რუტოზიდი

რუტოზიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რუტოზიდი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება ანგიოპროტექტული თვისებებით. იგი მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს და აქვეითებს კაპილარების მომატებული განვლადობას. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს მის შეშუპებას და ანთებით მოვლენებს.
პრეპარატს გააჩნია ანტიაგრეგაციული მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესების პროცესს. იგი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას. ადგილობრივი გამოყენებისას მოქმედებს გამაგრილებლად და დამაწყნარებლად.

ჩვენებები
– ვენების ვარიკოზული გაგანიერება ტკივილით და შეშუპებით, ზედაპირული თრომბოფლებიტი, ტროფიკული დარღვევები და წყლულები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.
– პოსტთრომბოზული სინდრომი, ვარიკოზული ვენების რეზექციის შემდგომი პერიოდი, ჰემორაგიული დიათეზი, კაპილაროტოქსიკოზი,
დიაბეტური რეტინო- და ანგიოპათია,
– ტროფიკული ცვლილებები სხივური თერაპიის შემდეგ.
– ტკივილი და შეშუპება ტრავმის შემდეგ (გარეგანი გამოყენებისათვის).

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალური, ჩვენების და გამოყენებული სამკურნალო ფორმის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
პერორალური მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები, თავის ტივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები
ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა რუტოზიდის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინიშნება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. რეკომენდებულია მისი ერთდროული გამოყენება ასკორბინის მჟავასთან.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook