რეჰიდრო ელექტროლიტები ფორტე

რეჰიდრო ელექტროლიტები ფორტე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რეჰიდრო ელექტროლიტები ფორტე  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატები ენერგეტიკული და ელექტროლიტური ბალანსის კორეგირებისათვის
დექსტროზა 10 გ
ნატრიუმის ქლორიდი 3.5 გ
კალიუმის ქლორიდი 2.5 გ
ნატრიუმის ციტრატი 2.9 გ

• სწრაფად ავსებს სითხის და მარილების დანაკლისს დიარეის, ღებინების და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს
• ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ძალა და წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან

ჩვენება:

–  წყალ – მარილოვანი ბალანსის აღდგენა
– აციდოზის კორექცია მწვავე ფაღარათის დროს
– ფაღარათის დროს განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია
– წყალ -მარილოვანი ბალანსის დარღვევით მიმდინარე სითბური დაზიანებები
– გულისრევა/ღებინების, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს

პროფილაქტიკური მიზნებით:
სითბური და ფიზიკური დატვირთვის და ინტენსიური ოფლდენის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლ გადადუღებულ, ოთახის ტემპერატურის წყალში.
მოზრდილებში მიიღება 80-100 მლ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.

გამოშვების ფორმა: პაკეტი ფორთოხლის არომატით N10; პაკეტი ჟოლოს არომატით N 10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Idee PharmaWelt GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook