რემერონი

რემერონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რემერონი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მირტაზაპინი/MIRTAZAPINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30ც.
1 ტაბ.
მირტაზაპინი…………   15 მგ
1 ტაბ.
მირტაზაპინი………….  30 მგ
1 ტაბ.
მირტაზაპინი…………   45 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტიდეპრესანტი. აძლიერებს ცენტრალურ ადრენერგულ და სეროტონინიულ გადაცემას. აბლოკირებს 5–HT2 და 5–HT3–სეროტონინულ რეცეპტორებს, რის გამოც სეროტონინრგული გადაცემის გაძლიერება რეალიზდება მხოლიდ 5– HT1 რეცეპტორებით. ანტიდეპრესიული აქტიობის გამოვლენაში მონაწილეობენ ორივე სივრცული ენანთიომერი: S(+) – ენანთიომერი აბლოკირებს ალფა 2 – ადრენო– და 5–HT2–სეროტონინულ რეცეპტორებს, R(-) – ენანთიომერი –5–HT3–სეროტონინულ რეცეპტორებს.
აბლოკირებს რა H1 – ჰისტამინურ რეცაპტორებს ახდენს სედატიურ მოქმედებას. თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ ახდენს ანტიქოლინერგულ აქტიობას და არ ახდენს გავლენას გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე. კლინიკურ პირობებში ვლინდება ასევე ანქსიოლიტური და საძილე მოქმედება, ამიტომ მიტრაზაპინი ეფექტურია სხვადასხვა გენეზის შფოთვის დროს. ზომიერი სედატიური მოქმედების გამო, მკურნალობის პროცესში არ ვლინდება სუიციდზე ფიქრი.
ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 1–2 დღის შემდეგ.

ჩვენებები:
დეპრესიული მდგომარეობა (მათ შორის, ანგედონია, ფსიქომოტორული დამუხრჭება, უძილობა, ადრეული გაღვიძება, წონაში დაკლება, ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, სუიციდალური აზრები და განწყობის ლაბილობა.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით. დაუღჭავად, ძილის წინ. საწყისი დოზა – 15მგ/დღ., დოზის თანდათან გაზრდით 45 მგ/დღ.
მკურნალობის კურსი – 4–6 თვე (კლინიკური სიმპტომების სრულ გაქრობამდე). თუ მკურნალობიდა 6–8 კვირის განმავლობაში არ აღინიშნა ჩატარებული მკურნალობის ეფექტი მაშინ მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, დახურულკუთხოვანი გალაუკომა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ეპილეფსია, თავის ტვინის ორგანული დაზიანება, მოციმციმე ტაქიარითმია, სტენოკარდია, არტერიალური ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, წამლისმიერი დამოკიდებულება და ფსიქოაქტიური სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილება (ანამნეზში), მანია, ჰიპომანოა, ორსულობა.

გვერდითი მოქმედება:
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, დამუხრუჭება, კრუნჩხვა, კანკალი, მიოკლონუსი, ჰიპერკინეზები, ჰიპოკინეზია, განწყობის და მენტალობის  ცვლილება, აჟიტაცია, შფოთი, აპათია, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, ემოციონალური ლაბილობა, მანია, ეპილეპტიური გულყრები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჰიპერესთეზია.
სისხლწარმოქმნის მხრივ: სისხლწარმოქმნის დათრგუნვა – გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მადის მომატება, წონაში მომატება, პირის სიმშრალე, წყურვილი, ტკივილი მუცელში, ღვძლის „ტრანსამინაზების“ მომატება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: პოტენციის დაქვეითება, დისმენორეა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.
სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, მოხრჩობა, შეშუპების სინდრომი, მიალგია, ტკივილი ზურგში, დიზურია, წამალზე დამოკიდებულება, „მოხსნის“  სინდრომი.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი, ფილტვების ოქსიგენაცია და ვენტილაცია, სიმპტომატური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:
შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გაძლიერდეს ფსიქოტონური სიმპტომატიკა.
ბიპოლარული აფაექტური ფსიქოზის დეპრესიული ფაზის მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ეფექტის ინვერსია მანიის განვითარებით.
შესაძლო სუიციდალური ტენდენციის გათვალისწინებით ავადმყოფს უნდა მიეცეს ტაბლეტის მხოლოდ მცირე რაოდენობა.
რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობა უნდა დაენიშნოს მხოლოდ საიმედო კონტრაცეფციის პირობებში.
პრაპარატის ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ უეცარი შეწყვეტა იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და თვითშეგრძნების გაუარესებას.
სიყვითლისას, ინფექციური დაავადებების სიმპტომებისას ან სისხლის სურათის შეცვლისას მირტაზაპინის მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშოს შესრულებისას, რომლიც მოითხოვს მომატებული ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ურთიერთქმედება:
აძლიერებს ეთანოლის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს–ზე და სედატურ მოქმედებას ბენზიდიაზეპინური სტრუქტურის ანქსიოლიტიკურ მოქმედებას. სასურველი არ არის მაო–ს ინჰიბიტორებთან ერთად მიღება, ასევე მათი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. მეტაბოლიზმის ინდუქტორებს და ინჰიბიტორებს შეუძლიათ სისხლში შეცვალონ მირტაზაპინის კონცენტრაცია. მიელოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰეპატოტოქსიურობის გამოვლენას.

მწარმოებელი: ORGANON, ნიდერლანდები

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook