემდეგ აღმოჩენილია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (თავის ტვინის გარსების ანთების დროს).

ჩვენებები
რევასიდი კუნთებსა და ვენაში ინექციის სახით გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებითგამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
· ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, ოტიტი და
ეპიგლოტიტი, ბაქტერიული პნევმონია;
· საშარდე გზების ინფექციები, პიელონეფრიტი;
· მუცლის ღრუს ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და მცირე მენჯისცელულიტი;
· ბაქტერიული სეპტიცემია;
· კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
· გონოკოკური ინფექციები;
· რევასიდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პერიოპერაციულად პაციენტებში,
რომლებსაც უტარდებათ მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების (რომლის
თანმხლებია მუცლის ღრუს შესაძლო ინფიცირება) ქირურგიული ოპერაცია, რათა
თავიდან ავიცილოთ პოსტოპერაციული ინფექციები;
· პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია პროფილაქტის მიზნით ორსულობის
შეწყვეტის და/ან საკეისროკვეთის დროს სეფსისის განვითარების თავიდან
ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი შეყავთ ვენაში ან კუნთებში.

იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი დოზირებით:
მოზრდილებში

სადღეღამისო დოზა 1,5 გრამიდან (1გ ამპიცილინი/0,5გ სულბაქტამი) 12 გრმამდე (8 გ ამპიცილინი /4გსულბაქტამი). სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4გ.

ინფექციური პროცესის სიმძიმის მიხედვით პრეპარატი გამოიყენება 6-8 საათში ერთჯერ. საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 12 სთ-ში ერთჯერ.

პრეპარატი უნდა განვაზავოთ სტერილურ საინექციო წყალში და დავაყოვნოთ მანამ, სანამ არ გაქრება ქაფი, რათა ვიზუალურად შევაფასოთ ხსნარის სრული გახსნა.

დოზა შეიძლება შევიყვანოთ ბოლუსის სახით 3 წუთის განმავლობაში. შედარებით მაღალი განზავების შემთხვევაში დოზა შეიძლება შევიყვანოთ როგორც ბოლუსის, ასევე ვენაში ინფუზიის სახით 15-30 წთ-ის განმავლობაში.

ნატრიუმის სულბაქტამი და ამპიცილინის სულბაქტამი შეიძლება შევიყვანოთ აგრეთვე ღრმად კუნთში; მკურნალობას ჩვეულებრივ აგრძელებენ კიდევ 48 სთ-ის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის დაქვეითების ან სხვა პათოლოგიური ნიშნების გაქრობის მიუხედავად, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს.

ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის 1.5-3 გ პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურ ნარკოზთან კომბინაციაში. რაც ოპერაციის დროს სისხლის შრატსა და ქსოვილებში უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ კონცენტრაციას.

დოზა ხელმეორედ შეჰყავთ ყოველ 6-8 სთ-ში ერთხელ. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას წყვეტენ ოპერაციიდან 24 სთ-ის შემდეგ, როდესაც პრეპარატის შეყვანა არ არის ნაჩვენები მკურნალობის მიზნით. გართულების გარეშე მიმდინარე გონორეის სამკურნალოდ პრეპარატი შეიძლება შევიყვანოთ ერთჯერადად, დოზით 1.5 გ სისხლის პლაზმაში სულბაქტამისა და ამპიცილინის შემცველობის გახანგრძლივების მიზნით საჭიროა ერთდროულად 1.0 გ პრობენეციდის დანიშვნა შიგნით.

თირკმელების გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ-ში) სულბაქტამისა და ამპიცილინის ორგანიზმიდან გამოყოფა ერთნაირი ხარისხით ირღვევა, ამიტომ პლაზმაში მათი თანაფარდობა არ იცვლება. აღნიშნულ პაციენტებში რევასიდი საჭიროა შევიყვანოთ იშვიათად, ამპიცილინის ჩვეულებრივ პრაქტიკული გამოყენების შესაბამისად.

ბავშვებში
ინფექციების უმრავლესობის მკურნალობისას პრეპარატის დოზა შეადგენს 150 მგ/კგ/დღეში (რაც შეესაბამება 50მგ/კგ სულბაქტამს და 100 მგ/კგ ამპიცილინს დღეში).
ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებსა და ბავშვებში პრეპარატი ჩვეულებრივ შეჰყავთ
ყოველ 6-8 სთ-ში ამპიცილინის ჩვეულებრივ პრაქტიკული გამოყენების შესაბამისად.
ახალშობილებში სიცოცხლის პირველ კვირას (განსაკუთრებით დღენაკლულებში)
პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 75 მგ/კგ დღეში 12 სთ-იანი ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები
პარენტერული ანტიბიოტიკების ძირითად გვერდით მოვლენას წარმოადგენს ინექციის ადგილას ტკივილი, განსაკუთრებით კუნთებში შეყვანისას. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნება ფლებიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება გულისრევა, ღებინება და დიარეა.

კანის მხრივ: აღინიშნება გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები.

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: პრეპარატით მკურნალობისას არსებობს მონაცემები ანემიის, თრომბოციტოპენიის, ეოზინოფილიისა და ლეიკოპენიის განვითარების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ღვიძლის მხრივ: აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარაგინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება.

უკუჩვენებები
კომბინირებული პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ყველა სახის პენიცილინის
მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ორსულებში არ არსებობს. ამპიცილინი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს  30°C  ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: 0,75გ (0,5გ+0,25გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 2 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) ამპულა №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: DEVA Holding, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook