რივანოლის ფხვნილი 0,1 გრ. / Rivanolum

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
რივანოლის ფხვნილის 0,1% ხსნარი გამოიყენება როგორც ანტიმიკრობული მოქმედების საშუალება ძირითადად კოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
ჩვენებები
ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატი, გამოიყენება ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.
მიღების წესები და დოზები
გარეგანი საშუალება 0,1 % ახლადმომზადებული ხსნარის სახით ინფიცირებული ქსოვილების დასამუშავებლად.
გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს უკუჩვენება არა აქვს.
განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.

გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.
ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე – 18-22°C.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 0.1 გ ფხვნილი გარეგანი ასეპტიკური ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ეუბიოტიკები, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook