რინო ნაფტაზოლინი – RINO NAFTAZOLINA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

100მლ ხსნარი და 100მლ წვეთები შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,200გ.
დამხმარე საშუალებები:
P–ოქსიბენზოატის ეატერები 0,047გ, გაწმენდილი სტერილური წყალი 100მლ–მდე.
ფარმაკოლოგია:
ნაფაზოლინი არის იმიდაზოლის ჯგუფის სიმპათომიმეტური ინგრედიენტი. ადგილობრივი მიღებისას იგი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ინტენსიურ ვაზოკონსტრიქციას. ამ მიზნით იგი გამოიყენება, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ჰიპერსეკრეცია. კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან შედარებით მას გააჩნია მაღალი ეფექტურობა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პრეპარატი გამოვიყენოთ საკმაოდ დაბალი დოზებთ.
ტოქსიკურობა: DL50 პერორალური გზით უფრო მაღალი, ვიდრე 2,5 მლ/კგ ვირთაგვებში.
ქვემწვავე პერორალური ტოქსიურობა: 0,5 მლ/კგ 30 დღის განმავლობაში ვირთაგვებში არ იწვევს რაიმე სახის სისტემურ ტოქსიკურ ეფექტს. ბიოქიმიური პარამეტრები და ჰისტოლოგიური ტესტები, რომლებიც ჩატარდება ცხოველებში, ნორმალურია. ხსნარს არ გააჩნია ალერგიული ეფექტი ან გამაღიზიანებელი მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე.
კლინიკური მონაცემები:
თერაპიუილი ჩვენებები: შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ნაზალური, პარანაზალური და ცხვირის ფარინგეალური ანთებითი პროცესების დროს.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტებისა და იმიდაზოლური სიმპათომიმეტური პრეპარატების მიმართ. ქრონიკული რინიტი, გულის დაავადებები და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერთირეოიდიზმი, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია  პრეპარატი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ მიიღოთ მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებით თერაპიის დროს ან თერაპიის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. არ მიიღოთ პერორალურად, არ მიიღოთ ოთხ დღეზე მეტ ხანს.
არასასურველი ეფექტები: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა ან ლორწოვანი გარსის კონგესცია.
მაღალი დოზებით მკურნალობისას, რომელიც გრძელედება ოთხ დღზე მეტხანს ნაფაზოლინის აბსორბციამ ანთებითი ლორწოვანი გარსის საშუალებით შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სისტემური ეფექტები, როგორიცაა: ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, ცეფალალაგია, გაძნელებული შარდვა.
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, ასევე პრეპარატის გადაყლაპვისას, მან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, სერიოზული ცეფალალგია, ხოლო ბავშვებში ჰიპოთერმია, ცენტრალური ნერვული სსიტემის დეპრესია მაღალი სედაციით; აღნიშნული სიმპტომები საჭიროებენ სასწრაფო ყურადღებას.
განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას:
პრეპარატის მიღება იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულარული მოვლენები და განსაკუთრებით ჰიპერტენზია, უნდა მოხდეს ექიმის რჩევით. ვაზოკონსტრიქტორების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის და პარანაზალური სინუსების ნორმალური ფუნქციის შეცვლა, რაც გამოიწვევს პრეპარატის მიმართ ტოლერანტობას. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა აღმოჩნდეს ძალზედ სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არ არის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, შეწყვიტთ მისი მიღება და მიმრთეთ ექიმს.
ხშირია კონგესციის შემთხვევები ნაზალური შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის გადაჭარბებით მიღება: პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით. ჭარბი დოზის მიღება ხშირია და სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებში. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ბავშვებში, მოხუცებულებსა და ორსულებში პირველი თვეების განმავლობაში. ბავშვებისა და მგრძნობიარე პაციენტებში სასურველია პრეპარატი დაინიშნოს შემდეგი დოზით: რინო ნაფტაზოლინის ერთი წილი დამატებული დისტილირებული წყლის სამ წილს ინგალიაციების სახით.
ორსულობა და ლაქტაცია:
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ორსულობის პირველ თვეებში და ლაქტაციის დროს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ არის ცნობილი.
დოზირება და მიღების წესი:
წვეთები: 3–4 წვეთი ცხვირში ჩაწვეთებით დღეში 2–3–ჯერ. ნაზალური ფარინგეალური ინჰალაცია: ხსნარის ერთი წილი სამ წილ დისტილირებულ წყალში.
ჭარბი დოზა:
არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა, რათა თავიდან აიცილოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ბრადიკარდია, ძილიანობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ პრობლემები.
რჩევები:
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ზემოქმედება ავტომობილის მართვაზე ან მანქანადანადგარების გამოყენებაზე: არ არის ცნობილი
შეუთავსებლობა: არ არის ცნობილი
შენახვის ვადა: გაუხსნელად 60 თვე.
შენახვის პირობები: შეინახეთ სუფთა მშრალ ადგილას არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატის გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: BRUSCHETTINI S. r. I, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook