რეუკოლი

რეუკოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რეუკოლი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Lactobacillus reuteri

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 5 წვეთი შეიცავს 108 ცოცხალ Lactobacillus reuteri -ის ბაქტერიას.

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
Lactobacillus reuteri  ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში.
Lactobacillus reuteri  გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.
Lactobacillus reuteri  გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას:
რეუტერინი – ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; თრგუნავს სხ/სხ        გრამ + და გრამ – ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და ა.შ.);
რეუტერიციკლინი – ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით;
რეუტერიცინი – ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური  ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.

ჩვენება:
• ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
• ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
• ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები:
სიცოცხლის პირველივე დღეებში 5 წვეთი დღეში 1-ჯერ (კვებისგან დამოუკიდებლად), წვეთები შეიძლება მიეცეს პირდაპირ, ან სითხეში (წყალი/წვენი/რძე) გახსნილ მდგომარეობაში-მაქსიმალური ტემპერატურა 37 °C.
აკრძალულია მიღება ცხელ სითხესთან ერთად!

მოზრდილები: 5 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.

წვეთების მიღებისას რეკომენდებულია ფლაკონის წინასწარი შენჯღრევა!
წვეთების მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან  ერთად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!

გვერდითი ეფექტები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

შენახვის პირობები:
წვეთები ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ფლაკონი გახსნის შემდეგ მომდევნო 4 კვირა უნდა ინახებოდეს მაცივარში.

შენახვის ვადა: 24 თვე.
გამოშვების ფორმა: 10 მლ, წვეთები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Euronatural, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook