რუბიტალ ფორტე – RUBITAL FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.
100 გ

ტუხტის ფესვების 6% ექსტრაქტი ………….. 25.4 გ
საქაროზა …………………………………….. 40 გ
ეთანოლი 60……………………………….. 1 გ
ნატრიუმის ბენზოატი ……………………….. 0.1 გ
ჟოლოს სიროფი …………………………….. 33.4 გ

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე, გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ:
მშრალი ხველა;
სველი ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით;
ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა;
ყელისა და ხახის ტკივილი;
მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა.
მიღების წესები და დოზირება:
3-დან 60 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1:2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: “GEMI”, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook