რიპრონატი / RIPRONAT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პროპიონატის დიჰიდრატი / propionate dihydrate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები
შემადგენლობა
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რიპრონატი წარმოადგენს γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენტს – γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა γ-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.
პრეპარატი, აინჰიბირებს რა γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ – დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A-ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის მემბრანაზე მათ მავნე ზეგავლენას. იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.
კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში γ-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რაც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.
არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
რიპრონატი აუმჯობესებს სისხლის რეგიონულ მიმოქცევას თვალის ფსკერის ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიისას.
პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მისი შეყვანისთანავე მიიღწევა. ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-6 საათს შეადგენს.
ჩვენებები
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
– დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
– ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);
– ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი)
– ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
– აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
მიღების წესები და დოზები
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია რიპრონატის დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 500 მგ 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ ხდება გადასვლა პერორალურ ფორმაზე 500-1000 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვისას ინიშნება პერორალურად 250 მგ დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპია 2-3 კვირაში მეორდება.
სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
ბადურას სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და დისტროფიული დაავადებების დროს – პარაბულბალურად რიპრონატის 0.5 მლ ხსნარი დღეში, 10 დღის განმავლობაში.
ბრონქული ასთმის დროს ინიშნება პერორალურად 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ინიშნება 500 მგ დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები.
ცნს-ს მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, გაწითლება, გამონაყარი, შეშუპება.
უკუჩვენება
– პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
რეაქციის სისწრაფეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ჭარბი დოზირება
გვერდითი ეფექტების გაძლიერება, შესაძლებელია არტერიული წნევის ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.
კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან, ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 5 მლ 10% I/V საინიექციო ხსნარი ამპულაში №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Rompharm Company, რუმინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook