რენეოსი / RENEOS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რეპაგლინიდი/repaglinide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები
შემადგენლობა
ტაბლეტები: შეფუთვაში 90 ც.
1 ტაბ.
რეპაგლინიდი……. 1 მგ
1 ტაბ.
რეპაგლინიდი……. 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალცი ორჩანაცვლებული ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი, პოვიდონი 30, გლიცერინი 85%, მაგნიუმის სტეარატი, მეგლუმინა, პოლოქსამერი 407, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (რენეოსი 1 მგ ტაბლეტები),
ფარმაკოლოგიური თვისებები
აბლოკირებს პანკრეასის β-უჯრედების მემბრანაშიAატფ-დამოკიდებულ არხებსპეციფიურ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც იწვევს უჯრედების დეპოლარიზაციას და კალციუმის არხების გახსნას. შედეგად, კალციუმის მომატებული ნაკადი ინდუცირეას უწევს β- უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას.
ფარმაკოკინეტიკა
სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 1 საათში; 90%-ზე მეტი უკავშირდება სიხლის პლაზმის ცილებს; ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად. გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად, 8%-ზე- ნაკლები – შარდთან ერთად, 1% – ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2 (ინსულინდამოუკიდებელი).
მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, დოზის შერჩევა ხდება გლუკოზის დონის ოპტიმიზაციის მიზნით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 500 მკგ. Dდოზის მატება შესაძლებელია მოხდეს 1-2 კვირის განმავლობაში რენეოსის მუდმივი მიღებიდან ნახშირწყლოვანი ცვლის ლაბორატორიული მაჩვენებლების მიხედვით.
მაქსიმალური დოზები: ერთჯერადი – 4 მგ; სადღეღამისო – 16 მგ;
სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ.
მიიღება ყოველი ძირითადი საკვების წინ. პრეპარატის მიღების ოპტიმალური დროა – 15 წუთით ადრე საკვების მიღებამდე, შესაძლებელია 30 წუთით ადრე მიღებაც ან Uუშუალოდ ჭამის წინ.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერგლიკემია: გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება და მადის დაკარგვა.
ჰიპოგლიკემია: შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, შიმშილის გრძნობა, და კონცენტრაციის გაძნელება.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, პირღებინება და ყაბზობა.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ვასკულიტი, აგრეთვე, ღვიძლის ფერმენტების მატება, მხედველობის გაუარესება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა რეპაგლინიდის მიმართ, შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 1, დიაბეტური კეტოაციდოზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციათა დარღვევა, თანამხლები მკურნალობა CYP3A4 ინჰიბიტორებით ან მაინდუცირებელი პრეპარატებით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება: დასუსტებულ პაციენტებში ან პაციენტებში დაქვეითებული კვების რეჟიმით – საჭიროა მინიმალური ან შემანარჩუნებელი დოზით დანიშვნა და დოზის შერჩევა სიფრთხილით.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 2მგ ტაბლეტი #90
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Aegis Ltd, კვიპროსი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook