რელიფი

რელიფი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რელიფი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ზვიგენის ღვიძლის ქონი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი/ SHARK LIVER OIL; PHENYLEPHRINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოროის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 28.4 გ
1 გ
ზვიგენის ღვიძლის ქონი……………      30 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი….     2.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილ- და პროპილპარაბენი, ლანოლინი, ბენზონის მჟავა, სიმინდის ზეთი, გლიცერინი, ლანოლინის სპირტი, პარაფინი, გამოხდილი წყალი, ქონდრის ზეთი, ვიტამინი, თეთრი ცვილი.
რექტალური სუპოზიტორიები: ბლისტერზე 6 სუპ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 სუპ.
ზვიგენის ღვიძლის ქონი…………….       60 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი…..      5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კაკაოს ცხიმი 85%, სახამებელი, მეთილ- და პროპილპარაბენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზვიგენის ღვიძლის ქონს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტატიური, რეგენერაციული და იმუნომოდულირებადი მოქმედება.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ავლენს ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროებელ ეფექტს, რაც განაპირობებს ექსუდაციის, შეშუპებისა და ქავილის შემცირებას. აქვეითებს სეროზულ გამონადენს ჰემოროისა და ანორექტალური ზონის სხვა დაავადებების დროს.

ჩვენებები:
გამოიყენება შიდა და გარე ჰემოროის, ეროზიების, ნახეთქების, მიკროტრავმების და უკანა ტანის ქავილის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოზრდილებმა პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშაონ დაზიანებული მიდამო, ფრთხილად გაიწმინდონ ნამიანი ხელსახოცით, შემდეგ დაიშრონ სისველე ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ნაჭრით.

მალამო:
მალამო გამოიყენება დაზიანებულ არეში 4-ჯერ დღეში (დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ). სწორ ნაწლავში შესაყვანად გამოყენების წინ აპლიკატორს უნდა მოვხსნათ დამცავი სახურავი, დავამაგროთ იგი ტუბზე და მალამო აპლიკატორის მეშვეობით ფრთხილად შევიყვანოთ სწორ ნაწლავში.
ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის დეზინფიცირება და დამცავ სახურავში მოთავსება. მალამო ასევე ისმევა კანზე უკანა ტანის მიდამოში.
ბავშვებში 12 წლამდე გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

რექტალური სუპოზიტორიები:
გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ თითო სუპოზიტორია შეყავთ რექტალურად – დილას, საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ 4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ანალური ხვრელის მიდამოში კანის ჰიპერემია, გამონაყარი ან ქავილი.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
* თრომბოემბოლია, გრანულოციტოპენია.

განსაკუთრებული მითითებები:
– არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ექიმთან შეთანხმების გარეშე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
– შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოზის და წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიების დროს სამკურნალო საშუალებების გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
– უკანა ტანიდან ჭარბი სისხლდენისას ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში (7 დღეზე მეტი), აუცილებელია პროქტოლოგის დამატებითი კონსულტაციის მიღება.

ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 270C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook