ოქტრეტექსი

ოქტრეტექსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ოქტრეტექსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ოქტრეოტიდი/ octreotide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სომატოსტატინი (სინთეზური ანალოგი).

ათქ კოდი: H01CB02

შემადგენლობა
1 ამპულა (1 მლ) შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით ოქტრეოტიდის  აცეტატს 0,1მგ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა – 3,4 მგ, მანიტოლი 45,0 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი pH3,9-4,5-მდე; წყალი ინექციისთვს 1 მლ-მდე
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, სუნის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ოქტრეოტიდი- სომატოსტატინის სინთეზური ანალოგი. ბუნებრივი ჰორმონის, სომატოსტატინის წარმოებულია და ფლობს მის მსგავს ფარმაკოლოგიურ ეფექტებს, მაგრამ  მოქმედებს მნიშვნელოვნად მეტი ხანგრძლივობით. ოქტრეტექსი ახშობს ზრდის ჰორმონის (ზჰ) სეკრეციას, როგორც პათოლოგიურად გაზრდილს, ისე გამოწვეულს არგინინით, ფიზიკური დატვირთვით და ინსულინური ჰიპოგლიკემიით. პრეპარატი, აგრეთვე, ახშობს ინსულინის, გლუკაგონის, გასტრინის, სეროტინინის სეკრეციას, როგორც პათოლოგიურად მომატებულს, ისე საკვებით გამოწვეულს; აგრეთვე, ახშობს არგინინით სტიმულირებადი ინსულინისა და გლუკაგონის სეკრეციას. ოქტრეტექსი ახშობს თირეოლიბერინით გამოწვეული თირეოტროპინის სეკრეციას. სომატოსტატინისგან განსხვავებით, ოქტრეტექსი ახშობს ზჰ-ს სეკრეციას უფრო მეტად, ვიდრე ინსულინის სეკრეციას, და მის შეყვანას არ ახლავს ჰორმონების შემდგომი ჰიპერსეკრეცია (მაგალითად, ზჰ აკრომეგალიით დაავადებულებში). აკრომეგალიით დაავადებულებში ამცირებს ზჰ-ს და ინსულინის მსგავსი ფაქტორის კონცენტრაციას ზრდის (იფზ-1). ზჰ-ს კონცენტრაციის შემცირება 50%-ით და მეტი აღენიშნებათ 90% ავადმყოფს, ამასთან ზჰ-ს კონცენტრაციის მნიშვნელი 5 მგ/მლ-ზე ნაკლებია, მიიღწევა დაახლოებით 50 % პაციენტში. აკრომეგალიით დაავადებულებში ოქტრეტექსი აქვეითებს თავის ტკივილს, რბილი ქსოვილების შეშუპებას, ჰიპერჰიდროზს, სახსრების ტკივილსა და პარესთეზიის გამოხატულობას. ავადმყოფებში ჰიპოფიზის დიდი ოდენობით ოქტრეოტიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის ზომების ზოგადი შემცირება.
გასტროენტერო-პანკრეატული ენდოკრინული სისტემის სეკრეტირებადი სიმსივნეებისას, ჩატარებული თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევებში (ქირურგიული ჩარევა, ღვიძლის არტერიის ემბოლიზაცია, ქიმიოთერაპია, მათ შორის სტრეპტოზოტოცინით და ფტორურაცილით), ოქტრეტექსის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესება. ასევე კარცინოიდული სიმსივნეებისას ოქტრეტექსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სახისკენ „მოზღვავების“ შეგრძნების შემცირება, დიარეის შემცირება, რასაც უმრავლეს შემთხვევაში ახლავს პლაზმაში სეროტინინის კონცენტრაცისა და თირკმელების მიერ 5-ჰოდროქსიინდოლძმრის მჟავის ექსკრეცია. სიმსივნეებისას, რომლებიც ხასიათდება ვაზოაქტიური ინტენსტინალური პეპტიდის ჰიპერპროდუქციით (ვიპომა),ოქტრეტექსის მიღება, უმეტესობა ავადმყოფებში იწვევს მძიმე სეკრეტორული დიარეის შემცირებას და შესაბამისად, ავადმყოფის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ერთდროულად ხდება ელექტროლიტური ბალანსის თანმხლები დარღვევების შემცირება, მაგალითად, ჰიპოკალიემიის, რაც საშუალებას იძლევა მოიხსნას სითხისა და ელექტროლიტების ენტერალური და პერენტერალური შეყვანა. ზოგიერთ ავადმყოფს უნელდება ან უჩერდება სიმსივნის პროგრესირება, მცირდება მისი ზომები, აგრეთვე ღვიძლში არსებული მეტასტაზების ზომები. კლინიკურ გაუმჯობესებას, ჩვეულებრივ ახლავს პლაზმაში ვაზოაქტიური ინტესტინალური პეპტიდის (ვიპ) კონცენტრაციის შემცირება ან მისი ნორმალიზაცია. გლუკოკაგონომებისას ოქტრეტექსის გამოყენება იწვევს მიგრირებადი ერითემის შემცირებას. ოქტრეოტიდი არ ახდენს რაიმე არსებით გავლენას ჰიპერგლიკემიის გამოხატულობაზე შაქრიანი დიაბეტის დროს, ამასთან ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოთხოვნა უცვლელი რჩება. პრეპარატი იწვევს დიარეის შემცირებას, რასაც ახლავს სხეულის მასის მომატება. თუმცა სისხლის პლაზმაში ოქტრეოტიდის ზეგავლენით გლუკაგონის კონცნეტრაციის შემცირება ატარებს ტრანზიტორულ ხასიათს, კლინიკური გაუმჯობესება რჩება სტაბილური პრეპარატის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში. ავადმყოფებში გასტრინომებით/ზოლინგერ-ელისონის სინდრომით, ოქტრეტექსის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით ან კომბინაციით პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ან H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად, შესაძლებელია კუჭში მარილმჟავას ჰიპერსეკრეციის შემცირება, სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის შემცირება, აგრეთვე დიარეისა და მოზღვავების გამოხატულობის შემცირება. ინსულინომებით დაავადებულ ავადმყოფებს ოქტრეტექსი უმცირებს სისხლში იმუნორეაქტიული ინსულინის დონეს (ეს ეფექტი შეიძლება იყოს მოკლე ვადიანი – დაახლოებით 2 სთ.). ოპერაბელური სიმსივნეების მქონე ავადმყოფებში ოქტრეოტიდმა შეიძლება უზრუნველყოს ნორმოგლიკემიის აღდგენა და ხელშეწყობა წინასაოპერაციო პერიოდში. ავადმყოფებში, რომლებსაც გააჩნიათ განუსაზღვრელი კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნე, გლიკემიის კონტროლი შეიძლება გაუმჯობესდეს სისხლში ინსულინის კონცენტრაციის ერთდროული ხანგრძლივი შემცირების გარეშეც.
ავადმყოფები, რომლებშიც იშვიათად გვხვდება  ზრდის ჰორმონის (სომატოლიბერინომები) რილიზინგ-ფაქტორის ჰიპერმაპროდუციერებელი სიმსივნეები, ოქტრეტექსი იწვევს აკრომეგალიის სიმპტომების გამოხატულობას. ეს დაკავშირებულია ზრდის ჰორმონის რილიზინგ-ფაქტორის სეკრეციასა და თვით ზჰ-ის დათრგუნვასთან. შემდგომში, შეიძლება შემცირდეს ჰიპოფიზის ჰიპერტროფია.
შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში რეფრაქტერული დიარეის დროს ოქტრეტექსი იწვევს განავლის მთლიან ან ნახევრად ნორმალიზებას, დიარეით შეპყრობილ, დაახლოებით ავადმყოფთა 1/3-ში, რომლებშიც ანტიმიკრობული და/ან დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებით ადექვატური მკურნალობა კონტროლს არ ექვემდებარება.
ავადმყოფებში, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ კუჭქვეშა ჯირკვალზე ოპერაციის ჩატარება, ოქტრეტექსის გამოყენება ოპერაციის დროს და მის შემდეგ აქვეითებს ტიპიური ოპერაციის შემდგომი გართულებების სიხშირეს (მაგალითად, პანკრეატული ფისტულები, აბსცესები, სეფსისი, ოპერაციის შემდგომი მწვავე პანკრეატიტი).
საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზული და გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისას, ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში, ოქტრეოტიდის გამოყენება სპეციფიკურ მკურნალობასთან ერთად კომბინაციით (მაგალითად,მასკლეროზირებელი თერაპია) იწვევს სისხლდენის და ადრეულ განმეორებით სისხლდენის უფრო ეფექტურ შეჩერებას, ტრასფუზიების მოცულობის შემცირებასა და 5 დღიანი სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებას. ითვლება, რომ ოქტრეტექსის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ორგანული სისხლის ნაკადის შემცირებასთან ისეთი ვაზოაქტიური ჰორმონების დახშობის მეშვეობით, როგორიცაა ვიპ და გლუკაგონი.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
კანქვეშ შეყვანის შემდეგ ოქტრეტექსი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ოქტრეტექსის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წთ-ში
განაწილება:
სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 65%. ოქტრეტექსის დაკავშირება სისხლის ფორმულ ელემენტებთან საკმაოდ უმნიშვნელოა. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,27 ლ/კგ.
გამოყოფა:
ოქტრეტექსის კანქვეშ შეყვანის შემდეგნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 100 წუთს. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ოქტრეტექსის გამოყოფა ხორციელდება 2 ფაზად, ნახევრად გამოყოფის პერიოდებით 10 და 90 წთ, შესაბამისად. ოქტრეტექსის დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაწლავებით დაახლოებით 32% – უცვლელი სახით თირკმელებით. ზოგადი კლირენსი შეადგენს 160 მლნ/წთ.
ხანდაზმულ პაციენტებში ქვეითდება ოქტრეტექსის კლირენსი, ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი იზრდება. თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობისას (თქუ) კლირენსი მცირდება 2-ჯერ.

ჩვენებები:
– აკრომეგალია (ქირურგიული მკურნალობის, სხივური თერაპიის, (სხივური თერაპიის კურსებს შორის მონაკვეთებში მისი ეფექტის სრულ დადგომამდე) საკმარისი ეფექტის არარსებობისას), დოფამინური რეცეპტორების აგონისტებით მკურნალობის; ინოპერაბელურ ავადმყოფებში, აგრეთვე მათში, ვინც უარი განაცხადა ქირურგიულ მკურნალობაზე);
– გასტროენტერო-პანკრეატული ენდოკრინული სისტემის სეკრეტირებადი სიმსივნეების სიმპტომების კუპირება (კარცინოიდული სიმსივნეები კარცინოიდული სინდრომის, ვიპომას, გლუკაგონომის, გასტრინომა/ზოლინგერ-ელისონის სინდრომის არსებობით), ინსულინომა, სომატოლიბერინომა;
– რეფრაქტერული დიარეა შიდსით დაავადებულებში;
– გართულებების პროფილაქტიკა კუჭქვეშა ჯირკვალზე ოპერაციის შემდგომ;
– სისხლდენის შეჩერება და საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზული და გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის რეციდივების პროფილაქტიკა ღვიძლის ციროზის დროს (ენდოდკოპური სკლეროზირებადი თერაპიასთან კომბინაციაში).

უკუჩვენება:
– მომატებული მგრძნობელობა ოქტრეტექსის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
– 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით
– ქოლელითიაზი (ნაღვლკენჭოვანი დაავადება);
– შაქრიანი დიაბეტი;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში
ოქტრეტექსის ორსულ ქალებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ოქტრეტექსი® ორსულობის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
უცნობია, ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში, უარი უნდა ითქვას ძუძუთი კვებაზე.

გამოყენების წესი და დოზები:
კანქვეშ, ინტრავენურად წვეთოვნად.
აკრომეგალიისას – კანქვეშ, საწყისი დოზით 0,05-0,1 მგ ინტერვალებით 8 ან 12 სთ. შემდგომში, დოზის შერჩევა დაფუძნებულია სისხლში ზჰ-ს კონცენტრაციის ყოველთვიურ განსაზღვრასთან (მიზნობრივი კონცენტრაცია: ზჰ<2,5 ნგ/მლ; იფრ -1 ნორმალური მნიშვნელების ფარგლებში), კლინიკური სიმპტომებისა და პრეპარატის ამტანობის ანალიზზე. უმრავლესობა ავადმყოფებში ოპტიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 0,2-0,3 მგ. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს, შემადგენელს 1,5 მგ/დღ.
პაციენტებში, რომლებიც ოქტრეტექსს ღებულობენ სტაბილური დოზით, ზჰ-ს კონცენტრაციის განსაზღვრაუნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში. თუ ოქტრეტექსით მკურნალობის 3 თვის შემდეგ არ აღინიშნება ზჰ-ს კონცენტრაციის საკმარისი შემცირება და დაავადების კლინიკური სურათის გაუმჯობესება, თერაპია უნდა შეწყდეს.
გასტროენტერო-პანკრეატული ენდოკრინული სისტემის სიმსივნეებისას – კანქვეშ, საწყისი დოზით 0,05 მგ 1-2-ჯერ/დღე-ღამეში. შემდგომში, მიღწეული კლინიკური ეფექტის, ჰორმონების კონცენტრაციაზე გავლენის, სიმსივნით პროდუცირებადი (კარცინოიდული სიმსივნეების შემთხვევაში – თირკმლების მიერ 5-ჰიდროქსიინდოლძმრის მჟავის გამოყოფაზე გავლენის) და ამტანობის მიხედვით, პრეპარატის დოზა თანდათანობით შეიძლება გაიზარდოს 0,1-0,2 მგ-მდე 3-ჯერ/დღე-ღამეში. გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები. პრეპარატის ხელშემწყობი დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. კარცინოიდული სიმსივნეებისას, იმ შემთხვევაში, თუ ოქტრეტექსით მკურნალობა მაქსიმალურად ასატან დოზებში 1 კვირის განმავლობაში არ იყო ეფექტური, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს.
რეფრაქტორული დიარეისას შიდსით დაავადებულებში – კანქვეშ, საწყისი დოზით 0,1 მგ 3-ჯერ/დღე-ღამეში. თუ მკურნალობის 1 კვირის შემდეგ დიარეა არ წყდება, დოზა იზრდება ინდივიდუალურად (ნორმალური ამტანობის პირობით) 0,25 მგ-მდე 3-ჯერ/დღე-ღამეში. თუ ოქტრეტექსით მკურნალობის შემდგომი 7 დღის განმავლობაში (დოზით 0,25 მგ 3-ჯერ დღეში) არ ხდება გაუმჯობესება, თერაპია უნდა შეწყდეს.
კუჭქვეშა ჯირკვალზე ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისას – კანქვეშ,  პირველი დოზა 0,1 მგ 1 სთ ადრე ლაპაროტომიამდე, ოპერაციის შემდეგ -0,1 მგ 3-ჯერ/დღე-ღამეში 7 შემდგომი დღის განმავლობაში.
საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისას – ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 0,025 მგ/სთ 5 დღის განამვლობაში.
გამოყენება ცალკეული ჯგუფების ავადმყოფებში
დღეისათვის არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობენ იმის შესახებ, რომ ხანდაზმულ ადამიანებში დაქვეითებულია ოქტრეტექსის ამტანობა და მათთვის საჭიროა დოზირების რეჟიმის შეცვლა.
რეკომენდებულია ხელშემწყობი დოზის კორექცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში ოქტრეტექსის დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.
ოქტრეტექსის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში შეზღუდულია.

პრეპარატის გამოყენების წესები:
კანქვეშ შეყვანა
ავადმყოფებმა, რომლებიც დამოუკიდებლად იტარებენ ოქტრეტექსის კანქვეშ შეყვანას, უნდა მიიღონ ექიმის ან მედდის დაწვრილებითი ინსტრუქციები.
შეყვანის წინ ხსნარი გაათბეთ ოთახის ტემპერატურაზე – ეს ხელს უწყობს შეყვანის ადგილზე არასასიამოვნო შეგრძნების შემცირებას. არ შეიყვანოთ პრეპარატი ერთი და იგივე ადგილას დროის მოკლე მონაკვეთებში. ამპულები გახსენით უშუალოდ პრეპარატის გამოყენების წინ;  ხსნარის გამოუყენებელი რაოდენობა გადააგდეთ.
ინტრავენური წვეთოვანი შეყვანა:
ოქტრეტექსისი ნტრავენური, წვეთოვანი შეყვანის საჭიროებისას, ერთი ამპულის შემცველობა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას  0,1 მგ, უნდა გაიხსნას 60 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ოქტრეტექსის ტემპერატურაზე 25⁰C 24 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ნატრიუმ ქლორიდის 0,9% სტერილურ ხსნარში ან 5% წყალში გახსნილი დექსტროზის ხსნარში. ვინაიდან ოქტრეტექსის შეიძლება გავლენა იქონიოს გლუკოზის ცვლაზე, უმჯობესია გამოიყენოთ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი.
ინტრავენური შეყვანისას ამპულა ყურადღებით შეათვალიერეთ ხსნარის ფერის შეცვლაზე და უცხო ნაწილაკების არსებობაზე.
მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გახსნილი ხსნარები უნდა გამოიყენებოდეს მომზადებისთანავე. თუ ხსნარი არ იქნება გამოყენებული, უნდა შეინახოთ ტემპერატურაზე 2-8⁰C. შეყვანის წინ გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.  დრო ხსნარის გახსნას, მაცივარში შენახვასა და შეყვანის დასრულებას შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომლებიც აღნიშნულია ოქტრეტექსის მიღებისას, მოყვანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის (ჯანმო) შესაბამისად: ძალიან ხშირად – 1/10 დანიშვნა (>10%), ხშირად – 1/100 დანიშვნა (>1% და < 10%), არ ისე ხშირად – 1/1 000 დანიშვნა (>0,1% და <1%), იშვიათად – 1/10 000 დანიშვნა (>0,01% და <0,1%), ძალიან ხშირად – 1/10 000 დანიშვნა (<0,01%), ცალკეული შეტყობინების ჩათვლით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად -დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა, მუცლის შებერვა, ქოლელითიაზი; ხშირად – დისპეპსია, ღებინება, მუცელში სიმძიმის შეგრძნება, განავლის რბილი კონსისტენცია, განავლის ფერის ცვლილება, ანორექსია, ქოლეცისტიტი, ნაღვლის კოლოიდური სტაბილურობის დარღვევა (ქოლესტერინის მიკროკრისტალური წარმოშობა), ჰოპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიურობის მომატება, სტეატორეა (მალაბსორბციის მოვლენების გარეშე). თუმცა ცხიმის გამოყოფა განავალთან ერთად შეიძლება გაიზარდოს, დღეისათვის არ არსებობს იმის მტკიცება, რომ ოქტრეტექსის ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კვების დეფიციტის განვითარება შეწოვის დარღვევის შედეგად (მალაბსორბცია).
იშვიათად – სიმპტომები, რომლებიც მოგვაგონებენ ნაწლავის მწვავე გაუვალობას: მუცლის პროგრესირებადი შებერვა, გამოხატული ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, მუცლის კედლების დაძაბულობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება (განპირობებულია ინსულინის სეკრეციის დახშობით), მდგრადი ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, მწვავე პანკრეატიტი (პირველ საათებში ან პრეპარატით მკურნალობის დღეები).
ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ცალკეულ შემთხვევაში – მწვავე ჰეპატიტი ქოლესტაზის გარეშე, ჰიპერბილირუბინემია, „ღვიძლის“ტრანსამინაზის (ოქტრეტექსის მოხსნის შემდეგ ღვიძლის ტრანსამინაზის აქტივობა სისხლის შრატში ნორმალიზდება), ტუტოვანი ფოსფატაზის, გამმა-გლუტამილტრანსფერაზის აქტივობის მომატება. ხანგრძლივი გამოყენებისას ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობა, რეაქტიული პანკრეატიტის განვითარება.
გვერდითი ეფექტების სიხშირე კნტ-ს მხრივ შეიძლება შემცირდეს, კვების მიღებასა და ოქტრეტექსის შეყვანას შორის დროის მანძლის მომატებით (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – თავისტკივილი; ხშირად – თავბრუსხვევა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ჰიპერგლიკემია; ხშირად – ჰიპოთირეოზი/ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ТТH კონცენტრაციის, საერთო და თავისუფალი Т4 შემცირება); ჰიპოგლიკემია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ბრადიკარდია.
ადგილობრივი რეაქციები: ძალიან ხშირად – ტკივილი, ქავილის ან წვის შეგრძნება, სიწითლე და შესიება კანქვეშ შეყვანის ადგილას (ჩვეულებრივ გადის 15 წთ განმავლობაში). ადგილობრივი რეაქციების გამოხატულობა შეიძლება შემცირდეს, თუ გამოიყენებთ ოთახის ტემპერატურის ხსნარს, ან შეიყვანთ ხსნარის უფრო მეტად კონცენტრირებულ ნაკლებ მოცულობას.
სხვა: იშვიათად – კანის ალერგიული რეაქციები, ცალკეულ შემთხვევაში – ანაფილაქტიური რეაქციები, ტრანზიტორული ალოპეცია.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: გულის შეკუმშვის სიხშირის მოკლეხნიანი შემცირება (გშს), სისხლის მოზღვავება სახისკენ, მუცლის სპასტიური ტკივილი, დიარეა, გულისრევა, კუჭში სიცარიელის შეგრძნება.
მკურნალობა:  სიმპტომატური.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამცირებს ციკლოსპორინის შეწოვას, ანელებს ციმეტიდინის შეწოვას. საჭიროა ერთდროულად გამოყენებული დიურეტიკების, ბეტა-ადრენობლოკატორების, „ნელი“ კალციუმური არხების ბლოკატორების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, გლუკაგონის დოზირების რეჟიმის კორექცია.
ოქტრეტექსის და ბრომოკრიპტინის გამოყენების შეთავსება ზრდის ბრომოკრიპტინის ბიოშეღწევადობას.
ამცირებს ნივთიერებების მეტაბოლიზმს, რომლებიც მეტაბოლიზირებენ ციტოქრომის სიტემის ფერმენტების მონაწილეობით P450 (შეიძლება განპირობებული იყოს ზჰ-ს დახშობით). ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს ოქტრეტექსის მსგავსი ეფექტები, უნდა დაიცვათ სიფრთხილე პრეპარატების დანიშვნისას, რომლებიც მეტაბოლიზირებენ ციტოქრომის სიტემით P450 და გააჩნიათ თერაპევტული კონცენტრაციების ვიწრო დიაპაზონი (მაგალითად, ქინიდინი, ტერფენადინი).

განსაკუთრებული მითითებები:
ჰიპოფიზის სიმსივნეებისას საჭიროა ავადმყოფის დაკვირვება, რომელიც ღებულობს ოქტრეტექსს, ვინაიდან, შესაძლებელია, სიმსივნეების ზომების მომატება მხედველობის არის შევიწროების განვითარებით. ამ შემთხვევებში განიხილება მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენების აუცილებლობა.
გასტროენტერო-პანკრიოტული ენდოკრინული სიმსივნეების მკურნალობისას, იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება დადგეს სიმპტომების უეცარი რეციდივი.
გვერდითი ეფექტების წარმოშობის სიხშირე კნტ-ის მხრივ შეიძლება შემცირდეს, საკვების მიღებას შორის დროის მონაკვეთის გაზრდით ან ძილის წინ.
ავადმყოფებს ინსულინომით, მკურნალობის ფონზე შეიძლება აღენიშნოს ჰიპოგლიკემიის გამოხატულობის გაზრდა და ხანგრძლივობა.
გლუკოზის კონცენტრაციის მერყეობა სისხლში შეიძლება შემცირდეს პატარა დოზების უფრო ხშირი შეყვანით.
მკურნალობის პერიოდში, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი, განსაკუთრებით საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის მქონე პაციენტებში და ღვიძლის ციროზით.
ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით ტიპი 1 ოქტრეტექსმა შეიძლება შეამციროს ინსულისნის მოთხოვნა. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტის გარეშე და შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2 ინსულინის ნაწილობრივ შაქრიანი სეკრეციით, ოქტრეოტიდის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს პოსტრადიალური ჰიპერგლიკემია.
ვინაიდან, საყლაპავისა და კუჭის ვარკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის შემდეგ მომატებულია 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კი, აგრეთვე შესაძლებელია ცვლილებები ინსულინის მოთხოვნილებაში, ამ შემთხვევებში, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი.
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას მხოლოდ აბსოლუტური მაჩვენებლებით (იხ. ნაწილი „სიფრთხილით“, „გამოყენება ორსულობის დროსას და ძუძუთი კვების პერიოდში“).
რეკომენდაციები ავადმყოფების წარმართვაზე პრეპარატ ოქტრეტექსით® მკურნალობის დროს ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოშობასთან მიმართებაში
ავადმყოფების წარმართვა, რომლებსაც ნაღვლის ბუშტის კენჭები წარმოეშვებათ პრეპარატ ოქტრეტექსის® მკურნალობის პროცესში
ა) ნაღვლის ბუშტის უსიპტომო კენჭები.
ოქტრეტექსის გამოყენება შეიძლება შეწყდეს ან გაგრძელდეს – სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებას არ წარმოადგენს რაიმეს ძალისხმევა, გარდა დაკვირვების გაგრძელებისა, საჭიროებისას მისი უფრო გახშირებით.
ბ) ნაღვლის ბუშტის კენჭები კლინიკური სიმპტომატიკით.
ოქტრეტექსის გამოყენება შეიძლება შეწყდეს ან გაგრძელდეს – სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ ისევე, როგორც ნაღვლკენჭოვანი დაავადების სხვა შემთხვევებში კლინიკური გამოვლინებებით. მედიკამენტოზური მკურნალობა მოიცავს ნაღვლის მჟავების პრეპარატების კომბინაციის გამოყენებას (მაგალითად, ქენოდეოქსიქოლისმჟავა დოზით 7,5 მგ/კგ დღე-ღამეში ურსოდეოქსიქოლისმჟავასთან შეთავსებით იმავე დოზით) ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ კენჭების სრულ გაქრობამდე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებული ყურადღების კონცენტრაციას:
ოკტრეოტიდის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი  შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სტრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის სისწრაფეს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ამ სიმპტომების გამოჩენისას დაცული იქნას სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 2-დან 80C. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 0.1მგ/მლ 1მლ საინფუზიო და კანქვეშ შესაყვანი ხსნარი ამპულა N10

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Sotex, რუსეთი

გაფრთხილება