რივაივი / Rivaivi

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები, ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა

კატაბალახას ექსტრაქტი…….100 მგ
კოჭას ექსტრაქტი………………. 50 მგ
მაგნიუმი………………………….. 33 მგ
ვიტამინი B 1………………………..1 მგ
ვიტამინი B 2……………………..1,2 მგ
ვიტამინი B 6………………………..1 მგ
ნიკოტინამიდი…………………….10 მგ
მანგანუმი…………………………….1 მგ
პანთოთენის მჟავა……………….. 3 მგ
ფოლის მჟავა………………….. 100 მკგ
ბიოტინი………………………….. 50 მკგ
ჩვენებები
ნევროლოგია, თერაპია და ფსიქიატრია:
ალგიური სინდრომი, შაკიკი, სტრესი, ნევროზი, შფოთვა,შიში, მოუსვენრობა,
მომატებული გაღიზიანებადობა, დეპრესია, ფობია, აკვიატებული აზრები,
ძილის დარღვევა, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი
დისტონია, სპასტიური მდგომარეობები, ჰიპერტონული დაავადება, ასთენია,
რევმატიული დაავადებები, რადიკულიტი
მომატებული გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა
გინეკოლოგია:
კლიმაქტერული დარღვევები მომატებული გაღიზიანებადობით,
გადაძაბვის თავის ტკივილი, ორსულთა ტოქსიკოზი,
საშვილოსნოს ტონუსის მომატება, პრედმენსტრუალური სინდრომი
დერმატოლოგია:
ნევროზული გენესის გამოვლინებები კანზე: ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი
კარდიოლოგია:
კარდიალგია (ტკივილის ჩივილი ობიექტური პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში), ჰიპერტონული დაავადება
გასტროენტეროლოგია:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
მიღების წესები და დოზები
ბავშვებისთვის 3 წლიდან და ზევით 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში
ბავშვები 6 წლიდან და მოზრდილები 1-2 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში
უძილობის დროს 2 კაფსულა დაძინებამდე 1-2 სთ ადრე
ორსულთა ტოქსიკოზის დროს 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, თირკმლის უკმარისობა, ლაქტაციის პერიოდი
გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Zee Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook