როტაფერ კიდსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით

შემადგენლობა:
5 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტ. B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 4მგ
ვიტ. B2 (რიბოფლავინი) 1მგ
ვიტ. B3 (ნიკოტინამიდი) 8მგ
ვიტ. B5 (კალცი D-პანტოთენატი) 2მგ
ვიტ. B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2მგ
ფოლიუმის მჟავა 150მკგ
ვიტ. B12 (ციანოკობალამინი) 5მკგ
ვიტ. C (ასკორბინის მჟავა) 10მგ
რკინა (რკინა L-ლაქტატის ფორმით) 7მგ
თუთია (თუთიის გლკუკონატის ფორმით) 5მგ
სპილენძი (სპილენძის გლუკონატის ფორმით) 0,25მგ
მანგანუმი (მანგანუმის გლუკონატის ფორმით) 0,25მგ
იოდი (კალიიოდატის სახით) 40მკგ
კალციუმის გლიცეროფოსფატი 10მგ
ლიზინის ჰიდროქლორიდი 40მგ
ალაოს ექსტრაქტი 500მგ
დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, კალიუმის სორბატი, გლიცერინი, სორბიტოლი, მალტიტოლი, არომატიზატორი “თაფლი”, სუკრალოზა, არომატიზატორი “ფორთოხალი”, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
როტაფერ ქიდსი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მნიშვნელოვან კომპონენტს, შედის რა კეტომჟავების დეკარბოქსილირებაში მონაწილე კოენზიმის შემადგენლობაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მონაწილეობს ნერვული იმპულსის გატარებაში სინაპსებში. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს.
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, რიბოფლავინ, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B3 ახდენს სისხლში ლიპოპროტეინების კოპნცენტრაციის ნორმალიზებას. მაღალი დოზებით (3-4გ დღეში) აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, ამცირებს ქოლესტერინი/ფოსფოლიპიდები ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომლებიც ანტიათეროგენული ეფექტით ხასიათდება.
ვიტამინი B5  აუცილებელია ცხიმების, ნახშირწყლების, ამინომჟავების ცვლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის, ჰისტამინის, აცეტილქოლინის, ჰემოგლობინის სინთეზისთვის. მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ხელს უწყობს სხვა ვიტამინების შეწოვას, ასევე ნეიროტრანსმიტერის სინთეზს.
ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.
ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულაციური, ალერგიის საწინააღმდეგო, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე.
ვიტამინი C – აუცილებელია უჯრედული კოლაგენის წარმოსაქმნელად, აუცილებელია კბილის ძვლებისა და კაპილარების კედლის სტრუქტურის გასამაგრებლად. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, თიროზინის მეტაბოლიზმში, ფოლის მჟავის გარდაქმნაში ფოლინურში, ნახშირწყლების ცვლაში, ლიპიდებისა და ცილების სინთეზში, რკინის მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის პროცესებში. გააჩნია ანტიოქსიდაციური თვისებები.
რკინა – ერითროპოეზის მასტიმულირებელი მიკროელემენტია. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში; შექცევადად უკავშირდება ჟანგბადს და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში; მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლმბად პროცესებში. რკინის მარილების სახით გამოყენებისას, ხდება ორგანიზმში მისი დეფიციტის სწრაფი შევსება.
თუთია – ადამიანის ორგანიზმში არსებული მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ერითროციტებში შედის ძირითადად თუთიის მეტალოენზიმის კარბოანჰიდრაზას შემადგენლობაში და ნაკლებადაა სისხლში ალფა-2-მაკროგლობულინთან შეკავშირებული სახით. შედის 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც აკატალიზებენ დნმ, რნმ და ცილების სინთეზის მნიშვნელოვან ეტაპებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე, დადებითად მოქმედებს ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის დროს.
სპილენძი – მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში. იგი ნერვული ბოჭკოების გარეგანი საფარველის, კოლაგენის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის პიგმენტის ფორმირებაში.
მანგანუმი – ააქტივებს ორგანიზმის მიერ ბიოტინის, B და ჩ ვიტამინების სწორად გამოყენების მაკატალიზებელ ფერმენტებს. აცილებელია ძვლის ნორმალური სტრუქტურის შესანარჩუნებლად. არეგულირებს ნახშირწყლოვან ცვლას.
იოდი – აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის – თიროქსინის –სინთეზისათვის, ასევე ფაგოციტური უჯრედების წარმოსაქმნელად სისხლში.
კალციუმის გლიცეროფოსფატი – ასტიმულირებს ანაბოლურ პროცესებს. კალციუმის იონები გავლენას ახდენენ ნერვული იმპულსის გატარებაზე, გლუვი და განივზოლიანი კუნთების შეკუმშვაზე, მიოკარდიუმის ფუნქციონირებაზე, სისხლის შედედებაზე. აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისათვის, ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად და სხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირებისთვის. ახდენს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის ნორმალიზებას, გამაჯანსაღებლად მოქმედებს ორგანიზმზე.
ლიზინის ჰიდროქლორიდი – წარმოედგენს ამინოჯგუფების დონორს ჰემოგლობინისათვის, აუმჯობესებს კალციუმის გადასვლას სისხლიდან ძვალში. ლიზინი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, ჰორმონების, ანტისხეულების, ფერმენტების სინთეზისთვის, ასევე ქსოვილების აღდგენისათვის.
ალაოს ექსტრაქტი – იცავს კუჭის ლორწოვანს რკინით გაღიზიანებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძალებს ავადმყოფობის, ოპერაციების, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის შემდეგ, ზრდის ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას სისხლში.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი ეფექტებით, ამიტომ კინეტიკურ მაჩვენებლებზე დაკვირვება შეუძლებელია.

ჩვენება
რკინა და B12 დეფიციტური მდგომარეობების მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომლებიც განპირობებულია:
არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვებით
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით
მომატებული მოთხოვნილებით (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, აქტიური ზრდის პერიოდი ბავშვებში)

გამოყენების წესი და დოზირება
როტიფერ ქიდსი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, ფლაკონის წინასწარ შენჯღრევის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში სიროფს აზავებენ წყალში, ხილის წვენში, ბავშვთა საკვებში.
1-3 წლის ასაკში – 2,5მლ დღეში
4-6 წლის ასაკში – 2,5მლ 2-ჯერ დღეში
7-12 წლის ასაკში – 5მლ 1-2-ჯერ დღეში
12 წლიდან – 5მლ 2-ჯერ დღეში
ორსულობის პერიოდში და მენსტრუაციის დროს – 5მლ 3-ჯერ დღეში.
სიროფის დოზირების მიზნით გამოიყენება დანაყოფებიანი ჭიქა 5მლ, 10მლ 15მლ.
მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
რკინის ჭარბი შემცველობა ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი);
რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (ტყვიისმიერი ანემია, თალასემია);
1 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოვლენები:
გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი და გარდამავალი. ძალიან იშვიათად შესაძლოა კუჭ-ნაწლავის მხრივი მოვლენები: სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა.
იშვიათად შესაძლოე ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინებთან კომბინირება ჰიპერდოზირებისაგან დასაცავად.
შესაძლოა განავლის მუქად შეფერვა, რაც განპირობებულია შეუთვისებელი რკინის გამოყოფით და არ გააჩნია კლინიკური ღირებულება. შარდის შეფერვა ღია-ყვითლად.
თავი აარიდეთ ეთანოლის შემცველ სასმელებს.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

გამოყენება ორულობისა და ლაქტაციის დროს:
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკში.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან არ გამოვლენილა.

ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25º ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: სიროფი 150მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია „როტაფარმი“, დიდი ბრიტანეთი („ROTAPHARM“, Great Britain)
მწარმოებელი: FARMAMAG Ambalaj Sanayi ve Ticaret A.S. თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook