რიმანტადინი

რიმანტადინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რიმანტადინი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტივირუსული საშუალება, ადამანტანის წარმოებული. აქტიურია რიგი ვირუსების მიმართ, როგორიცაა: A გრიპის შტამები (განსაკუთრებით A2 ტიპი), აგრეთვე – ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსები (ცენტრალურ-ევროპული და რუსული გაზაფხულ-ზაფხულის), რომლებიც არბოვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება Flavaviridae ოჯახიდან. ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია სპეციფიკურ რეპროდუქციაში ადრეული სტადიის შეფერხებით უჯრედში ვირუსის შეღწევასა და რნმ საწყის ტრანსკრიფციას შორის შუალედში. ფარმაკოლოგიური ეფექტურობა, ამგვარად, ინფექციური პროცესის დაწყებით ფაზაში ვირუსული რეპროდუქციის დათრგუნვითაა უზრუნველყოფილი.

ჩვენებები
გრიპის პროფილაქტიკა და მკურნალობა დაავადების ადრეულ ფაზაში (ბავშვებში 7 წლის ასაკიდან);
გრიპის პროფილაქტიკა ზრდასრულებში ეპიდემიის დროს;
ვირუსული ეტიოლოგიის (ტკიპისმიერი) ენცეფალიტის პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩვენებები, ავადმყოფის ასაკი და შერჩეული მკურნალობის სქემა.

გვერდითი მოქმედება
მოსალოდნელია ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, ბილირუბინის მომატებული დონე სისხლში, თავის ტკივილი, უძილობა, ნერვიულობა, თავბრუ, ყურადღების დაქვეითება.

უკუჩვენებები
* ღვიძლის მწვავე დაავადებები;
* თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
* თირეოტოქსიკოზი;
* ორსულობა;
* ჭარბი მგრძნობელობა რიმანტადინისადმი.

განსაკუთრებული მითითებები
♦ რიმანტადინის მიღებამ შეიძლება ქრონიკული თანმხლები დაავადებები გაამწვავოს.
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ხანდაზმულებში ჰემორაგიული ინსულტის რისკი იზრდება.
♦  ანამნეზში მითითებული ეპილეფსიისა ან შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში რიმანტადინის მიღებამ ეპილეფსიური შეტევის რისკი შეიძლება გააძლიეროს. ამგვარ პირობებში რიმანტადინს უნიშნავენ 100 მგ-მდე დღეში ანტიეპილეფსიურ თერაპიასთან ერთდროულად.
♦ B-ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევაში რიმანტადინით ანტიტოქსიკური ეფექტი იქნება უზრუნველყოფილი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook