როტაბიოტიკი ბეიბი / ROTABIOTIC BABY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
წამლის ფორმა
პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
აღწერილობა: მოყვითალო ფხვნილი მოყავისფრო ნაწილაკებით.

შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ლიოფილიზებული ბაქტერიები 3.0 × 108 CFU:
Lactobacillus acidophilus 0.5 × 108 CFU
Bifidobacterium ssp.    0.5 × 108 CFU
დიდი კამის ნაყოფების ექსტრაქტი 200მგ
გვირილის ყვავილების ექსტრაქტი 150მგ
ინულინი 150მგ
დამხმარე ნივთიერება: საქაროზა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბიოლოგიური წარმოშობის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები. ნაწლავური ფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები. რძემჟავის წარმომქმნელი მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატები.

ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
როტაბიოტიკ ბეიბი  – კომბინირებული პრობიოტიკი. მის შემადგენლობაში შედის ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შტამები Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium spp., ასევე დიდი კამის ნაყოფებისა და გვირილის ყვავილების ექსტრაქტები. როტაბიოტიკი ბეიბი არეგულირებს ნაწლავური ფლორის წონასწორობას და მონელების პროცესს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიები შლიან ნახშირწყლებს და წარმოქმნიან რძემჟავას და აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი დაცვის უნარს. ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის ნორმალური ბიოცენოზის ფორმირებისთვის. მათი საშუალებით შექმნილი მჟავა გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენენ ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის 85-95%-ს.
დიდი კამის თესლების ექსტრაქტი ხასიათდება ნაწლავებში აირწარმოქმნის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური ეფექტით.  გვირილის ყვავილების ექსტრაქტს ახასიათებს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნაწლავებში აირწარმოქმნის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და ანტიალერგიული მოქმედება. ინულინი – მცენარეული პოლისაქარიდი, D-ფრუქტოზის პოლიმერი, დადებითად მოქმედებს ნაწლავურ ფლორაზე და ასტიმულირებს ბიფიდობაქტერიების ზრდას, ზრდის კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას, ხელს უწყობს ლიპიდებისა და ნახშირწყლების ცვლის ნორმალიზებას. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ავლენენ მაღალ ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, ხელს უშლიან სტაფილოკოკების, შიგელების, როტავირუსების, პროტეუსის, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის, ზოგიერთი საფუარა სოკოს ადჰეზიას ნაწლავის ლორწოვანზე და აქვეითებენ მათ ცხოველქმედებას. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისთვის, არეგულირებენ ნაწლავური ფლორის წონასწორობას და ინარჩუნებენ ნორმოცენოზს, ზრდიან ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას, ავლენენ იმუნომოდულაციურ მოქმედებას.
როტაბიოტიკი ბეიბის შემადგენელი ბაქტერიები ააქტიურებენ კედლისმიერ მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციაში, ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმში. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანტოთენის მჟავის, K ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმის და D ვიტამინის შეწოვას.

გამოყენების ჩვენებები:
– ნაწლავური ფლორის აღდგენისა და ნორმალიზაციისთვის, მონელების გასაუმჯობესებლად;
– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით;
– იმუნიტეტის ამაღლებისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაზრდის მიზნით
– ნაწლავური დისფუნქიის მქონე ბავშვებში ახალ გარემოსთან ადაპტაციის დროს (საბავშვო ბაღი, სკოლა და სხვა);
– ძუძუთი კვებიდან დამატებით საკვებზე გადასვლა;
– გასტროენტერიტის, დისპეფსიის მკურნალობა;
– ანტიბიოტიკების მიღებასთან ასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– ალერგიული დაავადებები (ატოპიური დერმატიტის და სხვა)
– მეტეორიზმი, კოლიკა.

გამოყენების წესი და დოზები
როტაბიოტიკი ბეიბი მიიღება საკვების მიღების შემდეგ ან კვებებს შორის შუალედში. მისაღები ხსნარის მოსამზადებლად 1 პაკეტის შიგთავსი უნდა მოთავსდეს ფინჯანში და  დაემატოს 100მლ გადადუღებული თბილი წყალი, რძე ან წვენი.
ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი დღეში (პაკეტის შიგთავსი იყოფა რამდენიმე მიღებაზე) გახსნილი პაკეტი ინახება მაცივარში არაუმეტეს 1 დღისა.
6 თვიდან 1 წლამდე: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1 წლიდან 3 წლამდე: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში.
3 წლიდან: 1 პაკეტი 3-4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დანიშვნის ჩვენებაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

გვერდითი მოქმედება
ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები
მოკლე ნაწლავის სინდრომისა და D-ლაქტური აციდოზის მქონე ბავშვებში პრობიოტიკებით მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტოზის აუტანლობის დროს.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი განკუთვნილია პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების არასასურველი ეფექტები აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება
როტაბიოტიკი ბეიბის დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 18°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა: ფხვნილი პაკეტი # 10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის მფლობელია კომპანია როტაფარმი, დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: Kendy Pharma, ბულგარეთი

გაფრთხილება