რემანტადინი

რემანტადინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რემანტადინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორის დასახელება: რიმანტადინის ჰიდროქლორიდი/Rimantadini  Hydrochloridum

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული საშუალება.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ რიმანტადინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რემანტადინი წარმოადგენს ამანტადინის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტივირუსული აქტივობა. იგი ეფექტურია A ტიპის გრიპის სხვადასხვა  ვირუსის მიმართ, აგრეთვე ავლენს ანტიტოქსიკურ მოქმედებას B ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის მიმართ. რემანტადინი აინჰიბირებს ვირუსის რეპლიკაციას ციკლის ადრეულ სტადიაზე. რემანტადინი აგრეთვე აინჰიბირებს არბოვირუსებს, რომლებიც წარმოადგენენ ენცეფალიტის გამომწვევებს. ყველაზე ხშირად აღნიშნულ ვირუსს ავრცელებენ ტკიპები.
რემანტადინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მიღებული დოზის  25%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით 72 სთ-ის განმავლობაში.
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, გამოხატული ციროზის დროს პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის 200 მგ ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი პირების ფარმაკოკინეტიკისაგან

ჩვენება:
რემანტადინი ინიშნება მოზრდილებსა და სკოლის ასაკის ბავშვებში გრიპის ადრეულ ეტაპზე მკურნალობისათვის და მოზრდილებში ეპიდემიის პერიოდში გრიპის პროფილაქტიკისათვის.
რეკომენდებულია რემანტადინის გამოყენება ვირუსული ეტიოლოგიის ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის პროფილაქტიკისათვის.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის მწვავე დაავადებები; თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის მხრივ.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, საჭმლისმონელების დარღვევა;
ნერვული სისტემის მხრივ: ცნობიერების დაბინდვა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა, აჟიტაცია, დეპრესია, ეიფორია, უნებლიე მოძრაობების სიჭარბე (ჰიპერკინეზი), მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია).
კანის მხრივ: გამონაყარი;
სმენისა და ვესტიბულური აპარატი: ყურებში შუილი (ტინიტუს);
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ყურადღება!
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, გულის რითმის დარღვევის, აგრეთვე ხანდაზმულებში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. ეპილეფსიისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარებისას ანამნეზში რემანტადინის გამოყენების ფონზე, ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკი ძლიერდება. აღნიშნული შემთხვევის დროს რემანტადინი გამოიყენება დოზით 100 მგ დღეში კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში რემანტადინის მიღებას წყვეტენ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
წინააღმდეგნაჩვენებია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან რემანტადინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პარაცეტამოლი და აცეტილსალიცილის მჟავა, აქვეითებენ რემანტადინის ეფექტს.
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის მიღებისაგან, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს გაუთვალისწინებელი რეაქციები ცნს-ის მხრივ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად, წყლის მიყოლებით.
A ტიპის გრიპის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება პირველივე სიმპტომების განვითარებისთანავე 48 სთ-ის განმავლობაში. მოზრდილებში – მკურნალობის პირველ დღეს პრეპარატი ინიშნება დოზით 100 მგ (2 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში, მეორე და მესამე დღეს – 100 მგ 2-ჯერ დღეში, მეოთხე და მეხუთე დღეს – 100 მგ ერთხელ დღეში. დაავადების პირველ დღეს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 3 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ან 6 ტაბლეტი ერთ მიღებაზე.
7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში რემანტადინი ინიშნება 50 მგ-ის ოდენობით (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში, 11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში – 50 მგ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 5 დღეს.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გრიპის პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება დოზით  – 50 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.
ტკიპებით გამოწვეული ვირუსული ეტიოლოგიის ენცეფალიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება დოზით 100 მგ (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში (ექიმის დანიშნულებისამებრ) – 5 დღის განმავლობაში.
პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ტკიპის კბენიდან 48 სთ-ის განმავლობაში.
რემანტიდინით პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ ტკიპის კბენიდან დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 48 სთ-ისა.
ცალკეულ შემთხვევებში, (რისკ ჯგუფებში – ტყიან ადგილებში ლაშქრობის მონაწილენი, კარვებში მცხოვრებლები და ა.შ.) მხოლოდ მოზრდილებისთვის არის დასაშვები ტკიპით გამოწვეული ენცეფალიტის პროფილაქტიკა (ნაკბენის გარეშე) პრეპარატის დოზით 50 მგ 2-ჯერ დღეში მიღებით  15 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები. მასზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჭარბდოზირებისას საჭიროა სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ღონისძიებები. რემანტადინი ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.
აღწერილია მისი მონათესავე პრეპარატით ამანტადინით მოწამვლის შემთხვევა: აღინიშნებოდა აგზნება, ჰალუცინაციები, არითმია, ლეტალური გამოსავალი. ჭარბი დოზირების დროს, სიმპტომებით ცნს-ის მხრივ, ეფექტურია ვენაში ფიზოსტიგმინის შეყვანა 1-2 მგ-ის ოდენობით და ბავშვებში 0,5 მგ განმეორებით, თუკი ეს აუცილებელია, მაგრამ არა უმეტეს 2 მგ/სთ-ში.

ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან  დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი

მწარმოებელი: ოლაინფარმა, ლატვია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook