პლანტაგენი

პლანტაგენი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პლანტაგენი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება: მრავალძარღვას ექსტრაქტი/PLANTAGINIS LANCEOLATAE HERBA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.

აქტიური ნივთიერებები:
12 ლანცეტისებური მრავალძარღვას ფოთლების თხიერი ექსტრაქტი (1:2, 0-2,5); მაექსტრაგირებელი საშუალება – 60% ეთანოლი(V/V).
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ლიმონმჟავა, ვანილის არომატი, თაფლის არომატი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავენ აუკუბინის გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ K-ს, ასკორბინის მჟავას, მწარეებს, ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.

ჩვენებები:
ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება. ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ავლენს ანტიბაქტერიულ და ამომფენ მოქმედებას.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. რომლებსაც თან ახლავს ხველა ძნელად ევაკუირებადი ნახველით, აგრეთვე
პირის ღრუს, ცხვირ-ხახისა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 4-ჯერ დღე-ღამეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 4-ჯერ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:
არ მოიპოვება მონაცემები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მისი გამოყენება არ არის წინააღმდეგნაჩვენები.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია.

ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: P.P.E.”GEMI”, პოლონეთი

გაფრთხილება