როზუვინი / ROZUVIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): როზუვასტატინი/rosuvastatin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები
ათქ კლასიფიკაციის კოდი: C10AA07
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: ბლისტერზე 28 ც.
1 ტაბ.
კალციუმის როზუვასტატინი…… 10 მგ
1 ტაბ.
კალციუმის როზუვასტატინი…… 20 მგ
1 ტაბ.
კალციუმის როზუვასტატინი…… 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატისდიჰიდრატი, კროსპოვიდონი I ტიპი, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი, ტალკი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის დიოქსიდი წითელი და რკინის ოქსიდი ყვითელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
როზუვინი ინიშნება ქოლესტერინის მაღალი დონის დროს, რაც ნიშნავს რომ იმყოფებით ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის ქვეშ.
სტატინების დანიშვნა ხდება იმ დროს, როდესაც დიეტის ცვლილება და ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. როზუვინის მიღებასთან ერთად შეგიძლიათ ქოლესტერინის დამწევი დიეტის და ვარჯიშის გაგრძელებაც.
ან არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ზრდის ინფარქტის ან ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ინსულტი ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის წარმოქმნის მიზეზია ცხიმების დაგროვება სიხსლძარღვებში.
როზუვინი ინიშნება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექციისთვის რასაც ეწოდება ლიპიდები, რომელთა შორის ძირითადია ქოლესტერინი. სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები – „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).
როზუვინს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე.
იგი ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ორგანიზმის უნარს გამოდევნოს იგი სისხლიდან.
ადამიანების უმეტესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე არ ახდენს ზემოქმედებას მათ ზოგად მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია რაიმე სახის სიმპტომი. იმის გამო, რომ ხშირად არ მიმართავენ მკურნალობას, ცხიმოვანი ნარჩენები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და ავიწროებს მათ. ზოგჯერ ხდება შევიწროებული სისხლძაღვების დახშობა, რის გამოც სისხლძარღვები ვეღარ აწვდიან სისხლს გულს და ტვინს, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევით, მცირდება ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელბასთან დაკავშირებით სხვა პრობლემების განვითრების რისკი.
უნდა გაგრძელდეს როზუვინის გამოყენება, მიუხედავად იმისა, შემცირდა თუ არა ქოლესტერინი საჭირო დონემდე, რადგან იგი ინარჩუნებს ქოლესტერინის სათანადო დონეს და იცავს სისხლძარღვების კედლებს ცხიმების დაგროვებისგან.
თუმცა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ჩვენებები
როზუვინი გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) შემცველობის რეგულირებისათვის.

დოზირების რეჟიმი
როზუვინის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საწყისი დოზა
როზუვინის საწყისი დოზა, იმ შემთხვევაში თუ არ მიგიღიათ რომელიმე სტატინი, შეადგენს 5 მგ-ს, ხოლო თუ მიგიღიათ 5 მგ ან 10 მგ საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
– თქვენი ქოლესტერინის დონეზე;
– ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის დონეზე;
– ისეთი ფაქტორის არსეობაზე, რაც ხელს შეუწყობს გვერდითი მოვლენების განვითარებას.
გაარკვიეთ თქვენს ექიმთან როზუვინის რა საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ მინიმალური დოზა (5 მგ), თუ:
– ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი);
– ხართ 70 წელზე ასაკის ზემოთ;
– გაწუხებთ თირკმელების ზომიერი სიმძიმის პრობლემები;
– იმყოფებით კუნთების ტკივილის განვითარების რისკის ქვეშ (მიოპათია).
დოზის გაზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე
ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს თქვენთვის დოზის გაზრდა, იმისათვის რომ მიიღოთ როზუვინის ის დოზა, რაც თქვენთვისაა საჭირო. 5 მგ საწყისი დოზის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ორმაგი 10 მგ დოზა, შემდეგ 20 მგ და შემდეგ 40 მგ საჭიროების შემთხვევაში. 10 მგ საწყისი დოზის შემთხვევაში შესაძლებელია თქვენმა ექიმმა გაგიორმაგოთ დოზა 20 მგ-მდე, შემდეგ კი 40 მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში. დოზის თითოეულ კორექციას შორის შუალედი უნდა იყოს 4 კვირა.
როზუვინის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. იგი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის დონე არ იწევს ქვემოთ 20 მგ-ის მიღების შედეგად.

მიღების წესი
პრეპარატი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
მიიღეთ როზუვინი დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არ დაგავიწყდეთ ტაბლეტის მიღება. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთსადაიმავე დროს.
რეკომენდებულია ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ იგი დაუბრუნდა სათანადო ნიშნულს. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს თქვენთვის განკუთვნილი დოზები, იმისათვის რომ მიიღოთ პრეპარატის თქვენთვის შესაფერისი დოზა.
თუ გაქვთ ეჭვი რომ როზუვინს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზუვინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
როზუვინის მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის შეწყვეტის გამო შესაძლებელია თქვენი ქოლესტერინის დონემ კვლავ მოიმატოს.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, როზუვინმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები ისეთ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან როზუვინში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში.
შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტის, შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
– სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე;
– სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი;
– კანის ძლიერი ქავილი.
შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში.
როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კუნთებში უსიამოვნო ეფექტების განვითარების რამოდენიმე შემთხვევას და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი. მიმართეთ ექიმს შემდეგი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძლიან ხშირი: შეინიშნება 10-დან 1 პაციენტში. ხშირი: შეინიშნება 10-დან 1-ში, მაგრამ >1/1000. იშვიათი: შეინიშნება 1000-დან 1-ში, მაგრამ არაუმეტეს 10000-დან 1-ში. ძალიან იშვიათი: შეინიშნება <1/10000.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
მიმართეთ ექიმს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
– თავის ტკივილი;
– მუცლის ტკივილი;
– ყაბზობა;
– შეუძლოდ ყოფნა;
– კუნთების ტკივილი;
– სისუსტე;
– თავბრსუხვევა;
– შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 40 მგ-სთვის);
– დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
– გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე;
– შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 5 მგ, 10 მგ და 20 მგ).
იშვიათი:
– მწვავე ალერგიული რეაქციები – სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ;
– კუნთების დაზიანების დროს – სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში;
– მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი);
– სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი:
– სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება);
– ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
– სისხლიანი შარდი;
– ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება);
– სახსრების ტკივილი;
– მეხსიერების დაკარგვა.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
– დიარეა;
– სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა);
– ხველა;
– სუნთქვის გაძნელება;
– ედემა (შეშუპება);
– ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;
– სექსუალური გართულებები;
– დეპრესია;
– სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები
სიფრთხილის ზომები:
– თუ გაქვთ ალერგია როზუვინის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ;
– თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში;
– თუ დაორსულდით როზუვინის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. როზუვინის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით;
– ღვიძლის დაავადებებისას;
– თირკმლის მწვავე დაავადებებისას;
– თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს..
ასევე, არ მიიღოთ როზუვინი 40 მგ (მაქსიმალური დოზა):
– თირკმლის ზომიერი სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს);
– ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას;
– კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს;
– დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას;
– თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი);
– თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად;
– თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. როზუვინის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში. როზუვინის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. როზუვინის მიღებისას დაორსულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დაუშვებელია როზუვინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
როზუვინის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და აცნობეთ ექიმს, თუ:
– გაქვთ თირკმელების პრობლემები;
– გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
– კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს. აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ კუნთების გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, განსაკუთრებით თუ ხართ შეუძლოდ ან გაქვთ ცხელება;
– თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
– ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუნქციონირებისას;
– თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად.
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, მაშინაც კი, თუ იღებდით სხვა პრეპარატებს ქოლესტერინის მაღალი დონის დასაწევად:
– თუ პაციენტი არის ბავშვი, როზუვინი არ ინიშნება ბავშვებში;
– 70 წელზე მეტი ასაკის დროს (რადგან ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი საწყისი დოზა);
– მწვავე რესპირატორული პრობლემების დროს;
– თუ გაქვთ დიაბეტი ან მიეკუთვნებით დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფს;
– თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). თქვენი ექიმი შეგირჩევთ როზუვინის თქვენთვის შესაფერის საწყის დოზას.
ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას (თუ არ ხართ დარწმუნებული), არ მიიღოთ როზუვინის 40 მგ (მაქსიმალური დოზა) და გადაამოწმეთ დოზა თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან როზუვინის გამოყენებამდე.
ზოგჯერ სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლის პრობლემები. ამის გაგება შესაძლებელია მარტივი ანალიზის მეშვეობით სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატების შემოწმებით. ამის გამო, ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის) როზუვინით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს. ზემოთჩამოთვლილთაგან წარსულში რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
როზუვინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: როზუვინის მიღება დაშვებულია უზმოზე ან ჭამის შემდეგ.
როზუვინის შემადგენელი ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შაქრის (ლაქტოზას) აუტანლობის შემთხვევაში როზუვინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. როზუვინი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს, რის გამოც ნატრიუმით გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა: როზუვინის მიღებისას შესაძლებელია ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა, რადგან იგი არ ზემოქმედებს მართვის უნარზე. თუმცა, ზოგჯერ როზუვინის მიღებისას აღინიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
როზუვინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჰოსპიტალში მიმართვისას, ან თუ გადიხართ მკურნალობას სხვა დაავადების გამო, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როზუვინს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ააცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგი სახის პრეპარატებს: ციკლოსპორინი (მაგ. ორგანოს ტრანპლანტაციის გამო), ვარფარინი (ან სხვა რომელიმე სისხლის გამათხიერებელი პრეპარატი), ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან სხვა რომელიმე პრეპარატს ქოლესტერინის დონის დასაწევად (როგორიცაა ეზეტიმიბი), კუჭ-ნაწლავის პრეპარატებს (კუჭის მჟავიანობის ნეიტრალიზებისთვის), ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივი (აბები), ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია ან ლოპინოვირი/რიტონავირი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო). ამ პრეპარატების ეფექტურობა შესაძლებელია შეიცვალოს როზუვინის მიღებისას ან პირიქით, ამ პრეპარატებმა შეცვალონ როზუვინის ეფექტურობა.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 10მგ, 20მგ, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Bilim Pharmaceuticals, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook