პოლისან დე წვეთები (ნატუროპათი)

პოლისან დე წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პოლისან დე წვეთები (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 მლ შეიცავს: დოქტორ კარლ შპენგლერის კოლოიდური ხსნარის D9 განზავების 10 მლ-ს, Streptococcus lacticus, – pyogenes, – haemolyticus, – viridians, Staphylococcus albus, – pharyngis, aureus, Diplococcus lanceolatus, Mycobacterium tuberculosis typus bovinus-ის ანტიგენებით. პრეპარატი შეიცავს, ასევე, მაღალიმუნიზირებული
ბოცვრების სისხლიდან მიღებულ შესაბამის ანტიტოქსინებს. დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
კეროვანი ინფექციები (Polysan Dx-თან მონაცვლეობით), კანის გარეგანი ინფექციები

თვისებები
Polysan-ის ჯგუფის პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც თერაპიაში, ასევე დიაგნოსტიკაში.
ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა ტუბერკულოზი, რევმატიზმი, კიბო და ა.შ. დაავადებულთა ერითროციტებიდან მედიცინის დოქტორმა კარლ შპენგლერმა გრამდადებითი და გრამუარყოფი-თი
გრანულები გამოყო, რომლებსაც სისხლის პარაზიტები უწოდა. გრამდადებითი ავთვისებიანი გრანულები, შპენგლერის მიხედვით, ფემენტაციულად არღვევენ ჟანგბადისა და ჰემოგლობინის კავშირს, ამასთან ერთად, ხელს უშლიან იმუნური ნივთიერებების წარმოქმნას. მისი მტკიცებით, აღნიშნული გრანულებით დაზიანებული
ერითროციტები სპეციფიური მემკვიდრეობით გადაცემული ტოქსინების მატარებლებია. ეს სპეციფიური მემკვიდრეობითი ალერგოზები ბავშვს დედის სისხლით გადაეცემა და შესაძლოა შთამომავლობის მთელი თაობები დააავადოს. სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე გრანულების გამოზრდის შემდეგ დოქტორმა შპენგლერმა
დაამზადა ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ჰომეოპათიურად პოტენცირებული ფორმის სახით ქრონიკული ინფექციების
დროს აქტიური იმუნიზაციისათვის. ადამიანის სისხლში დაავადების გადატანის შედეგად არსებული ანტისხეულები, ანტიგენანტისხეულის რეაქციის ტიპის მიხედვით რეაგირებას ახდენენ შპენგლერის შესაბამის კოლოიდთან. ეს რეაქცია დიაგნოსტიკური მიზნით, გამოიყენება შვარცის (Schwarz)) მიხედვით სისხლის ანალიზის ჩატარების დროს. Polysan-ის პრეპარატების გამოიყენებით ძლიერდება სხეულის სპეციფიური იმუნური დაცვა. აღსანიშნავია,
რომ ადგილობრივი ჩივილები არ მიუთითებს ქრონიკული კერის აუცილებელ არსებობაზე, მაგრამ ქრონიკული ანთებითი კერის შემთხვევაში მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ქრონიკული ანთებითი პროცესის მუდმივ კერებს შეუძლიათ დაბლოკონ ორგანიზმის შიდა რეგულაცია.

მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის მიზნით:
ჩვეულებრივ, ინიშნება 5-10 წვეთი შეზელვის სახით იდაყვის ფოსოში დღეში სამ ჯერ.
სადიაგნოსტიკო მიზნით:
საკვლევი სისხლის 1 წვეთი უნდა შევურიოთ Polysan D შესაბამისი ანტიგენის 1 წვეთს. ანტიგენ-ანტისხეულის ტიპის რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით და მიკროსკოპით ჩანს აგლუტინაციის რეაქციის დადგომა. აგლუტინაციის ხარისხი, ამავე დროს, ანტისხეულების ტიტრის საზომია.

გვერდითი ეფექტები
არ არის ცნობილი. ვინაიდან Polysan D  შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს, თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

უკუჩვენება
არ არის ცნობილი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი

პროფილაქტიკა
ისევე, როგორც მრავალი სხვა მედიკამენტი აღნიშნული პრეპარატიც არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ორსულ ქალებში, მეძუძურ დედებში და ბავშვებში

მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოშვების ფორმები წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება