რეტინოლი – RETINOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ჩვენებები
ჰიპოვიტამინოზი A, როდესაც არ არის მისი პარენტერალური გამოყენების აუცილებლობა: ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიის გარეშე (თვალებში სიმშრალის შეგრძნება); ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიით; მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკა.
კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა დისკერატოზი და ჰიპერკერატოზი, სებორეული ეგზემა, ფოლიკულური კერატოზი, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს დუნე ეპითელიზაციით.;
ოტორინოლარინგოლოგიაში: მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი, ინფექციური დაავადებები, სტრესული მდგომარეობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: კუჭის რეზექცია, ცელიაკია, სპრუ, ადგილობრივი ენტერალური სინდრომი, სტეატორეა, დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი პანკრეასის ფუნქციის უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტი.
პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს.
ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სახის და სიმძიმის მიხედვით.
ვიტამინ A-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ქსეროფთალმიის გარეშე:
– ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში – 100000 IU დღეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალობის 12-დღიანი კურსი დღეღამეში 500000 IU.
– ბავშვებში 1-დან 8 წლამდე – 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 17000-35000 IU დღეღამეში, 10 დღე.
– ბავშვებში 1 წლის ასაკის ქვევით 1000 IU/კგ-ზე დღეღამეში 5 დღე, შემდგომში 10 დღიანი კურსით 7500-1000 IU დღეღამეში.
ვიტამინი A-ს დეფიციტის სამკურნალოდ ქსეროფთალმიით:
– ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში – 500000 IU დღეღამეში 3 დღე, შემდგომში 14 დღიანი კურსით 50000 IU დღეღამეში, შემდეგი 2 თვიანი კურსით 20000 IU დღეღამეში.
– ბავშვებში 1-დან 8 წლამდე – 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღე ან მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკისათვის:
– ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში – 10000-50000 IU დღეღამეში.
სხვა პათოლოგიების დროს ჩვენების მიხედვით:
– მოზრდილებში/ქალებში – 4000 IUდღეღამეში;
– მოზრდილებში/მამაკაცებში – 5000 IU დღეღამეში;
– ბავშვებში 10 წლის ასაკის  ზევით 4000-5000 IU დღეღამეში;
– ბავშვებში 7-დან 10 წლამდე 3300-3500 IU დღეამეში;
– ბავშვებში 4-დან 6 წლამდე 2500 IU დღეღამეში;
– ბავშვებში 6 თვიდან 3 წლამდე 1500-2000 IU დღეღამეში.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზები პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს:
– ფეხმძიმეებში – 5000 IU დღეღამეში.
– ლაქტაციის პერიოდში 6000 IU დღეღამეში.
სხვა პათოლოგიების დროს ხდება პრეპარატის დოზის ინდივიდუალური დადგენა.
გვერდითი მოვლენები
რეტინოლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას აღინიშნება ძილიანობა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, მაცერაცია ტუჩების კუთხეებში, ალოპეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები. თუ ვიტამინი A-ს პლაზმური დონე შეადგენს 50000 IU/100 მლ-ში აღინიშნება ღებინება, ქავილი, მხედველობის გაორება, კანის ჰიპერპლაზია.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ჰიპერვიტამინოზი A.
* ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია
დოზის მიღების ვადების დადგენისას საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში.
არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატი დოზით 6000 IU იწვევს ნაყოფის დაზიანებას (საშარდე ტრაქტის ანომალია, ზრდის შენელება).
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გადადის დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე;
♦ იგი ნაკლებად ეფექტურია მშრალ და დანაოჭებული კანის სამკურნალოდ, ასევე ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ, როდესაც არ აღინიშნება ვიტამინის დეფიციტი.
♦ მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი მაღალი ტოქსიურობის გამო.
♦ პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიოსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და თირკმელების დაავადებების დროს, რადგანაც მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის გაზრდა სისხლში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას აღინიშნება: ჰიპერემია, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, უმადობა, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, სისხლჩაქცევები კონიუნქტივაში და პირის ლორწოვან გარსში, ღვიძლის უმნიშვნელო გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმების ცვენა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აღნიშნული მოვლენები ქრება.
თერაპია ამ შემთხვევებში – მანიტოლი, გლუკოკორტიკოიდები და ვიტამინი E.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
– რეტინოლის ტოქსიურობა ძლიერდება ალკოჰოლით და რეტინოიდებით. კონტრაცეპტივები იწვევენ პრეპარატის დონის გაზრდას ორგანიზმში.
– არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული მიღება: ნიტრატებთან, ქოლესტირამინთან, ნეომიცინთან, სუკრალფატთან, ანტაციდურ და საფაღარათო პრეპარატებთან, რადგანაც ისინი ცვლიან მის რეზორბციას.
– ვიტამინი A-ს კომბინაციას ვიტამინ E-თან გააჩნია თერაპიული ეფექტი გინეკოლოგიაში, დერმატოლოგიაში და გერიატრიაში. ვიტამინი E ინარჩუნებს რეტინოლს აქტიურ ფორმაში და იცავს მას დაჟანგვისაგან.
ხშირად ვიტამინ A-ს იღებენ ვიტამინ E-თან ერთად.

გაფრთხილება